Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - страница 31



Ⴂველთევზა – (თევზ.).

Ⴂველი – გესლიანი მძრომი.

Ⴂველის მბრძოლი – (მძრ.) ანკარის მსგავსია, თავი მოშორებით აბია წვრილ კისერზედ.

Ⴂველის წიწილი – (მძრ.) მართვე გველისა.

Ⴂველხოკერა – (მძრ.) ანკარა.

Ⴂვემა(ვჰგვემ) – ცემა ანუ ტანჯვა. // იგვემების, სნეულებს.

Ⴂვემა, გვემულება – სენი, სნეულება. // Ⴁრძვილი, დაჭრილობა, დაკოდილება.

Ⴂვერდა – პატარა გორის გვერდობი (Ⴋთა ნახე).

Ⴂვერდი – კაცის წიბ. // Ⴐომელიმე მხარე ადგილისა, ანუ ნივთისა. // Ⴜერილთ კაბადონი.

Ⴂვერდი – საწყაო ჩაფი (ნახე Ⴉოკა და Ⴑაწყაო).

Ⴂვერდობი – გვერდის ძირი სადაც მთის გვერდა მცირედ გავაკდება (ნახე Ⴋთა).

Ⴂვიან – ზმნისზედა, ხანდაზმით.

Ⴂვიმრა – (ბალ.) ჩადუნა, ფეტვი, ბლენცარა (ნახე Ⴉურიმა).

Ⴂვინი და გუნი – სიყვითლის სენი.

Ⴂვირაბი – კლდეთა შინა შეკაფული ვიწრო გზა, მაღლა ასასლველი.

Ⴂვირგვინი – ნახე Ⴂჳრგჳნი

Ⴂვირილა – (ბალ.).

Ⴂვირისტი – უკუგდებით კერვა ან ნაკერი.

Ⴂვიცა და არაგვიცა – ე.ი. გჳძს და არაგჳძს, ანუ გვიძევს, გინა გუაქუს და არა გუაქუს. საახალწლოდ გლეხთ დიაცნი გამოცხობენ ორს კვერს სხვადასხვა ნიშნებით, ერთს დაარქმევენ გვიცა და მეორეს არაგვიცა, სახლის ბედს იმაზედ დასცდიან, თუ პირველი ჩავარდა კუტად, ის იქნება უბედობა, ანუ უქონლობა და თუ დადგა, ის იქნება საბედნიერო, ამის გამო იმერნი პატარა ლავაშებს უხმობენ კვიცად.

Ⴂვიძინი – (მფრ.) გარეული ტრედი.

Ⴂვრინვა – გრინვა გრგვინვა, ხმა საგლოველი.

Ⴂზა – ზოგად სავალი კაცთა. Ⴅრცელს საურმეს გზას ეწოდების შარა და შარას აქეთ და იქით საქვეითოს ბილიკებს თანთანა; ცალკე ვიწროს გზას, ერთი კაცის სავალს – ბილიკი; გატკეპნილ თოვლთა, ანუ შამბთა ზედა – ქაშანი; კლდეთა ზედა ვიწროსა მიხვეულად სავალსა – წავარნა, გინა ჭარკვანა; ჯვარედინსა – მებოძირი.

Ⴂზავნა – (ვგზავნი) გასტუმრება, წარვლენა, გაგზავნა.

Ⴂზება – გზნება (ვაგზებ, ვაგზნებ, ვაგზნები) ძლიერის ცეცხლის ანთება.

Ⴂზირი – შულტი, სოფელსა შინა ქევხათ შემდეგნი კაცნი, რომელნიც ხმამაღლა ზახილით აცნობებენ და გამოუცხადებენ რასმე მოსახლეთა.

Ⴂზის და გზობას – არა იხმარებიან მარტივად, არამედ რთულად რიცხჳთთა სახელთა თანა: ერთგზის, ორგზის, სამგზის და სხ. (იხილენ თჳსთა ადგილთა), ვითა ხელობა.

Ⴂია – (ხე) ტვია.

Ⴂიდელა – ჩალისა ან წურილი წნელისგან დაწნული სკივრი (ნახე Ⴘარაგულთან).

Ⴂინგილა – სადიაკონო ოლარი მხარზედ გარდასაკიდები გრძლად წინ და უკან.

Ⴂინგლი – ბუსუსი თმა ჩჩვილთა (ნახე Ⴇმასთან).

Ⴂინდა – ზმნა 2 პირისა, დაერთვის ნაცვალსახელთა, ვინგინდავინ, რაგინდარა.

Ⴂინება – (ვაგინებ, ვიგინები) ურიგოდ ხსენება, შეურაცხება, გაუპატიურება.

Ⴂიობა – გინება, გმობა, ძაგება.

Ⴂიორგობისთვე – ტირსიკონი, ნოემბერი (ნახე Ⴆოდიაქო).

Ⴂიჟი – გონებანაკლები ან ჭკუაშეშლილი, ამისნი სახენი 12 დაუდვიათ:

1. Ⴘმაგი რომელი სიგიჟით ავნებდეს თავსა თჳსსა და სხვათაცა.

2. Ⴞელი ან შეხმუხი რომელი უცნობოდ გარბოდეს და არავის ავნებდეს.

3. Ⴑულელი ცნობამიხდილი, ვერ გამრჩევი სარგებელისა და სავნებელისა, ბებერთათჳს ითქმის ტუტუცი.

4. Ⴚოფი წინადაუხედავობით და სიბორგილით კეთილად ვერ განმსჯელი.

5. Ⴌაღულიანი რომელი ჟამად უცნობო იქმნებოდეს მოუთმენელის მწუხარებით. რეტიანიც ამგუარივეა.

6. Ⴐეგვენი რომელსა აკლდეს ზრდილობა და მცირედ ხელურს იქმოდეს.

7. Ⴒეტრი რომელსა აქუნდეს რაოდენმე მეცნიერება, გარნა ზუაობით ხელურს იქმოდეს.

8. Ⴘლეგი დაუცადებელად და თავგაწირვით მოუსვენარი, თავზედ ხელაღებული.

9. Ⴜტერი ფრიადითა აღორთქლებითა შინაგანთა ბალღამთათა საგრძნობელთ ორღანოთა მიხდილი და საქმეთა კეთილად ვერ მოქმედი. ამგუარივეა ცეტი და ჩერჩეტი.

10. Ⴔეთიანი ღამე საოცართა მოლანდებითა ჟამად ცნობა მიხდილი, ბნედიანი.

11. Ⴘეთიანი სნეული ხელურად მქცევი ხშირად წამოვარდნით, ანუ უგუნურად უბნობით.

12. Ⴞეტი ტეტრის მსგავსი, სიყრმითგან გონებადაბრჯგუვებული ავის ზნის შეჩვევით და თუმცა შემდგომად სწავლა მოენებოს, არამედ სწავლით უმეტესად გარდარეულ იყოს.