Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - страница 13
Ⴁელდოჯი – კედელში ფუღურო.
Ⴁემი, ბემონი – (Ⴒჳკი ნახე)..
Ⴁერა – დანიშნული ადგილი დასადგომელად გაჯუფთებულთა მორბენალთაგან და ეგევითართა მოთამაშეთა (Ⴠელა ნახე).
Ⴁერვა – (ვჰბერავ, ვუბერავ) სამშვინველით ან საბერველით ცეცხლის ანთება და გაძლიერება. // ნესტუთა და ორღანოთა შთაბერვით ხმის გამოღება და ძნობა (ნახე Ⴃაბერვა). // თხიერი ავსება ჰაერითა. // ქართ ქროლა.
Ⴁერი – მოხუცებული, ხანდაზმული, ბერი კაცი. // მონაზონი, შავით მოსილი. // უფროსი, ვითარ ხევის ბერი.
Ⴁერიკაცი – მოხუცებული მდაბიურად.
Ⴁერილოსი – Ⴁივრილი ნახე.
Ⴁერტყა, ბღერტა – (ვბერტყ, ვბღერტ) ქნევა საფენთა ანუ ტანისამოსთა, გინა ჯოხის ცემა მტვერის გასაცვნელად.
Ⴁერწი – უზვი, მდედრი არა მშობელი.
Ⴁეღო და ბეღელი – სახლი საძნე ანუ საცავი მარცვალთა და ფქვილთა, ვითარ ამბარი, ორმო, ხარო, უმცირესს ეწოდება ხელამბარი და მის უფროსს – ჯიროლა.
Ⴁეჩი და ბეცი – ცეტი <გასტერებული (ხშირად იხმარების წოდებითად ბეჩავ).
Ⴁეცება – (ვებეცები) ცეცება (Ⴑიარულში ნახე).
Ⴁეწვი – ერთი მკედი თმათა, ბალანთა და მისთანათა (ნახე Ⴇმა).
Ⴁეწვი – და ბეწვეული მაღლის ფასის ტყავნი მხეცთა და ნადირთანი, გარდასაკრავნი ტანისამოსთა ზედა სითბოსთჳს.
Ⴁეწვის – კალამი სამხატუარო გამოსაწერი სახეთა.
Ⴁეჭედი – სამკაული თითთა. // Ⴋოჭრილი ღერბსა ზედასახელი ვისიმე, რომელსაც დაასმენ სიგელთა ზედა და მოწმობათა, ხოლო მოწერილობათა დასტჳფრევნ მის მიერ გარედამ. // Ⴌიშანი რომლისამე სულიერისა საიდუმლოსა, ვითარ ბეჭედი ნიჭისა სულისა წმიდისა, ე.ი. მჳრონი. // Ⴁეჭედი ეწოდების სტამბათა შინა გამოსრულთა წიგნთა, არა ხელნაწერთა.
Ⴁეჭდის მცველი – მნე ბეჭდისა.
Ⴁეჭდვა – (ვბეჭდავ) დატჳფრვა.
Ⴁეჭვა – (ვბეჭავ) ჩაბეჭვა, ქსოვაში ჩაკურა.
Ⴁეჭტ საშუალი – მხართა შორის ადგილი.
Ⴁეჭი, ბეჭები – ტანსა შინა ცხოველთასა ორნი ფიცარნი ძულისანი მხართა ქვეშა ზურგით კერძო.
Ⴁეჰემოტი – ზღჳს კამბეჩი.
Ⴁზა – ბზის ხე (Ⴁაია ნახე).
Ⴁზაკუნი – (ებზაკუნება, მიებზაკუნება) უშვერი სლუა (ნახე Ⴑიარულში).
Ⴁზარვა – დახეთქა (ნახე Ⴁძარვა).
Ⴁზარი – თოვლი ყინვისაგან დაბზარული (Ⴇოვლთან ნახე).
Ⴁზე – ნალეწი ძნათა პურისა და ქერისათა.
Ⴁზეწვია – .
Ⴁზიკი – .
Ⴁზინვა – (ბზინავს, ბზინვარებს) ელვარება ჭიქათა, მეტალლთა და მისთანათა.
Ⴁზინვარება
Ⴁზობა – ბაიაობის კჳრა, რომელია დღესასწაული ქრისტეს შესლჳსა Ⴈერუსალიმად.
Ⴁზუვილი – ბუზთ ხმიანობა (ბუზი ბევრი ბზუვის, ფუტკართან ყველა ტყუვის).
Ⴁია – გარეული წურილი კომში.
Ⴁიბილო – თავთა და ყბათა ქვეშე მფრინველთასა ამოსული ხორცი წითლად სავარცხელივით.
Ⴁიბინი – (ბიბინებს) ქარისაგან მოძრავობით ფერდფერადობა მდელოთა.
Ⴁივრილი, ბივრიტი, ბერილოსი, ბერილიონი, ბერილჳონი – ცისფერი თუალი ზღუათა შინა პოვებული.
Ⴁიზი – მოკლე პალო მიწაში დასარჭობი სროლით სათამაშო ყრმათა.
Ⴁიზოვანი – თივა აბრეშუმის მსგავსი.
Ⴁილიკი – ვიწრო გასავლელი (ნახე Ⴂზასთან).
Ⴁილწი, პილწი – არაწმინდა, საძაგელი, საზიზღი
Ⴁინა – დანიშნული სადგომი ანუ სამყოფი ადგილი ვისიმე. // Ⴑაფუძველი, ვითარ ამ საქმეს ბინა არა აქუს.
Ⴁინიანი – საფუძვლიანი.
Ⴁინდი – შეღამება, დღის დასასრული და ღამის შემოსლვა.
Ⴁინძური – ნებსით მცონარი.
Ⴁიჟიკი და ბიჟინა – ირმის ნუკრთ სახელი და ხადილი მათი.
Ⴁირება – ვაბირებ) მოცთუნებით მონადირება, მოზიდვა გაძრახება.
Ⴁირილჳონი – ბიროლი (ნახე Ⴁივრილი).
Ⴁირთჳ – მრგუალი ბურთი, ანუ ზარბაზნის გულა.
Ⴁირკი – ოქროს ღილი, ანუ ჭდე.
Ⴁისონი – ძველებურად ქსოვილი რამე ელვარე (Ⴆეზი ნახე). // Ⴑამღუდელთმთავრო შესამოსელი გარედამ.
Ⴁისტი – ფიფანური (ნახე Ⴔოლი).
Ⴁისტი – თუალში ფრჩხილი.
Ⴁიცი – მლაშე მიწა უნაყოფო.
Ⴁიძა – მამისა ანუ დედის ძმა.
Ⴁიწი – მანკიერება, ანუ ნაკლებობა.
Ⴁიჭი – ბოშვი, ბოვში, ბიჭები.
Ⴁიჯება – (ვაბიჯებ) ბიჯის გარდადგმა, ნაბიჯით სიარული.
Ⴁიჯი – ერთის ფეხის გარდადგმა და ნაბიჯი მეორის გარდანცულება რომელ ორივე ერთად შეიქმნას 5 ტერფი ფეხისა, ანუ ერტჳ მხარი, ხოლო ლაჯი ფეხების გაშორებით დგომა ერთს ნაბიჯზედ.