Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - страница 19
Ⴂაზაფხული – არე, წლის ნაოთხალი, საშუალო ზამთრისა და ზაფხულისა, რომელ არიან სამნი თთვენი: მარტი, აპრილი, მაისი (ნახე Ⴇთვე).
Ⴂაზდა – (გავზდი, გავიზდები) აღზრდა, აღორძინება; თქმანი: შენს გაზდას, შენმა გაზდამ, რასაც ნიშნვენ, ნახე მამაშვილობასთან.
Ⴂაზეპირება – (გავიზეპირებ) ზეპირად დასწავლა.
Ⴂაზი – მარწუხი.
Ⴂაზი! – ე.ი. გასწი, გასწივე, გზას შეუდეგ! შორისდებულად ხმარებელი, იძულება წარსლვისა, ანუ განდევნა.
Ⴂაზომვა – ნახე განზომა და სხ., გაზრდა (ნახე Ⴂაზდა), განზრდა.
Ⴂათავება – (გავათავებ) გასრულება, სრულიად გაკეთება, დასრულება.
Ⴂათანგვა – (გასთანგავს) ბჭულისა და სენისაგან შეხუთვა.
Ⴂათეთრება – (გავათეთრებ) განსპეტაკება, თეთრად შექმნა.
Ⴂათენება (გათანდების) დილის სინათლის შემოსლვა.
Ⴂათლა – (გავსთლი) საჭრელის იარაღით გეკეთება სახმართა ნივთთა, ძელთა, ქუათა და მისთანათა.
Ⴂათხაპვა,გათითხნა,გათხუნვა – (გავსთხაპნი, გავსთითხნი, გავსთხუნავ) ცუდად გასურა.
Ⴂათხელება – (გავათხელებ) სისქის მოკლება ან გახალვათება.
Ⴂათხოვება – (გავათხოვებ, გავსთხოვდები) ქალთ დანიშვნა, ანუ განქორწინება ქმართადმი, გათხოვილი.
Ⴂათხოვნა – (გავითხოვ) გაწვევა ხმალში საბრძოლად, ანუ სარჯელად თამაშობათა შინა, შრომათა და მუშაკობათა.
Ⴂაიაფება – (გავაიაფებ, გაიაფდების) გახშირება, ადვილად შოვნა.
Ⴂაის – გავლილს ან მომავალს წელს.
Ⴂაკავება – (გაკავებ) გაშლა, გაჭიმვა.
Ⴂაკეთება – (გავაკეთებ, გაკეთდების) ქმნა, შექმნა, ანუ გაახლება // აშენება ან გამდიდრება.
Ⴂაკეთებული – პოვნიერი.
Ⴂაკვალვა – (გავჰკუალავ) კუალის გავლება, ანუ გზის დადება.
Ⴂაკვეთა – (გავჰკვეთ) გაჭრა (Ⴂანკვეთა ნახე) // (გავუკვეთ) მიცემა მოსწავლეთადმი საქმისა დასასწავლად, ანუ მუშაკთადმი სამუშავოსი.
Ⴂაკურა – (გავაკრავ) გართხმა, ანუ ზედმიკერება // (გავჰკრავ) შემოკურა, ანუ საჩქაროდ წასულა.
Ⴂაკიდება – (გავჰკიდებ) გაფენა რისამე გასაშრობად // (გავეკიდები) გადევნება გამოკიდება მლტოლვარისა.
Ⴂაკითხვა – (გავიკითხავ) განკითხვა, მოსმენა საჩივრისა, ანუ გასინჯვა საქმისა და გასამართლება.
Ⴂაკილვა – (გავჰკილავ) გატრიზავება, გაწბილება, გახიახება.
Ⴂაკმარება – (გავუკმარებ, ე.ი. კმარა, ნუღარ იტყჳ) სიტყჳს გაცუდება.
Ⴂაკმენდა – (გავჰკმენდ ხმას) გაჩუმება, გარინდება.
Ⴂაკრეჭა – (გავჰკრეჭ) გაპარსვა მაკრატლით.
Ⴂალა – მხალი დაწნული გასხმობად.
Ⴂალავანი – ზღუდე გარემოვლებული ეკლესიათა, მონასტერთა, ქალაქთა, ციხეთა და მისთანათა (ნახე Ⴆღუდესთან).
Ⴂალალვა – (გავლალავ) განდევნა, გარეკა მრავალთა.
Ⴂალატოზი – კალატოზი, მაშენებელი სახლთა, კედელთ მდგმელი.
Ⴂალაღება – ნახე Ⴂანლაღება.
Ⴂალევა – ნახე Ⴂანლევა.
Ⴂალეული – მლევანი, ნალევა, ფრიად გათხელებული, დაწურილებული.
Ⴂალექება – (გავლექდები) დიდად დათრობა, გაჭირვეულება.
Ⴂალექსვა – (გავლექსავ) ლექსებად შეთხზვა, დაწერა.
Ⴂალეწვა – (გავლეწ) კალოზედ ძნათა მოთელვა მკევრებით გამოსარჩევად მარცვალთა ბზისაგან.
Ⴂალია, გალიაკი – მფრინველთა და მხეცთ შესაწყუდევი კალათი, დაფანჯრული მართულებისგან, ანუ დაწნული წნელებისგან.
Ⴂალობა – (ვჰგალობ) საამო ხმა ლოცჳსა, ანუ ქებისა ღვთისადმი // ავაჯით მოთქმა სადღესასწაუოლოთა და ღვთისადმი სამადლობელთა სტიხთა.
Ⴂალოპრილი – ხე ქერქ შემოძრობილი.
Ⴂალუმბვა – (გავილუმბვი) ძრიელ დასველება.
Ⴂალხობა – (გავალხობ, გალხვების) გაყინულის შედნობა.
Ⴂამაგრება – (გავამაგრებ) განმტკიცება, სიმტკიცის მიცემა.
Ⴂამართება – (გავემართები) წარმართება, გზას გასლვა, გადგომა წასასვლელად სადმე.
Ⴂამართვა – (გავმართავ) მრუდის გასწორება, ან გარიგება // მოშლილთა საკრავთა შეწყობა რიგზედ // გაწურთნა, გაგერშვა მფრინველთა // (გავიმართები, ხელს გავიმართავ) შოვნა საჭიროსა საფასისა.
Ⴂამარჯვება – (გავიმარჯვებ) მორევნა, ძლევა მტერთა. // (განმემარჯვების) კეთილწარმატება, მარჯვედ ქმნა. Ⴄსრეთ შემთხვევასა შინა ურთიერთისასა ითქმის: გამარჯვება შენი, ე.ი. მსურს შენდა კეთილწარმატება და პასუხად მიეგების: გაგიმარჯოს, ხოლო გამოთხოვასა ზედა ითქმის: მშვიდობით და გამარჯვებით.