Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - страница 22



Ⴂამჩენი – დამბადებელი, შემოქმედი.

Ⴂამცემელი – (ნახე Ⴂანმცემელი), გამცემი, უხვი.

Ⴂამძლე – მაგარი, არა მსწრაფლ გასაცვეთი ან წასახდენი.

Ⴂამჭჳრვალი – რასაცა საშუალ განვლის სინათლე, ვითარ ჭიქა, ბროლი და მისთანანი.

Ⴂამჭრიახი – თავიანი, საქმიანი, დაუცადებელი საქმეში.

Ⴂამხდარი – შექმნილი, გაკეთებული (ნახე Ⴂახდომა) // დამჭლევებული, ხორცდაცვივნული.

Ⴂამხელა, გამხილება – (გავამხელ, გავამხილებ) გააშკარება, გამჟღავნება.

Ⴂან – თანდებული ნათესავობითსა და მოქმედებითსა ბრუნვასა თანა ხმარებული, ხოლო ზმნათა თანა ზედდადებულად // გან იხმარება ზმნისზედათა თანაცა ადგილობითთა, ვითარ: ერთგან, ორგან, ათგან, ზოგგან, სხვაგან, ყოველგან და სხ.

Ⴂანა? – ზმნისზედა კითხჳთი.

Ⴂანაბვა – (გავინაბვი) ჩაჯდომა და უზრავად გება ჟამრავდენმე შიშისაგან.

Ⴂანავალი – სკორე.

Ⴂანათლება – (განვანათლებ) ნათლის მოფენა.

Ⴂანათხოვრება – (გავანათხოვრებ) ნათხოვრის თხოვება.

Ⴂანაპირება – (გავინაპირებ), განკიდურება, განშორება (ნახე Ⴂანკიდურება).

Ⴂანასკვა – (გავნასკუავ) გამონასკვა, ნასკვის შეკურა.

Ⴂანაღა, განაღამცა – ეგრეთ დიაღამც.

Ⴂანაჩენი – წერილით განსამართლებული საქმე, ნახე Ⴜერილთან).

Ⴂანახლება – (განვაახლებ) დაძველებულის გაკეთება, ახლად შექმნა.

Ⴂანბანვა – (განვჰბან, განვიბან) დაბანა ტანისა, განსპეტაკება.

Ⴂანბნევა – (განვაბნევ, განვიბნევი) გაფანტვა, მიმოდაბნევა.

Ⴂანბოროტება – (განვაბოროტებ) განძვინება, ძვირის შემთხვევა.

Ⴂანბრძნობა – (განვაბრძნობ) ზეგარდამო სიბრძნის მოცემა კაცთადმი.

Ⴂანბძარვა – (განვჰბძარავ) დახეთქა, დაგლეჯა, განიბძარა.

Ⴂანბჭობა – (განვაბჭობ) (ნახე Ⴂაბჭობა), გასამართლება.

Ⴂანგაშა – ღავღავი, ჩოჩქოლი, ხრიანცელი ან მიმოდათქმა მრავალთაგან.

Ⴂანგდება – (განვაგდებ) განძება, განხვება.

Ⴂანგებ – გაძრახ, საგანგებოდ.

Ⴂანგება – (განვაგებ) გარიგება, რიგის მიცემა // (განვიგებ) გაგება, ცნობა.

Ⴂანგება, განგებულება – მზრუნველობა ღვთისა დაბადებულთათჳს.

Ⴂანგებიანი – გონებით შორს დამნახველი, დახელოვნებული განგებასა შინა.

Ⴂანგმერა – (განვჰგმერ, განვჰგმირავ)) გმერა, მახვილის გაცმა, განწონა.

Ⴂანგმობა – (განვჰგმობ) გმობილად თქმა, განგდება.

Ⴂანგოზა – (განვჰგოზ, -ზავ) გალესა, განსპეტაკება შენობათა.

Ⴂანგოზილი – გალესილი, შეღებული.

Ⴂანგრაგნა – (განვჰგრაგნი) გახსნა, გაშლა შეგრაგნილისა.

Ⴂანგრძობა – (განვაგრძობ) გაგრძელება საქმისა ანუ სიტყჳსა.

Ⴂანგური – ოთხფერხთ გაცვივნული ბალანი (Ⴇმასთან ნახე).

Ⴂანდგომა – (განვსდგები, განვუდგები) უკუდგომა ანუ ღალატი,.

Ⴂანდგომილი – უკუმდგარი, უარის მყოფელი ანუ მგმობელი.

Ⴂანდევნა – (განვსდევნი) განძება, გაგდება.

Ⴂანდიდება – (განვადიდებ) შესხმა, შემკობა ქებით, დიდებით.

Ⴂანდობა – (გავენდობი) ხვაშიადის მითხრობა.

Ⴂანებიერება —

Ⴂანვითარება – სწავლაში გამოვლა,, განვითარებული, სწავლაში გამოვლილი.

Ⴂანვლა – (განვვლი) წარვლა, თანა წარსლვა, თანაწარხდომა.

Ⴂანვლთობა – (განვევლთი) განდგომა, გაყრა, განლთოლვა.

Ⴂანვრდომა – (განვვარდები) განხვება, განდგომა.

Ⴂანვრცელება

Ⴂანვრცობა – (განვავრცობ) განფართოება.

Ⴂანზავება – (განვაზავებ) აღზავება, აღრევა ნოტიოთა ზომიერად.

Ⴂანზოგება – (განვაზოგებ) ზოგის მოკლება, განახევრება.

Ⴂანზომა – (განვზომ, -მავ) ზომის ცნობა.

Ⴂანზრახვა – (განვიზრახავ) წინააღრჩევა, მინდომება // გონების დაღრმობა განსჯასა შინა, ფიქრობა // რჩევა, ჰაზრი, ჰაზრის დადება ან მიცემა.

Ⴂაზრდა – (განვზრდი) გაზდა, აღზრდა ჩჩვილთა.

Ⴂანზრქელება – (განზრქნების) გამსხვილება, განფიცხება.

Ⴂანთესვა – (განვსთეს) განბნევა.

Ⴂანთიად – გათენებისას.

Ⴂანთიადი – დილის მოახლება, გათენება, გარიჟრაჟი (ნახე Ⴃილა).

Ⴂანთჳსებული – განსაკუთრებული, გაცალკევებული, განკუთნვილი.

Ⴂანთქმა – (განვსთქუამ, განვითქმი) ხმის დაგდება ან დავარდნა, ამბვის გამოსლვა.

Ⴂანთქმული – სახელოვანი, ქებული.

Ⴂანთხევა