Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - страница 30
Ⴂახლეჩა – (გავხლეჩ, -ჩავ) ხელით განპება ხილისა, პურისა და მისთანათა (ნახე Ⴞლეჩა).
Ⴂახმობა – (გავახმობ, გავხმები) განხმობა, სხვანაირად მოკლება სინოტიოსი.
Ⴂახსენება – (გავახსენებ) სახელის თქმა მოხსენება. // ანუ სხვისადმი მოგონება. // (გავიხსენებ) გამახსენდების თჳსდამი მოგონება.
Ⴂახსნა – (გავხსნი, გავიხსნები) ნახე განხსნა. // (გავიხსნი, გავუხსნი სისხლსა, ხელსა) გართმევა, გამოშვება.
Ⴂახუზვა – (გავხუზავ) გაპარსვა, გაკრეჭა.
Ⴂახურვება – (გავახურვებ) ნახე Ⴂანხურვება.
Ⴂახშირება – (გავახშირებ, გახშირდების) ხშირად ქმნა, გამრავლება
Ⴂაჯავრება – (გავაჯავრებ, გავსჯავრდები) გაგულისება.
Ⴂაჯი – დამწვარი მიწა კირივით გასალესად კედელთა და მისთანათა.
Ⴂაჯირვება – ძლიერად დასივება.
Ⴂაჯიქება – (გავსჯიქდები) ფრიად გაგლისპება, ახირება.
Ⴂაჯრა – (გავსჯრი) გაჭრა, გაჭედა.
Ⴂაჯუფთება – (გავსჯუფდები) გათხოვა, შებმა სირბილში, მუშაობაში და სხ.
Ⴂბობა, გბოლვა (ვაგბობ) – ხარშვა.
Ⴂბობილი,გბოლვილი – წუნიანი შეჭამადი.
Ⴂდება(გდია) – ერთს ადგილს დება ან წოლა (მრავალთათჳს ითქმის ყრა, ჰყრია). // (ვუგდებ ბადეს) სროლა. // ვუგდებ ყურს (ნახე Ⴗურის გდება; გდება (ვაგდებ). Ⴅნებითად: ვრდომა (ვვარდები) მისის რთულებითურთ (ნახე Ⴇჳსთა ადგილთა).
Ⴂება – (ვაგებ) გაშლა, დაფენა, დაგება.
Ⴂება – (ვაგებ) შენება, აღშენება, აღგება. // კუალად გება (კუალად ვაგებ), გარიგება, განკარგვა, განგება.
Ⴂება – (ვიგებ) მოგება ანუ (ვაგებ) წარგება (იხილენ თჳსთა ადგილთა ლექსნი ესე).
Ⴂება – (ვუგებ, მივუგებ), Ⴎასუხისგება ნახე.
Ⴂება – (ვჰგიე, ვჰგებ, ვეგები) ყოფა, დადგრომა და სხ. (ნახე Ⴄგების).
Ⴂეგმი – აღსაშენებელის ადგილის პირველ მოხაზული სახე.
Ⴂეენია – ადგილი ჯოჯოხეტისა ცეცხლით სატანჯველი ცოდვილთა.
Ⴂეზელი – მამალი ქორი, მიმინო და მისთანანი.
Ⴂეზი – უფრთო ისარი (ნახე Ⴈსართან), გეზად, პირდაპირ, სწორედ (ნახე Ⴕეშად).
Ⴂელა – თორნის საჩხრეკი კეტი.
Ⴂელაზი – ზეთის სახდელთა შინა დიდი მრგუალი ქუა გვერდზედ სატრიალებელი დასაღერღად გამოსახდელთა მარცუალთა.
Ⴂელაქნური – (თავზ.) თევზი პოვებული Ⴂელაქუნისა ან Ⴑევანის ტბასა შინა. Ⴂემება (ვიგემებ) გასინჯვა გემოსი, ნახვა გემოდ.
Ⴂემება – ერთი ხუთთა გრძნობათაგანი, რომლისაცა ქვემდებარე არიან გემონი (ნახე Ⴑაგრძნობელთან).
Ⴂემო – ვითარება საჭმელთა, ანუ სასმელთა, ქვემდებარე გემებისა. Ⴓპირველესნი სახენი გემოსანი არიან: სიტკბო, სიმწარე, სიმლაშე, სიმჟავე. Ⴄსენი რა შეიზავებიან ურთიერთარს, მეტნაკლებობით მისგან შეიქმნებიან მრავალგუარნი გემონი, რომელნიცა თჳსთა ადგილთა აღწერილ არიან.
Ⴂემოვანი, გემოიანი, გემიერი – გემრიელი გემოკეთილი.
Ⴂემსი, გვიმსი – ოფლისგან უწმინდურება (ნახე Ⴋწიკული).
Ⴂენია – ნახე Ⴂეენია.
Ⴂეონი – ხელშუბა (ნახე Ⴊახვართან), გეონითა ლახურითა, ჰოროლითა.
Ⴂერგილი – სიმარჯვე, ხერხიანობა, ნიჭი საქმისა.
Ⴂერგილიანი – მარჯვე, ხერხიანი.
Ⴂერი – თან მიყოლილი შვილი, უკეთუ შვილიანმან ქურივმან კაცმან, ანუ ქალმან იქორწინოს მეორედ, მაშინ შვილნი იგი ახალთა მეუღლეთათჳს იქმნებიან გერნი, ხოლო ესენი ურთიერთისა იქმნებიან ნახევარძმანი, ანუ ნახევარდანი.
Ⴂერილი – (უგერილებს) ითქმის წვიმისათჳს, რაჟამს ერთიანად წამოუშენს და კუალად გარდიღებს.
Ⴂერკი,კერკი – გამხმარი ხილი კურკიანი და საკუთრად შინდი.
Ⴂერმა – მფრინველთ თივთიკი.
Ⴂერში – მცირედი ჭრილობა, გაკენწლვა სისხლადმდე.
Ⴂესლი – შხამო გველთა და მისთანათა. // Ⴏანგი მეტალლთა.
Ⴂესლიანი – შხამიანი, შხამის მქონებელი. // Ⴔრიად საწყენი სიტყვა.
Ⴂეჯა – დიდი გობა ხისა, ნავის მსგავსად ამოჭრილი (ნახე Ⴌავი).
Ⴂვა(ვჰგჳ) – მოცოცხვა, ცოცხით გახვეტა ნაგვისა.
Ⴂვადრაკი, გვალაგი – გუადრუცი (ნახე Ⴂუდარაკი).
Ⴂვალვა – ნახე Ⴂუალვა.
Ⴂვარილი – ნახე Ⴂორილი.
Ⴂვაჯი – ნახე Ⴂუაჯი.
Ⴂველაშაპი, გველვეშაპი – ფრთებიანი და ფეხებიანი გველი (მძრ.).
Ⴂველაძუა – (მძრ.) გრძელი ჭია მძრომი. // მსოფლიურად მოუსვენარი, ჩხუბიანი ბოშვი.