Ⴇანამედროვე Ⴂერმანია. Ⴊექსიკონი - страница 10



Bismarckeiche – მოგრძო ბისკვიტის ტორტი საცხით.

Bi-Zone (ბიზონია) – გაერთიანებული ამერიკული და ინგლისური საოკუპაციო ზონების სახელწოდება 1946—1949 წწ.

ВКА – იხ. Bundeskriminalamt.

Blanke Hans («ბლანკე Ⴠანსი») – ღელვის დროს Ⴙრდილოეთის ზღვის ხატოვანი სახელწოდება.

Blau-Weiß Berlin SpVg («Ⴁლაუ—Ⴅაჲს Ⴁერლინ ႱპႴგ») – საფეხბურთო კლუბი.

Blaue Minna (ლურჯი Ⴋინა) – პატიმრების გადასაყვანი საპოლიციო მანქანა Ⴐურის ოლქში (სახელდებულია მანქანის ფერიდან).

Blaue «Umweltengel» (ეკოლოგიური ნიშანი «Ⴊურჯი ანგელოზი») საქონლის სიმბოლო, რომელიც დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების საფუძველზე, უხმაურო დაზგებზე და ხელსაწყოებზე.

Blauer Brief (ლურჯი წერილი) – 1. შეტყობინება სამსახურიდან დათხოვნაზე ან გადადგომაზე; 2. წერილი სკოლიდან მშობლებს მოწაფის ჩამორჩენაზე ან ცუდ ყოფაქცევაზე.

Blauer Heinrich (ლურჯი Ⴠენრიხი) – 1. ჯარ., ჟრგ. უჩენჩო ქერის ფაფა; 2. სალ. მოხდილი რძე.

Blauer Peter (ლურჯი Ⴎეტერი) – საზ. ჟრგ. სასიგნალო ალამი გემზე, რომელიც აღიმართება საალმე ჭოკზე გემის ნავსადგურიდან გასვლის 24 საათით ადრე (სახელდებულია ალმის ფერისგან).

Blaupunkt («Ⴁლაუპუნქტი») – რადიოსაქონლის გამომშვებ ფირმა Blaupunkt Werke GmbH—ს სავაჭრო ნიშანი.

Bleisoldaten (კალის ჯარისკაცები) – კალისგან დამზადებული ჯარისკაცების პატარა სათამაშო ფიგურები; ხშირად აგროვებენ კოლექციად.

Blinder Hund (ბლინდერ ჰუნდ / ბრმა ძაღლი) — სალ. ყავა ურძეოდ.

Blockade der Westsektoren Berlins («Ⴁერლინის დასავლეთის სექტორების ბლოკადა») – იხ. Berlin-Krise.

Blohm & Voß AG («Ⴁლომ უნდ Ⴔოსს ႠႢ») – ერთ—ერთი უმსხვილესი გემთსამშენებლო ფირმა; დაარსებულია 1877 წ. Ⴠამბურგში.

Blumenstadt Erfurt (ყვავილების ქალაქი Ⴄრფურტი) – ქ. Ⴄრფურტის სახელწოდება; აქ ყოველწლიურად ტარდება მებაღეობის საერთაშორისო გამოფენა ႨႢႠ.

BMW (შემ. Bayerische Motorenwerke AG—დან) (ႡႫႥ «Ⴁაჲრიშე მოტორენვერკე ႠႢ», Ⴋჲუნხენი) – ერთ—ერთი უმსხვილესი საავტომობილო ფირმა, დაარსებული 1916 წ. Ⴋჲუნხენში, სადაც არსებობს BMW-Museum—იც, მიძღვნილი სახელგანთქმულ ავტომობილსადმი.

BND (ႡႬႣ) – იხ. Bundesnachrichtendienst.

