Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - страница 28



Ⴂასაყარი – ჭერის საშუალ დიდი ძელი, რომელზედაც დანდობილი არიან კოჭები.

Ⴂასესხება – (გავასესხებ) გავალება, გაცემა თეთრისა სარგებლით.

Ⴂასვენება – (გავასვენებ) პატივით გატანა (ნახე Ⴂამოსვენება და Ⴋოვენება).

Ⴂასინჯვა – გაშინჯვა (გავსინჯავ) განხილვა, გაჩხრეკა, გამოძებნა.

Ⴂასრესა – (გავსრეს) დაჟღულემა, დათრგუნვა, დალეწა.

Ⴂასტუმრება – (გავისტუმრებ) გაგზავნა, წარვლინება.

Ⴂასუქება – (გავასუქებ, გავსუქდბი) ხორცის მომატება კარგად შენახვით.

Ⴂასწავლება – (გავასწავლებ) გამოცდა, გაწურთნა.

Ⴂასწორება – (გავასწორებ, გავსწორდები) თანასწორად შექმნა.

Ⴂასხლვა – (გავსხლავ) მოკვეთა ურგებთა რტოთა ვაზთაგან (ნახე Ⴑხლვა).

Ⴂატანა – (გავიტან, გაიტან) შიგნიდამ გარეთ გაღება. // გაღმა წაღება. // კაცის დანდობა.

Ⴂატანება – (გავატან) თან გაგზავნა.

[Ⴂატარება].

Ⴂატეხა – განტეხა. // დარღვევა, დახსნა პირისა ან ფიცისა.

Ⴂატიტულება – (გავატიტლებ, გავსტიტულდები) განშიშუშლება, განძრცვა, გახდა სამოსელთა ტანისაგან (ითქმის ნივთთჳსცა).

Ⴂატლიკული – გაშიშვლებული (ნახე Ⴒლიკვი).

Ⴂატოპვა – (გავსტოპავ) ფეხით წყალში გასლვა (ნახე Ⴒოპვა და Ⴑიარული).

Ⴂატრიზავება – (გავატრიზავებ) გაკმარება, გაწბილება, გაკილვა, აგდება.

Ⴂატუსვა – (გავტუსავ) დაკლულის ღორის ბალანთ ცეცხლზედ გარუჯვა და გასუფთავება ტყავისა.

Ⴂაუბედავი.

Ⴂაუბედურება – (გავაუბედურებ) უბედურად შექმნა.

Ⴂაუმაძღარი – გაუძღომელი, დამშეული ან ხარბი.

Ⴂაუტანელი – დაუნდობელი, შეურჩენელი.

Ⴂაუქმება – ნახე Ⴂანუქმება.

[Ⴂაუჯანჯლებლად]

Ⴂაფანტვა – (გავჰფანტავ) გაბნევა, დაბნევა.

Ⴂაფეთქება – გულისა სიხარულით შეკრთომა.

Ⴂაფლანგვა – (გავჰფლანგავ) უბრალოდ დახარჯვა, წარგება, გაფანტვა.

Ⴂაფრენა – (გავაფრენ, გავჰფრინდები) გაშვება ან წასვლა ფრენით.

Ⴂაფრთხილება – (გავაფრთხილებ, გავჰფრთხილდები), დარიდება, მორიდება საშიშისაგან.

Ⴂაფუვება – (გავაფუვებ) აღფუვება, გაღვივება ცომისა.

Ⴂაფურთხვა —

Ⴂაფურჩნვა – (გავფურჩნი) ფურცლების დაგლეჯა, დასხვეპა ყვავილთა და შტოთაგან,.

Ⴂაფუფქვა – (გავფუფქავ) მდუღარეში ჩადება დაკლულის ქათმისა, გოჭისა და მისთანათა ადჳლ გასაგლეჯად ბუმბულთა და ბალანთა.

Ⴂაფშიკული – ცუდად გამხმარი, გამრუდებული, გააფრაკებული; [გაფშეკა].

[Ⴂაფცქუნა – გაფცქუნა კვერცხისა, გაფცქუნა ნუშისა].

Ⴂაფხაჭნა – (გავჰფხაჭნი) ფრჩხილით ან დანის წვერით გაკაწრვა, ხაზის დაჩნევა.

Ⴂაქანება – (გავაქანებ, გავექანები) საქანელაზედ რწევა შესაქცევად. // სწრაფად გაქცევა, გაჭრა მიტანება.

Ⴂაქარვება – ნახე Ⴂანქარვება.

Ⴂაქეზება

Ⴂაქექა – (გავჰქექ) გაჩხრეკა, გადაბრუნება.

Ⴂაქირდვა – (გავჰქირდავ) განკიცხვა, აგდება, გაწბილება.

[Ⴂაქნა – (ნახე Ⴀღთქვეფა)]

Ⴂაქნილი – გამოცდილი, გაოსტატებული.

Ⴂაქოფიტება – (გავაქოფიტებ) ტლანქად შექმნა, სახის მიცემა გაუსუფთავებლად.

Ⴂაქრობა – (გავაქრობ, გაქრების) დავსება ანუ უჩინო ქმნა.

Ⴂაქსუვება – (გავქსუვდები) ქსუდ შექმნა.

Ⴂაქუსლვა – (გავჰქუსლავ) დაზის კურა ცხენისა, აჩქარება.

Ⴂაქცევა – (გავაქცევ, გავიქცევი) გაგდება, გარეკა. // საჩქაროდ წასლვა ან გაპარვა.

Ⴂაღანამცა – განაღამცა, დიაღამც.

Ⴂაღვივება – (გავაღვივებ, გაღვივდების) ნახშირთ ცეცხლის მოკიდება და ნაკვერცხლად.// ცომის გაფუვება, მოდედება.

Ⴂაღვიძება – ნახე Ⴂანღვიძება.

Ⴂაღიმვა – გაღიმება (გავიღიმებ) გაცინება უხმოდ ბაგეთა მიერ (ნახე Ⴑიცილში).

Ⴂაღმა – გაღმართ ზმნისზედა, იმიერ, წიაღ, მეორეს მხარეს.

Ⴂაღმრთობა – (განვამღრთობ) უკუდავად შექმნა.

[Ⴂაყენება – (გავუყენებ), გავაყენებ, განყრა, გაყრა (გავუყრი)].

Ⴂაშავება – (გავაშავებ, გავშავდები) შავად შექმნა.

Ⴂაშვება – (გავუშვებ) განტევება.

Ⴂაშველება – (გავაშველებ, გავშველდები) მოშუღლეთ გაშორება.

Ⴂაშვერა – (გაშვერილა) წინ წამოწეული რამე.

[Ⴂაშინჯვა]

Ⴂაშიშულება – (გავაშიშულებ) გატიტულება.

Ⴂაშლა – (გავშლი, გავიშლები) გაფენა ან განმარტება, გახსნა შეკეცილისა.