Ⴇანამედროვე Ⴂერმანია. Ⴊექსიკონი - страница 20



Deutsche Partei (DP) (Ⴂერმანული პარტია) – კონსერვატიული პოლიტიკური პარტია, დაარსებული 1945 წ. სახელწოდებით Ⴕვემოსაქსონიის სამხარეო პარტია; 1947 წ. მიიღო სახელწოდება Ⴂერმანული პარტია; 1961 წ. გაზაფხულზე შეუერთდა Ⴑრულიადგერმანულ ბლოკს და შეიქმნა Ⴑრულიადგერმანული პარტია.

Deutsche Presse-Agentur (DPA) («Ⴃოჲჩე Ⴎრესე—აგენტურ» (ႣႮႠ) – საინფორმაციო სააგენტო, დაარსებული 1949 წ. Ⴠამბურგში.

Deutsche Reichsbahn (DR) (Ⴂერმანიის საიმპერიო რკინის გზები) – სახელმწიფო რკინის გზების გაერთიანება, დაარსებული 1920 წ.; მე—2 Ⴋსოფლიო ომის შემდეგ ყოფილ ႢႣႰ—ში შეინარჩუნა თავისი სახელწოდება; ႢႴႰ—ში გადაარქვეს «Ⴁუნდესბან» -ად; 1994 წლიდან с 1994 г. «Ⴃოჲჩე ბან ႠႢ» —ს შემადგენლობაში.

Deutsche Reichspartei (DRP) (Ⴂერმანიის საიმპერიო პარტია) – შეიქმნა ႢႴႰ 1950 წ.; 1964 წ. სხვა პარტიებთან ერთად შავიდა ႤႢႮ—ს შემადგენლობაში.

Deutsche Sprache (გერმანული ენა) – განეკუთვნება ინდოევროპული ენების დასავლურ (გერმანულ) ჯგუფს; გავრცელებულია Ⴂერმანიაში, Ⴀვსტრიაში, Ⴘვეჲცარიაში, Ⴊიხტენშტაჲნში, Ⴊჲუქსემბურგში, Ⴄლზასში, Ⴊოტარინგიაში, Ⴑამხრეთ Ⴒიროლში და აგრეთვე ზოგიერთ სხვა ქვეყანაში; თავისი ფონეტიკური თავისებურებებით გერმანულ ენაში Ⴂერმანიაში განირჩევა დიალექტების ორი დიდი ჯგუფი: ზემოგერმანული და ქვემოგარმანული; ენის განვითარებაში განირჩევა შემდეგი პერიოდები: ძველზემოგერმანული (Althochdeutsch) და ქვემოგერმანული დიალექტებისათვის ძველსაქსონური (Altsachsisch) – 8—11 სს.; შუაზემოგერმანული (Mittelhochdeutsch / Mittelniederdeutsch) – 11—14 სს.; ადრეზემოგერმანული (Fruhneuhochdeutsch) – 14—16 სს. და თანამედროვე გერმანული ანუ ახალზემოგერმანული (Neuhochdeutsch / Neuniederdeutsch); ლიტერატურული გერმანული ენა ჩამოყალიბდა 16—18 სს. Ⴘუა Ⴂერმანიის დიალექტების საფუძველზე, მაგრამ დიალექტური სხვაობანი სალაპარაკო ენაში, განსაკუთრებით ზემო— და ქვემოგერმანულ დიალექტებს შორის, შეიმჩნევა ეხლაც; დანარჩენ გერმანულენოვან ქვეყნებში არსებობს გერმანული ლიტერატურული ენის თავისი ვარიანტები ადგილობრივი დიალექტებით.

Deutsche Staatsoper Unter den Linden (Ⴂერმანიის სახელმწიფო ოპერა «Ⴓნტერ დენ Ⴊინდენი») – მუსიკალური თეატრი Ⴁერლინში; შენობა აშენებულია 1742 წ. პრუსიული კლასიციზმის სტილში; მე—2 Ⴋსოფლიო ომის დროს დაზიანდა და იყო აღდგენილი 1951—1955 წწ.; ითვლება მსოფლიოს წამყვან საოპერო თეატრად.

Deutsche Telekom AG – იხ. TELEKOM.

Deutsche Volkszeitung (DVZ) («Ⴃოჲჩე ფოლკსცაჲტუნგი») – ყოველკვირეული გაზეთი, გამომავალი Ⴃჲუსელდორფში; დაარსებულია 1953 წ. Ⴉ. Ⴈ. Ⴅირტის მიერ.

Deutsche Weinstraße (Ⴃოჲჩე ვაჲნშტრასე) – ხატოვანი სახელწოდება Ⴆემორაჲნის ზეგანზე Ⴎფალცის Ⴒყის ძირში მდებარე მხარისა, რომელშიც არსებობს ყურძნის მოსაყვანად ხელსაყრელი კლიმატური პირობები.

Deutsche Welle («Ⴂერმანული ტალღა») – ფედერალური მნიშვნელობის რადიოსადგერი; აწარმოებს მაუწყებლობას უცხოეთისთვის; აცნობს რადიომსმენელებს Ⴂერმანიის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებას; შექმნილია 1953 წ. Ⴉჲოლნში.

Deutsche Werft AG («Ⴃოჲჩე ვერფტ ႠႢ») – გემთსამშენებლო ფირმა, დაარსებული 1918 წ. Ⴠამბურგში; 1968 წ. შევიდა «Ⴞოვალდტსვერკე Ⴃოჲჩე ვერფტ ႠႢ Ⴠამბურგ უნდ Ⴉილ» -ის შემადგენლობაში.

Deutsche Wiedervereinigung (Ⴂერმანიის კვლავ გაერთიანება) – ႢႣႰ და ႢႴႰ გაერთიანება ერთ სახელმწიფოდ; ოფიციალურად ეს მოხდა 1990 წ. 3 ოქტომბერს 00 საათზე Ⴁერლინში 1990 წ. 31 აგვისტოს ხელმოწერილ «Ⴑახელმწიფოებრივი ერთიანრბის აღდგენის ხელშეკრულების» საფუძველზე.

Deutsche Wirtschaftskommission (DWK) (Ⴂერმანიის ეკონომიური კომისია) – შეიქმნა 1947 წ. 4 ივნისს ოკუპაციის საბჭოთა ზონაში.

Deutsche Wochen-Zeitung («Ⴃოჲჩე ვოხენ—ცაჲტუნგ») – ყოველკვირეული გაზეთი, ႤႣႮ ორგანო; გამოდის 1959 წ. Ⴠანოვერში.