Ⴇანამედროვე Ⴂერმანია. Ⴊექსიკონი - страница 22
Deutsches Heer (Ⴑახმელეთო Ⴟარები / Ⴠეერ) – Ⴂერმანიის შეჲარაღებული ძალების ერთ-ერთი სახე; შექმნილია 1955 წ.; რაოდენობა 189 ათასი ადამიანი; ოფიციალური ფერები: ლურჯი, რუხი და თეთრი; ამჟამინდელი სარდალი – გენერალ—ლეჲტენანტი Ⴠანს—Ⴍტო Ⴁუდე (Hans-Otto Budde); ყოფილი ცნობილი სარდლები – Ⴄრვინ Ⴐომელი (Erwin Rommel), Ⴄრიხ ფონ Ⴋანშტაჲნი (Erich von Mannstein), Ⴅილჰელმ Ⴉაჲტელი (Wilhelm Keitel);.
Deutsches Museum von Meisterwerken der Natur und der Technik (Ⴁუნებისმეტყველების და ტექნიკის გამოჩენილი მიღწევების გერმანული მუზეუმი) – იმყოფება Ⴋჲუნხენში; მასში შეგროვილია ტექნიკის უდიდესი კოლექცია.
Deutsches Nationaltheater (Ⴂერმანული ეროვნული თეატრი) – უძველესი თეატრი Ⴠამბურგში.
Deutsches Rom (გერმანული Ⴐომი) – Ⴋჲუნხენის ხატოვანი სახელწოდება.
Deutsches Schayspielhaus (Ⴂერმანული დრამატული თეატრი) – დაარსებულია 1767 წ. Ⴠამბურგში; აგრძელებს გერმანული ეროვნული თეატრის ტრადიციებს, რომელიც დაკავშირებულია Ⴂანათლების ეპოქის დრამატურგის და ხელოვნების თეორეტიკოსის Ⴂოტხოლდ Ⴄფრაიმ Ⴊესინგის (1729—1781 წწ.) სახელთან; 1767—1769 წწ. Ⴊესინგმა დაწერა თავისი ცნობილი «Ⴠამბურგის დრამატურგია».
Deutsches Schifffahrtsmuseum (Ⴌაოსნობის გერმანული მუზეუმი) – Ⴁრემერჰაფენში.
Deutsche Staatsoper (Ⴂერმანული სახელმწიფო ოპერა) – მუსიკალური თეატრი Ⴁერლინში; 1918 წლამდე Ⴑამეფო ოპერა.
Deutsches Theater (Berlin) (Ⴂერმანული თეატრი (Ⴁერლინი) – დაარსებულია 1883 წ.; Ⴁერლინის წამყვანი დრამატული თეატრი; 1905—1933 წწ. თეატრის სათავეში იდგა Ⴋ. Ⴐაჲნჰარდტი; 1980—1990 წწ. დრამატურგის და რეჟისორის Ⴠაჲნერ Ⴋჲულერის (Heiner Müller, 1929—1995 წწ.) დადგმები.
Deutsches Theatermuseum (Ⴂერმანული თეატრის მუზეუმი) – იმყოფება Ⴋჲუნხენში; ადრე მსახიობ Ⴉლარა Ⴚიგლერის ფონდი; თეატრის ისტორიის კოლექცია, ბიბლიოთეკა და არქივი.
Deutsches Wirtschaftswunder (გერმანული ეკონომიური სასწაულება) – 50—60-ნი წწ. Ⴂერმანიის სწრაფი ეკონომიკური განვითარება.
Deutschland (Ⴂერმანია) – იხ. Bundesrepublick Deutschland.
«Deutschland, Deutschland über alles» – იხ. Deutschlandlied
Deutschlandfunk (DLF) (Ⴂერმანიის რადიო) – Ⴂერმანიის სახელმწფო რადიოსადგური Ⴙრდილოეთ Ⴐაჲნ—Ⴅესტფალიის მხარის ქალაქ Ⴉჲოლნში.
Deutschlandlied («Ⴃოჲჩლანდლიდ», «Ⴂერმანიის სიმღერა») – სიმღერა «Ⴂერმანია, Ⴂერმანია უპირველეს ყოვლისა…» -ს სახელწოდება («Deutschland, Deutschland über alles»); Ⴠენრიხ Ⴠოფმან ფონ Ⴔალერსლებენის (Н. Hoffmann von Fallersleben) სიტყვები; 1781 წ. დადებული Ⴈ. Ⴂ. Ⴠაჲდნის (J. Haydn) მუსიკაზე, 1922 წ. იგი გახდა სახელმწიფო ჰიმნად; 1952 წლიდან სახელმწიფო ჰიმნის სახით სრულდება მესამე სტროფი:
Einigkeit und Recht und Freiheit
für das deutsche Vaterland!
Danach lasst uns alle streben
bruderlich mit Herz und Hand!
Einigkeit und Recht und Freiheit
sind des Gluckes Unterpfand
Blüh im Glanze dieses Gluckes,
bluhe, deutsches Vaterland!
Deutschlands grünes Herz (Ⴂერმანიის მწვანე გული) – მხარე Ⴒჲურინგიის ხატოვანი სახელწოდება.
Deutschland-Union-Dienst («Ⴃოჲჩლანდ უნიონ დინსტ») – ყოველდღიური საინფორმაციო ბიულეტენი; 1946 წლიდან Ⴁონში გამოსცემს ႵႣႩ—ის საინფორმაციო სამსახური.
DFG / VK – იხ. Deutsche Friedensgesellschaft / Vereinigte Kriegsdienstgegner.
DFU (ႫႢႩ) – см. Deutsche Friedens-Union.
Diamantene Hochzeit (ბრილიანტის ქორწილი) – შეუღლების სამოცი წლისთავის ჲუბილე.
Diaphangeschirr – ჭურჭელი ფერადი (გამჭვირვალე) მინისგან.
Dickzuckerfrüchte (მოშაქრული ხილი) – ხილი, დაფარული გამდნარი შაქრის ფენით; იხმარება გამზადებული კერძების დასამშვენებლად.
Die Drei («Ⴃი Ⴃრაჲ») – გამომცემლობა და ყოველთვიური ჟურნალი (Ⴋაჲნის Ⴔრანკფურტი).