Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - страница 20
Ⴂამასპინძლება – (გავმასპინძლდები) სტიმართ დახვედრა პურობითა
Ⴂამგე – განმგე, მნე, მოხელე კეთილმოურნე.
Ⴂამგონი – საქმის მიმხდომი // დამჯერი, დაუზარებელი მოსმენისა.
Ⴂამდელი – მოახლეთ უფალა, უპირველესი შიმუნვართა ანუ მხევალთაგან (გამზდელი).
Ⴂამდიდრება – ნახე Ⴂანმდიდრება.
Ⴂამზითვა – (გავმზითავ) მზითევის მიცემა გათხოვილი ქალისადმი.
Ⴂამზრდელი – მზარდული, მამამძუძე, ლალა; ესე ითქმის კაცთათჳს, ხოლო ქალთათჳს გადია და წერილთ შინა დედამძუძე.
Ⴂამმარჯვე – გამარჯვებისა, წარმატებისა ხელის მომმარტავი.
Ⴂამო – თანდებული ნათესავობითსა ბრუნვასა თანა ხმარებული ხოლო ზმნათა თანა იხმარების ზედდადებულად (იხილე შემდგომნი).
Ⴂამოაშკარავება – (გამოვააშკარავებ) გამოჟღავნება, საქვეყნოდ თქმა,.
Ⴂამობრუნება – (გამოვაბრუნებ, გამოვბრუნდები) უკმოქცევა.
Ⴂამობრწყინვება – (გამოვაბრწყინებ, გამობრწყინდების), გამოელვარება.
Ⴂამოგება – (გამოვაგებ) გარჩევით, კაფიად, გასაგონად თქმა სიტყჳსა // დახვანჯულის ძაფის გამოშლა, ანუ ძნელის საქმის გამორკვევა.
Ⴂამოგებება – (გამოვაგებებ) გარეთ გამოტანა შესამთხვევად.
Ⴂამოდალაბრვა (გამოვდალაბრავ) გამოკვეთა.
Ⴂამოდენა – (გამოვადენ) გამოშვება ნოტიოთა // (გამოსდის, Ⴂადენა ნახე).
Ⴂამოვლენა, გამოვლინება – (გამოვავლენ, -ვლინებ) გამომგზავნა, მოფენა.
Ⴂამოზამთრული – ზამთარგამოვლილი ხვასტაგი ერთის წლისა.
Ⴂამოზიდვა – (გამოვზიდავ) გამოტანა, გამოღება ან გამოთრევა.
Ⴂამოზოგება – (გამოვიზოგებ) მცირედ-მცირედ ხარჯვა, გრძელჟამ საკმარებლად.
Ⴂამოზრდა – (გამოვზრდი) გამოკვება, შენახვა საზრდელითა.
Ⴂამოთარგმანება – (გამოვსთარგმანებ) ახსნა, განმარტება.
Ⴂამოთრევა – (გამოვათრევ) გამოზიდვა, თრევით გამოტანა.
Ⴂამოთქმა – (გამოვსთქუამ) გულის ზრახვჳსაზეპირ გამოღება ან შეთხზვა.
Ⴂამოთხოვა – (გამოვითხოვ) გათხოვნა // თხოვნა, ვედრებით მიღება // (გამოვეთხოვები) გამოსალმება წარმავალისა.
Ⴂამოკვება – (გამოვჰკვებ) გამოზრდა, დაოკება.
Ⴂამოკვეთა – (გამოვჰკვეთ) გამოჭრა, გამოთხრა.
Ⴂამოკიდება – (გამოვჰკიდებ, გამოვეკიდები) ნახე Ⴂაკიდება.
Ⴂამოკრთომა – (გამოჰკრთების) ელვარების გამოჩენა (ნახე Ⴉრთომა).
Ⴂამოკულევა – (გამოვიკულევ) გამოძიება, გამოძებნა კუალთა მიერ.
Ⴂამოლაპარაკება – (გამოველაპარაკები) შესაუბრება, ხმის გაცემა.
Ⴂამოლევა – (გამოვლევ, გამოილევის) დაცლა, დაცარიელება.
Ⴂამომეტება – {გამომეტება – (გამოვიმეტებ) არ დავზოგავ, არ დავრიდებ – Ⴃავით Ⴙუბინაშვილის ქართულ-რუსული ლექსიკონი}.
Ⴂამომჩვენება – დიდებულად გამოსლვა.
Ⴂამომჭვირვალი – გამჭვირვალი, ნათლის მაკრთომებელი.
Ⴂამონასკუა – (გამოვნასკუავ) გამოსკუნა, შეკურა ნასკჳსა.
Ⴂამოპირვა – (გამოვჰპირავ) საჭრელთ იარაღთ პირის გამართვა.
Ⴂამორეკა – (გამოვრეკ) გარეთ განდევნა მრავალთა.
Ⴂამორეცხვა – (გამოვრეცხ) რეცხით გამოყუანა მწიკულისა.
Ⴂამორთმევა – (გამოვართმევ) მიღება, ჩამორთმევა.
Ⴂამორკვევა – (გამოვარკვევ) დარკვევა // გამორჩევა, გამოშლა ხვანჯისა.
Ⴂამორიდება – (გამოვრიდებ, გამოვერიდები) დარიდება, მოშორება, გაცლა.
Ⴂამორჩევა – (გამოვარჩევ, გამოვირჩევ) უკეთესის მოძიება, აღრჩევა.
Ⴂამორწყვა – (გამოვრწყავ, გამოირწყვის) მუწუკის გაჭრა ან გახეთქა და შალალის გამოდენა.
Ⴂამოსადეგი – სახმარად ვარგისი, სასარგებლო.
Ⴂამოსადინელი – წყალთ გამოსავალი, სათავე.
Ⴂამოსავალი – გამოსლჳს ადგილი // ზოგჯერ ჰნიშნავს მოსავალს.
Ⴂამოსაღები – ხარკი, ბეგარა, დებულება.
Ⴂამოსახვა – (გამოვსახავ) სახის დადება, გამოხატვა // (გამოვისახავ პირჯვარს) პირზედ ჯვრის გამოწერა, დაწერა.
Ⴂამოსვენება – (გამოვასვენებ) პატივით გამოტანა (ნახე Ⴋოსვენება).
Ⴂამოსლვა – (გამოვალ) შიგნიდამ გარეთ განსლვა.
Ⴂამოსული – კარგად გამხმარი კომლში (ითქმის ლორთათჳს),
Ⴂამოსურმვა – (გამოვსურმავ, გამოვისურმავ) თუალთ ოლუა.
Ⴂამოსხმა – (გამოვასხამ) გამორეკა, გამოლალვა, და სხ. (ნახე Ⴑხმა).
Ⴂამოტანა