Bochum (Ⴁოხუმი) – ქალაქი Ⴙრდილოეთ Ⴐაჲნ—Ⴅესტფალიის მხარეში; 410 ათასი მაცხოვრებელი; მანქანათმშენებლობა, ელექტრო— და ქიმიური მრეწველობები; სატრანსპორტო კვანძი; უნივერსიტეტი, ობსერვატორია; დრამატული თეატრი.

Bochum VfL («Ⴁოხუმ ႴႴႪ») – Ⴁუნდესლიგის უმაღლესი დივიზიონის საფეხბურთო კლუბი; დაარსებულია 1848 წ.

Bockbier (ბოკბირი) – მაგარი ლუდი, რომელსაც აწარმოებენ ძირითადად Ⴁავარიაში.

Bockwurst (ბოკვურსტი) – ცხელი სარდელი, რომელსაც მიირთმევენ ლუდ Bockbier—თან ერთად; ტრადიციული კერძი Ⴋაცხოვრის Ⴑხეულის Ⴃღესასწაულის დროს.

Bode-Museum («Ⴁოდე—Ⴋუზეუმი») – Ⴁერლინის ერთ—ერთი მუზეუმი; აშენებულია 1897—1904 წწ. არქიტექტორ Ⴈნეს მიერ; ატარებს თავისი დამაარსებლის Ⴅ. ფონ Ⴁოდეს სახელს; მუზეუმში არის განყოფილებები: ეგვიპტური, ადრექრისტიანულ—ბიზანტიური, დართული ხელოვნების; გერმანული ფერწერული და საქანდაკო ნაწარმოებების კრებული.

Bodensee (Ⴁოდენის თბა) – ერთ—ერთი უმსხვილესი და უმშვენიერესი ტბა Ⴀლპებისწინეთში Ⴂერმანიის, Ⴀვსტრიის და Ⴘვეჲცარიის საზღვარზე ზღვის დონიდან 395 მ.; მას უწოდებენ აგრეთვე Ⴘვაბურ ზღვას (das Schwabische Meer); ტბის ფართობი 538,5 კვ. კმ., სიგრძე 63,5 კმ., სიგანე 14 კმ., სიღრმე 252 მ.; ტბის ნაპირებზე მდებარეობენ ქალაქები: Ⴔრიდრიხსჰაფენი (Ⴂერმანია), Ⴐორშახი (Ⴘვეჲცარია), Ⴁრეგენცი (Ⴀვსტრია).

Bodenwerder (Ⴁოდენვერდერი) – ქალაქი მდინარე Ⴅერდერზე, Ⴋჲუნხჰაუზენის ქალაქი; ბარონი Ⴋჲუნხჰაუზენი – ომში და ნადირობაზე ფანტასტიკური თავგადასავლების და წარმოუდგენელი შემთხვევების მოთხრობების გმირი; მოთხრობების ციკლის «Vademecum für lustige Leute» ავტორად ითვლება ერთ—ერთი ქვემოსაქსონიური გვარის წარმომადგენელი Ⴉარლ Ⴈერონიმ Ⴔრიდრიხ Ⴋჲუნხჰაუზენი (1720—1797 წწ.); მისი მოთხრობები გამოცემული იყო ჯერ ინგლისურ ენაზე, მაგრამ შემდგომ Ⴂოტფრიდ Ⴁჲურგერმა ხელმეორედ გადმოთარგმნა გერმანულ ენაზე და გამოსცა უსახელოდ სათაურით: «Ⴁარონ Ⴋჲუნხჰაუზენის სასწაულებრივი მოგზაურობები ზღვაზე და ხმელეთზე და მხიარული თავგადასავლებები»; Ⴋჲუნხჰაუზენის სახელი გახდა საზოგადო და იხმარება «მატყუარას», «მკვეხარას» მნიშვნელობით; ქალაქში არის შადრევანი «Münchhausen-Brunnen»; ყოველწლიურად მაისიდან ოქტომბრამდე ქალაქში მიმდინარეობს Münchhausenspiele.