Ⴇანამედროვე Ⴂერმანია. Ⴊექსიკონი - страница 19
Deutsche Edelstahlwerke AG («Ⴃოჲჩე ედელშტალვერკე ႠႢ») – მაღალხარისხოვანი ფოლადის წარმოების ქარხანა; დაარსებულია 1921 წ. ქ. Ⴉრეფელდში (Ⴙრდილოეთ Ⴐაჲნ—Ⴅესტფალიის მხარე).
Deutsche Film-AG (DEFA) («Ⴃოჲჩე ფილმაქციენგეზელშაფტ» («ႣႤႴႠ») – კინოსტუდია ყოფილ ႢႣႰ—ში; დაარსებულია 1946 წ. ქ. Ⴁაბელსბერგში Ⴁერლინის მახლობლად.
Deutsche Finanzierungsgesellschaft (Ⴂერმანული დამფინანსებელი საზოგადოება) – საზოგადოება, რომელიც აფინანსებს განვითარებადი სახელმწიფოების ეკონომიკას.
Deutsche Forschungsgemeinschaft (DFG) (Ⴂერმანული მეცნიერულ—კვლევითი საზოგადოება) – Ⴂერმანიის მეცნიერული დაწესებულების გაერთიანება Ⴁად—Ⴂოდესბერგში; დაარსებულია 1920 წ., რეორგანიზებულია 1951 წ.; მისი წევრები არიან უნივერსიტეტები, მეცნიერებათა აკადემია და მეცნიერული საზოგადოებები; სუბსიდირებას აწარმოებენ ფედერალური მთავრობა და მხარეების მთავრობები.
Deutsche Friedens-Union (DFU) (Ⴋშვიდობის გერმანული უავშირი (ႫႢႩ)) – შექმნილია 1960 წ.
Deutsche Gesellschaft für Freizeit (Ⴇავისუფალი დროის ორგანიზაციის გერმანული საზოგადოება) – აწარმოებს ფუნდამენტალურ კვლევებს თავისუფალი დროის ორგანიზაციის სფეროში; დაარსებულია 1971 წ.
Deutsche Gold- und Silber-Scheideanstalt (Degussa) (Ⴍქროს და ვერცხლის მოსაპოვებელი და გამამდიდრებელი საწარმოო («Ⴃეგუსა») – კეთილშობილური ლითონების დამამუშავებელი და ქიმიური საქონლის მაწარმოებელი ფირმა; დაარსებულია 1873 წ. Ⴋაჲნის Ⴔრანკფურტში.
Deutsche Jungdemokraten (DJD / Judo) («Ⴂერმანიის ახალგაზრდა დემოკრატები» / «Ⴂერმანელი ახალგაზრდა დემოკრატები» (ႢႠႣ) – ახალგაზრდული ორგანიზაცია, მიახლოვებული ႧავႣႮ—ან; დაარსებულია 1947 წ.
Deutsche Kommunistische Partei (Ⴂერმანული კომუნისტური პარტია) – ႢႴႰ კომუნისტების პარტია, დაარსებული 1968 წ. Ⴂერმანიის კომუნისტური პარტიის აკრძალვის შემდეგ 1956 წ.
Deutsche Lufthansa AG (DLH) («Ⴊჲუფტჰანზა») – ერთე-რთი წამყვანი საერთაშორისო ავიაკომპანია Ⴂერმანიაში; მისი საჰაერო ფლოტი ითვლის 230 თანამედროვე ავიახომალდს; 1994 წ. პრივატიზებულია.
Deutsche Luftwaffe (Ⴑაჰაერო Ⴛალები / Ⴊუფტვაფე) – Ⴂერმანიის შეჲარაღებული ძალების ერთ-ერთი სახე; შექმნილია 1956 წ.; რაოდენობა 43 ათასი ადამიანი; ამჟამინდელი სარდალი – ႱႻ ინსპექტორი გენერალ—ლეჲტენანტი Ⴉლაუს—Ⴎეტერ Ⴘტიგლიცი (Klaus-Peter Stieglitz); ყოფილი ცნობილი სარდლები – Ⴠერმან Ⴅილჰელმ Ⴂერინგი (Hermann Wilhelm Göring), Ⴐობერტ ფონ Ⴂრეჲმი (Robert von Greim), Ⴀლბერტ Ⴉესელრინგი (Albert Kesselring).
Deutsche Marine (Ⴑაზღვაო Ⴛალები / Ⴋარინე) – Ⴂერმანიის შეჲარაღებული ძალების ერთ-ერთი სახე; შექმნილია 1956 წ.; რაოდენობა 19 ათასი ადამიანი; ამჟამინდელი სარდალი – ႱႻ ინსპექტორი ვიცე—ადმირალი Ⴅოლფგანგ Ⴌოლტინგი (Wolfgang Nolting); ყოფილი ცნობილი სარდლები – Ⴀლფრედ ფონ Ⴒირპიტცი (Alfred von Tirpitz), Ⴄრიხ Ⴐედერი (Erich Raeder), Ⴉარლ Ⴃჲონიცი (Karl Dönitz).
Deutsche Mark (DM) (გერმანული მარკა) – Ⴂერმანიის ფულადი ერთეული; ერთ-ერთი სტაბილური ვალუტა ევროპულ სავალუტო სისტემაში; 1 DM = 100 Pfennig; 2001 წ. 1 იანვრიდან გამოვიდა მიმოქცევიდან, და დაუთმო ადგილი სრულიადევროპულ ვალუტას ႤႥႰႭ—ს.
Deutsche Maschinenfabrik Aktiengesellschaft («Ⴃოჲჩე მაშინენფაბრიკ ႠႢ») – Ⴂერმანიის უმსხვილესი მანქანათსამშენებლო კონცერნი.
Deutsche Michel (გერმანელი Ⴋიხელი) – გერმანელების ხუმრობითი—ირონიული მეტსახელი.
Deutsche National-Zeitung («Ⴃოჲჩე ნაციონალ—ცაჲტუნგი») – ყოველდღიური გაზეთი; გამოდის Ⴋჲუნხენში 1951 წლიდან.
Deutsche Oper Berlin (Ⴂერმანული ოპერა (Ⴁერლინი) – ომის შემდეგ Ⴁერლინის კედელის დაცემამდე იგი იყო Ⴃასავლეთ Ⴁერლინის ერთადერთი თეატრი, რომელშიც გამოდიოდნენ საერთაშორისო კლასის მსახიობები.