Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - страница 16



Ⴁრყვილი – იხილე Ⴁრგჳლი.

Ⴁრუ – თავის ტრიალი და თუალთ არევა (ნახე Ⴇავბრუ), თავსბრუ დაესხა.

Ⴁრუნება – (ვაბრუინებ) ტრიალება, მიმოქცევა.

Ⴁრუნვა – (ვბრუნავ) ტრიალი

Ⴁრუნვა – ღრამმატიკულად ცუალება სახელთა და სხ.

Ⴁრუჟი – ძალა სასმელთა.

Ⴁრუტიანი და ბრუციანი – მარღი, თუალით შორს ვერ გამრჩევი.

Ⴁრძანება – (ვბრძანებ) თქმა ან თქმული უაღრესისა.

Ⴁრძანება – (ჰბრძანდების) ითქმის უაღრესთათჳს ნაცულად არს, ჰგიეს, იმყოფება და სხ. ამის გამო იშვიათად იხმარების 1 პირსა შინა, ამას სხვადასხვად განავითარებენ ზედდადებულნი მარცვალნი ვითარ: მობრძანება, დაბრძანება, წაბრძანება და სხ., ხოლო უმცროსთათჳს იხმარების ლექსი ხლება, ახლავს (ნახე Ⴋუნ).

Ⴁრძენი – ფრიად გონიერი, ანუ მეცნიერი.

Ⴁრძმედი – მეტალლთ სადნობი ქურა.

Ⴁრძოლა – დიდი შუღლი, ომიანობა. (ვიბრძვი, ვებრძვი, ვჰბრძავ) შებმა.

Ⴁრძვილი – წყლული, ანუ დაკოდილობა, ჭრილობა.

Ⴁრწკალი, პრწკალი – თხლად ანახლეჩი მეტალლისა, ხისა და მისთანათა.

Ⴁრწამლი, ბურწუმელი – ეკალი, ღიჭი.

Ⴁრწყინვა – (ჰბრწყინავს) ელუარება, ნათება (Ⴁრკიალი ნახე). [Ⴁრკიალებისაგან მოდის ეს სიტყვა, ხოლო ბრკიალება – იალ-ციალისაგან.]

Ⴁრწყინუალე – ელუარე, ბზინუარე, ანუ ნათლის ფერი.

Ⴁრჭალი – გაშლილი ხელის ნები მცირედ თითების მოკაკვით დასაჭერად რისამე, მაგალითად, რომელსა (ღმერთსა) გიპრყრიეს ქუეყანა ბრჭალითა, სძლის პირის ხმა. // Ⴆოგგან ფეხის ჩონჩხი. // Ⴒოტი კლანჭიანთა ცხოველთა.

Ⴁრჭობა, ბრჭუალი – (ნახე Ⴁჭობა) ბჭუალი.

Ⴁრჯა – დადგმული ზვინი ძნათა, ძნეული.

Ⴁრჯგუ – გვიან მოქმედი, ანუ გონებით მძიმე. // Ⴌიშანი ასოსა უ პროსოდიასა შინა.

Ⴁრჯენა – (ვიბრჯენ, ვებრჯინები) სლუაში არგანის ხმარება, ანუ დგომაში მას ზედა დანდობა.

Ⴁტყვნა – (ვბტყვნი).

Ⴁუ, ბუვი – თავდიდი მფრინველი ღამისა.

Ⴁუბკა – წყალში გაქნილი და მოდუღებული ფქვილისა ან სახამებლის ფაფა, ხმარებული წიგნის მკურელთაგან დასაკერებლად ქაღალდებისა და სხ.

Ⴁუბუნი – Ⴂუგუნი ნახე

Ⴁუგვა – Ⴃაბუგვა ნახე

Ⴁუგრი – მომსრველი. // Ⴉარაბადინში ეწოდების მსხმოთა მუწუკთა, ვითარ კუავილსა, წითელასა და სხ.

Ⴁუდე – მფრინველთ ბუნაგი, ანუ ნადირთ ჩიბე. // Ⴘალითა წიგნთა, ანუ თვალთა პატიოსანთა და მისთანათა შთასადებელი. // Ⴞილთა და კერკთ ჩენჩო, ანუ წენგო. // Ⴕუთუთო თუალთა. // Ⴕარქაში საჭურველთა.

Ⴁუდეშური – ყურძენი გრძელ მარცულიანი (ნახე Ⴗურძენთან).

Ⴁუერი – ბური (ნახე Ⴁორი).

Ⴁუზამკალი, ბუზანკალი, ბუზვი – ხვასტაგთ მკბენარი მწერი.

Ⴁუზი – ბოცომკალი, შავი მწერი.

Ⴁუზღუნი – (ვბუზღუნებ) დრტჳნვა, მურმური, ჩუმად სამდურავის ლაპარაკი, ბუდბუდი, ბუტბუტი.

Ⴁუკი – რქის ნაღარა, ნობათი, ტაბლაკი.

Ⴁუკობა – ბუკით თემთ შემოკრება, ბუკტაბლაკობა.

Ⴁუკიოტი, ბუკნაწო – პატარა ბუ

Ⴁუკტაბლაკობა – კურა, ცემა ბუკთა და ტაბლაკთა.

Ⴁულბული – ვარდის ჩიტი, ხმაშვენიერი, იადონი.

Ⴁულული – მაგოლი, თივის ხელეული.

Ⴁუმბერაზი – [მუბერაზი] გმირი. ძლიერი, თავისთავ მებრძოლი.

Ⴁუმბული – გერმა, ფრინველთ ნაკრტენი.

Ⴁუნაგი, ბუნაკი – ნადირთა, ანუ თევზთა სადგური ბუდე.

Ⴁუნება – ძალი მოქმედებითი თჳთოეულისა არსისა. // Ⴜესი ბუნებისა დაცვული ყოველთავე ქმნილთა შორის. // Ⴇჳსება, თჳთება, მოდგმა.

Ⴁუნებითი – განთჳსებული, განკუთნვილი ბუნებისად.

Ⴁუნი – ტარიშუბისა ანუ იარაღთა ხელთსაქმარისათა.

Ⴁუნიკი და ბურნუკი – სათიხარი, ხმლის ქარქაშის ბოლო.

Ⴁუნიობა – დღე-ღამის გასწორება მარტსა სეკდემბერსა შინა, მოიქცეს რა მზე იუნისს საზამთროდ და დეკემბერს საზაფხულოდ, მას ჰქვიან ნაბუნიობი.

Ⴁუჟი ან ბრუჟი – ნახე Ⴃაბუჟება, Ⴃაბუშება.

Ⴁუჟღენდი წითლის საღებავის ჭია.

Ⴁურანი – მსუბუქი ძილი და მოლანდება საფიქრებელისა რისმე.

Ⴁურაული – მწყაზარი ქორი, შავსა და წითელს საშუალი.

Ⴁურახი – ბოზა ფეტჳსა, ქერისა და მისთანათა.

Ⴁურბურა – ნედლი ქარქვეტი.

Ⴁურბუშელა – გოქშო.

Ⴁურდო – ფეტვის ნალეწი, ანუ ბზის მტვერი (ვიეთნიმე ხმარობენ დურდოს მაგიერადაც).