Ⴇანამედროვე Ⴂერმანია. Ⴊექსიკონი - страница 12
Branntwein (ბრანტვაჲნი) – მაგარი ალკოჰოლური სასმელი; ცნობილია 1500 წლიდან.
Bratwurst – შემწვარი ძეხვი.
Braunschweig (Ⴁრაუნშვაჲგი) – ქალაქი ფედერალურ მხარეში Ⴕვემო Ⴑაქსონია; 259 ათასი მაცხოვრებელი; აქ აწარმოებენ მსოფლიოში ცნობილ ფოტოაპარატებს «Ⴐოლაჲ» (Rollei-Kameras) და პიანინოს «Ⴘიმელ» (die Schimmel-Pianos); უნივერსიტეტი (11 ს.), რომანული ტაძარი (12 ს.). Ⴠერცოგ Ⴀნტონ Ⴓლრიხის სახელობის მუზეუმი უძველესია Ⴄვროპაში.
Braunschweiger Zeitung («Ⴁრაუნშვაჲგერ Ⴚაჲტუნგი») – ყოველდღიური გაზეთი, რომელიც გამოდის ქ. Ⴁრაუნშვაჲგში (Ⴕვემო Ⴑაქსონიის მხარე) ტირაჟით 223 700 ეგზ.
BRD – იხ. Bundesrepublik Deutschland.
Brecht-Theater (Ⴁრეხტის თეატრი) – იხ. Berliner Ensemble.
Breisgau (Ⴁრაჲსგაუ) – გეოგრაფიული ოლქი Ⴁადენ—Ⴅჲურტემბერგის მხარეში.
Bremen (Ⴁრემენი) – 1. Ⴂერმანიის ყველაზე პატარა ფედერალური მხარე; ფართობი 404 კვ. კმ., მოსახლეობის რაოდენობა 685 ათასი მაცხოვრებელი; 2. ქ. Ⴁრემენი – ფედერალური მხარის Ⴁრემენის ადმინისტრაციული ცენტრი, მეორე (Ⴠამბურგის შემდეგ) საზღვაო ნავსადგური მდინარე Ⴅეზერის ქვემო დინებაში; მოსახლეობის რაოდენობა 533 ათასი მაცხოვრებელი; 1358 წ. შევიდა Ⴠანზის Ⴉავშირის შემადგენლობაში; ნედლი ბამბის, თამბაქოს, ბენზინის, ჩაის მსოფლიო ბაზარი; განვითარებულია მანქანათმშენებლობა, გემთმშენებლობა, ავიამშენებლობა, მეტალურგიული, ქიმიური, ხის დამამუშავებელი მრეწველობები; ქალაქის საბაზრო მოედანზე მდებარეობს Ⴜმ. Ⴎეტრეს 11—13 სს. რომანული ტაძარი, რატუშა Ⴀღორძინების ხანის ტრადიციებში და Ⴐოლანდის ქვის ქანდაკება («Bremer Roland») რაინდულ ჯავშანში, მახვილით და ფარით ხელში; იქვე გვერდზე დგას Ⴁრემენელი მუსიკოსების ძეგლი; ქალაქის სხვა ღირსშესანიშნაობებისგან აღსანიშნავია სახელგანთქმული Ⴁეხტერშტრასე ხელოვნების და გამოფენების ცენტრით, Ⴘნოორფირტელის კვარტალი ხელოსნების, ანტიკვარიატით მოვაჭრეების სახლებით და სხვ.
Bremer Grunkohl mit Pinkel (მწვანე კომბოსტო ძეხვით ბრემენულად) – ძეხვი მზადდება ღორის ქონისგან და ბურღულისგან; კარგად შეკაზმულია და შებოლილი.
Bremerhaven (Ⴁრემერჰაფენი) – ქალაქი Ⴁრემენის მხარეში, Ⴁრემენის ავანპორტი მდინარე Ⴅეზერის შესართავში; მოსახლეობა 133 ათასი მაცხოვრებელი; ქვეყნის ერთ—ერთი მთავარი სამგზავრო პორტი, თეზზის ნაზსადგური; განვითარებულია გემთმშენებლობა, თევზგადამამუშავებელი მრეწველობა; საზღვაო არსენალი.
Bremer Vulkan Verband AG («Ⴁრემერ Ⴅულკან ფერბანდ ႠႢ») – ერთერთი უმსხვილესი გემთსამშენებლო კომპანია Ⴂერმანიაში.
Bremische Burgerschaft (Ⴁრემენის საქალაქო საკრებულო) – ქალაქ—მხარე Ⴁრემენის პარლამენტი.
Breslau (Ⴁრესლაუ) – ქალაქი Ⴑილეზიაში; ამჟამად Ⴎოლონეთის შემადგენლობაში.
Briefbombe (წერილი—ბომბი) – წერილი ფეთქებადი მოწყობილობით, რომელსაც უგზავნიან ვინმეს დასახიჩრების მიზნით, შესაშინებლად და ა. შ.; გავრცელდა ბოლო წლებში ტერორისტების გააქტიურების პირობებში.
Brigadegeneral (ბრიგადის გენერალი) – გენერლის წოდება Ⴁუნდესვერში.
Brigitte («Ⴁრიგიტა») – ქალთა პოპულარული ჟურნალი; გამოიცემა Ⴘპრინგერის კონცერნის მიერ.
Brocken (Ⴁროკენი) – უმაღლესი მწვერვალი (1142 მ.) Ⴠარცის მთებში.
Brockhaus («Ⴁროკჰაუსი») – საგამომცემლო ფირმა, დაარსებული Ⴔ. Ⴀ. Ⴁროკჰაუსის მიერ 1805 წ.; 1984 წ. ფირმა «Ⴁიბლიოგრაფიული ინსტიტუტი ႠႢ» -თან გაერთიანების შემდეგ იმყოფება Ⴋანჰაჲმში; უშვებს ენციკლოპედიებს, საცნობარო და სპეციალურ ლიტერატურას.
Brockhaus Friedrich Arnold (Ⴁროკჰაუსი Ⴔრიდრიხ Ⴀრნოლდი, 1772—1823 წწ.) – გამომცემელი, სახელგანთქმული საგამომცემლო ფირმა «Ⴁროკჰაუსის» დამაარსებელი.
Brot für die Welt («Ⴎური მთელს მსოფლიოსათვის») – საქველმოქმედო აქცია, რომელიც ტარდება 1959 წლიდან Ⴘობის წინადღეს ევანგელიკური ეკლესიის მიერ.