Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - страница 26



Ⴂარდადგმა – (გარდავსდგამ) სხვაგან დადგმა.

Ⴂარდადება – (გარდავსდებ) ერთის ადგილიდამ მეორეზედ დადება. // საქმის დატევება ჟამადმდე // გარდახვევა ხელთა ურთიერთისადმი მხართა ზედა // გარდაკვეთა ვისთჳსმე ნიჭისა, ანუ მისის კერძისა. // გარდაედების) სნების შეყრა სხჳსაგან.

Ⴂარდავლა – ნახე გარდასლვა.

Ⴂარდაზიდვა – ნახე გარდაზიდვა.

Ⴂარდათხრა – (გარდავსთხრი) სრულებით დათხრა, მოთხრა.

Ⴂარდათქმა – (გარდავსთქუამ) თქმა გალობისა თავიდამ ბოლომდინ.

Ⴂარდაისად – ნახე გარდა.

Ⴂარდაკვეთა – (გარდავჰკვეთ) მოჭრა, გადაჭრა // (გარდავუკვეთ) შერიგება, დანიშნვა სამუშაოსი ან ხელფასისა.

Ⴂარდაკიდება – (გარდავჰკიდებ) აკიდება საშუალზედ ხურჯინისა და მისთანათა // (გარდავეკიდები) აკვიატება.

Ⴂარდაკურა – (გარდავჰკრავ) ჯორის შემოკურა ზურგზედ. // (გარდავაკრავ) შეშარტვა, შემოჭირება, გარდაბმა. // სარჩულისა ან ბეწვეულის დადება სამოსელთა ზედა, საფენთა და მისთანათა.

Ⴂარდამავალი – დამარღვეველი სჯულისა, შემცოდე.

Ⴂარდამდები – სხვისაგან შესაყარი სნება.

Ⴂარდამოსლვა – (გარდამოვალ) მაღლიდამ ქვე შთამოსლვა.

Ⴂარდამოცემა – (გარდამოვსცემ) მოცემა მაღლიდამ, ანუ სწავლის განმარტება.

Ⴂარდამოხდომა – (გარდამოვხდები) დაბლა ჩამოსლვა.

Ⴂარდამოხსნა – (გარდამოვხსნი) ჩამოხსნა მიკრულისა, ჩამოშვება, ჩამოსვენება // ხატი შთამოსვენებისა ქრისტესისა ჯვრიდამ და დასვენებისა მისისა საფლავად, რომელიცა დიდსა პარასკევსა წინადაიდების სამთხვევნელად ერისა.

Ⴂარდარგუა – (გარდავრგავ) მხალთა და ნერგთა სხუაგან დარგუა სიხშოს მიზეზით, ანუ ადგილის ცულისათჳს.

Ⴂარდარევა – (გარდავურევ) ერთი მეორესთან აღრევა // (გარდვირევი) ჭკუიდამ შეშლა ან გასტერება მრავლის საქმისგან. // (გარდაერევის) გარდამატება, მეტობით ქონება.

Ⴂარდარეული – არეული, აშლილი // შეშლილი ჭკუვიდამ // გარდამეტებული.

Ⴂარდართხმა – (გარდავართხამ) გარდაფენა, გარდაშლა, გაჭიმვა.

Ⴂარდარჩენა – (გარდავრჩები) ჭირისა ან დევნისგან მორჩენა // ნამეტანის დარჩენა.

Ⴂარდასავალი – ნახე გადასავალი.

Ⴂარდასახლება – (გარდავასახლებ) სხუაგან დასახლება (ნახე განსახვა).

Ⴂარდასლვა (გარდავალ) მეორეს მხარეს გარდაბიჯება // გარდახდომა სჯულისა,.

Ⴂარდასხმა (გარდავასხამ) გარდაღურა, გარდაქცევა // გარდაღება ნოტიოთა სხვას ჭურჭელში // (გარდავასხამ) დაჯდინება მრავალთა ერთის ადგილიდამ მეორეში (ნახე სხმა).

Ⴂარდატანა – (გარდავიტან) წაღება ერთის ადგილიდამ მეორედ, გარდაღება.

Ⴂარდატევება – (გარდავუტევებ) გარდაშვება.

Ⴂარდატჳრთვა – (გარდავსტჳრთავ) ტჳრთის ჩამოხდა, ანუ გარდადება სხუაგან.

Ⴂარდაფანტვა – (გარდავჰფანტავ) გარდაბნევა, გაფანტვა.

Ⴂარდაფარება – (გარდავაფარებ) დაფარება სიგრძეზედ ან სიგანეზედ.

Ⴂარდაფენა – (გარდავჰფენ) გარდაშლა, დაფენა.

Ⴂარდაფრენა – (გარდავჰფრინდები) ფრენით გარდასლვა.

Ⴂარდაქმნა – (გარდავიქმ) სხუარიგად გაკეთება.

Ⴂარდაქცევა – (გარდავაქცევ, გარდავიქცევი) ძირს ჩამოგდება, დაცემა, დარღვევა // გარდაქმნა, გარდაცულა // გარდაბირვა, გულის გამოცულა.

Ⴂარდაღება – (გარდავიღებ, გარდაიღების) გარდატანა. // გარდასხმა. // გარდათარგმნა.

Ⴂარდაღება – რიტორული ნაკვეთი, მეტაფორა.

Ⴂარდაღეღა – (გარდავიღეღ გულს) გარდაშლა.

Ⴂარდაშენება – (გარდაშენდების) ამოვარდნა, ამოწყვეტა.

Ⴂარდაშვება – (გარდავუშვებ) დაბლა ჩამოშვება, გარდატევება.

Ⴂარდაცემა – (გარდავსცემ) გარდადება ერთისაგან მეორეზედ.

Ⴂარდაცვალება – მიცვალება.

Ⴂარდაცმა – (გარდავაცვამ) მშვილდის საბელში ისრის ჩაგდება და გაჭიმვა. // ღილის ჩაგდება კილოში.

Ⴂარდაწერა – (გარდავსწერ) ნაწერიდამ გარდაღება პირისა სხვას ქაღალდზედ.

Ⴂარდაწყვეტა – (გარდავსწყვეტ) საქმის გადაჭრა, გასამართლება.

Ⴂარდაჭდობა – ნაჭდობთა ურთიერთარს შეწყობა.

Ⴂარდაჭედა – (გარდავსჭედ) მოკურა გარშემო რკინისა და მისთანათა.

Ⴂარდაჭრა – (გარდავსჭრი) შუაზედ გაჭრა. // გარდაწყვეტა.

Ⴂარდახდა