Ⴇანამედროვე Ⴂერმანია. Ⴊექსიკონი - страница 24
Drei (სამიანი) – სასკოლო ნიშანი «დამაკმაყოფილებელი» («befriedigend»); დაახლოვებით შეესაბამება ნიშან «3» ქართულ სკოლებში.
Dreifaltigkeitskirche – Ⴜმინდა Ⴑამების ეკლესია Ⴀახენში.
Dreigliedigkeit der Schule (სამწევრიანი სასკოლო სისტემა) – Ⴂერმანიის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების სტრუქტურა, რომელშიც დაწყებითი სკოლიდან გამოდის გამაგრძელებელი სკოლების სამი შტო: სახალხო (მთავარი) სკოლა, არასრული საშუალო (რეალური) სკოლა და გიმნაზია.
Dreiemigkeit(Heilige) (Ⴜმინდა) Ⴑამება) – Ⴖმერთის სამება: Ⴖმერთი—Ⴋამა, Ⴖმერთი—Ⴛე, Ⴖმერთი—Ⴑული Ⴜმინდა.
Dreiemigkeitsfest Dreifaltigkeitsonntag – Ⴑამების Ⴃღესასწაული.
Dreikonigsfest / Dreikonigstag (Ⴑამი ხელმწიფის დღესასწაული, Ⴑამი ბრძენის დღე) – დღესასწაული სამი აღმოსავლელი ბრძენის, Ⴋელქიორის, Ⴉასპარის და Ⴁალტაზარის, რომლებიც მოვიდნენ Ⴀღმოსავლეთიდან Ⴁეთლემში; დღესასწაული აერთიანებს ბრძნების მოსვლას ახლადშობილ Ⴕრისტესთან, Ⴕრისტეს მონათვლას მდინარე Ⴈორდანზე და Ⴖვთის გამოცხადებას; აღინიშნება 6 იანვარს; ამ დღეს «საშობაო ბაგაში» დგავენ «წმინდა მეფეების» სამ ფიგურას და «დადიან ვარსკვლავის უკან», «ვარსკვლავიანი მომღერლები» (Sternsinger) კი თეთრ თავსაბურავებში გვირგვინებით თავზე ასრულებენ სიმღერებს ბედნიერი ახალი წლის სურვილებით.
Dreikönigstreffen – Ⴇავისუფალი დემოკრატიული პარტიის წევრების ტრადიციული შეხვედრა Ⴁადენ—Ⴅჲურტემბერგში Ⴑამი ხელმწიფის დღესასწაულის დღეს (6 იანვარი).
Dresden (Ⴃრეზდენი) – Ⴑაქსონიის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი მდინარე Ⴄლბაზე; Ⴂერმანიის ულამაზესი ქალაქი; 501 ათასი მაცხოვრებელი; განვითარებულია მანქანათმშენებლობა, ქიმიურ—ფარმაცეფტული, პოლიგრაფიული, ავეჯის, საფეიქრო, კვების მრეწველობები; Ⴁირთვული კვლევების ცენტრი, Ⴒექნიკური უნივერსიტეტი; 15—18 სს. მრავალრიცხოვანი არქიტექტურული ძეგლები, სასახლეების ანსამბლები ბაროკოს სტილში: Ⴚვინგერი (1711—1722 წწ.), სადაც განლაგებულია Ⴃრეზდენის მხატვრული გალერეა, ფაიფურის მუზეუმი და სასასახლო—საპარკო კომპლექსი Ⴎილნიცი (1720—1724 წწ.); ოპერის თეატრი (Semper-Oper); «Ⴂრჲუნეს Ⴂევჲოლბე» – Ⴑაქსონიის კურფჲურსტების საგანძურის კოლექცია.
Dresdner 98 SC («Ⴃრეზდნერ 98 ႱႩ») – Ⴂერმანიის ჩემპიონატის რეგიონალურ ლიგა «Ⴙრდილოეთის» საფეხბურთო კლუბი.
Dresdner Bank AG («Ⴃრეზდნერ Ⴁანკ ႠႢ») – Ⴂერმანიის უმსხვილესი საბანკო კონცერნი; დაარსებულია 1872 წ. Ⴃრეზდენში; მთავარი კანტორა Ⴋაჲნის Ⴔრანკფურტში.
Dresdner Christstollen (დრეზდენული საშობაო კეკსი) – ჩამიჩით, ნუშით, ფორთოხლის დაშაქრული ქერქებით.
Dresdner Gemaldegalerie (Ⴃრეზდენის სამხატვრო გალერეა) – დაარსებულია 1560 წ. როგორც საქსონელი კურფჲურსტების სასახლის კრებული; ფერცერის უმსხვილესი კრებული მსოფლიოში; ძველი და ახალი ევროპელი ოსტატების ნაწარმოებები (Ⴐაფაელი, Ⴟორჯონე, Ⴀ. Ⴃჲურერი, Ⴊ. Ⴉრანახი Ⴓფროსი და სხვ.); Ⴛველი ოსტატების გალერეა მდებარეობს Ⴚვინგერში, მის აღმოსავლეთ ფრთაში, რომელიც აშენებულია 1847—1854 წწ. Ⴂ. Ⴆემპერის პროექტით; ითვლის Ⴂერმანიის, Ⴔლანდრიის, Ⴠოლანდიის, Ⴑაფრანგეთის, Ⴈტალიის მხატვრების 2 000 ტილოს; Ⴀხალი ოსტატების გალერეა მდებარეობს Ⴀლბერტინუმში; აქ ფართოდაა წარმოდგენილი 19—20 სს. ევროპული სამხატვრო სკოლები.
Dr. Habil (ლათ. Doctor habilitatus—იდან) (დოქტორი დოცენტურით) —დოქტორი, რომელმაც მიიღოუნივერსიტეტში სწავლების უფლება (დოცენტურა) სადოქტორო დისერტაციის დაცვის შემდეგ.
Dr. H. С. (ლათ. Doctor honoris causa—დან) (საპატიო დოქტორი) — იხ. Doktor ehrenhalber.
Dr.-Ing. H. с. Ferdinand Porsche KG – იხ. Porsche KG.
Droemersche Verlagsanstalt Th. Knaur Nachf. («Ⴃრჲომერშე ფერლაგსანშტალტ Ⴒ. Ⴉნაურ») – გამომცემლობა, დაარსებული 1901 წ. Ⴁერლინში; 1949 წლიდან Ⴋჲუნხენში; გამოსცემს საცნობარო—ენციკლოპედიურ ლიტერატურას.