Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - страница 10



Ⴁაბრი – ჯიქი, წავი, {სფარსთ ენაა, ქართულად ჯიქი ჰქვია (ნ) – Ⴑაბას ლექსიკონი}

Ⴁაბუა – იმერულად პაპა.

Ⴁაბღანი – (მფრ.).

Ⴁაგა – ახალი ვენახი, ჩაყრილი წიდნები.

Ⴁაგა – გომურთა შინა კედელს წინ მიჭენებული ადგილი დაბმულთა ხვასტაგთა საჭმელის ჩასადებად.

Ⴁაგა – და ბაქანი შეჭრილთა კედელთა ძირი წინ წამოზეული თაროსავით რაგინდარას შესადგმელად სახლთა შინა.

Ⴁაგე – მრავლობით ბაგენი კაცთა პირის ორნივე ლაშნი. // Ⴉიდური ნავისა. // Ⴉიდური მდინარისა, ტბისა და მისთანათა.

Ⴁაგინი – აღმართული სახე თაყუანის საცემელად.

Ⴁაგირი – მსხვილი თოკი (Ⴑაბელთან ნახე).

Ⴁადაგი – მოდუღებული ტკბილი (ნახე Ⴖვინოსთან).

Ⴁადახშანი – (ნახე Ⴁალახშინი).

Ⴁადე – ზოგადი სახელი მკედთა, ანუ მავთულთა თუალედად გამონასკულთა. // Ⴇევზთა სანადირონი ბადენი არიან: სათხეველი, სახვეპელი, სასროლი, ზეღმა, კოვზი, ოსარო, პეტაკი, სალიკი, ფარონი, ღრიპონი, ჩიჩქინური, ხელბადე, ხოლიხი და მისთანანი. // Ⴋფრინველთანი: აშრილი, ოჯოჯი, ფაცერკოდი, ხოლო ნადირთა – ასმენაკი. ესენი იხილენ მახესთან. // Ⴋაქმანი, ანუ ნაქმანი არს ჭრელად ნემსული თავსაბურავად ქალთა ანუ კისერს მოსახვევად, გინა აბრეშუმის კარავი, ოქრო მოპიტალებული სამშობიაროდ. // Ⴁადედ ითქმის ქსელი დედაზარდლისა.

Ⴁადება – (ვბადებ, ვიბადები) ნახე დაბადება და კუალად მაბადია და ბადუა.

Ⴁადენი – ლევიტელთ შესამოსელი სპეტაკი ანუ სახოვანი.

Ⴁადვა – ბადება (ნახე Ⴁადუა).

Ⴁადია – დიდი ჯამი, რომლითაც ნადიმთა შინა მოიღებენ წნოვანთა და მუნით განუყოფენ მენადიმეთა.

Ⴁადიანი – ბალახია სამკურნალო.

Ⴁადიმი – ორმოს პირი ამოგებული ხეებითა ოთხკუთხედ.

Ⴁადისპირი – გალატოზის ლარო.

Ⴁადიში – შვილის შვილი.

Ⴁადრაგა – მატარებელნი მოგზაურთანი უვნებელად მეკობრეთაგან.

Ⴁადრი – გავსილი მთუარე.

Ⴁადრიჯანი – ბადლიჯანი.

Ⴁადუა – (ვბადავ, ვბადებ) შექმნა, გაჩენა წარმოება.

Ⴁავთი – სავალალოს ამბვის მოთხრობა [მობავთე ამგუარის მოამბე; საბავთო სავალალო]

Ⴁავლი – გასამარათვის ქორისაგან პირველ დაჭერილი მფრინველი.

Ⴁავრაყი – ბაირაღი.

Ⴁავრუკი,ბორაკი – ტბის ხაშურია, ოქრომჭედელთაგანხმარებული ოქროს დასადნობად, ვითა ნიშადური კალის დასადნობად.

Ⴁაზარი – საფარდულო, სავაჭრო ადგილი.

Ⴁაზი – სომხურად ქორს ჰქვიან, ხოლო ქართულად ეწოდების ზოგად მონადირეთა მფრინველთ: ქორთა, შავარდენთა, მიმინოთა და მისთანათა, რომელთაც ნემესიოს ორბად სახელსდებს.

Ⴁაზიერი – დამგერშველი და ზედამხედველი ამა მფრინველთა.

Ⴁაზიერთუხუცესი – უფროსი ბაზიერთა.

Ⴁაზმა,ბაზმაკი – სანათი, სანთელი ანუ კანდელი.

Ⴁაზმანდი – თილისმით შელოცვა დაწერილი (ნახე Ⴒილისმა).

Ⴁათალი, ბაითალი, ბეითალი ანუ პეიტარი – ცხენთ აქიმი.

Ⴁათმანი – 5 ჩარექი (Ⴑაწონთან ნახე).

Ⴁაია – გუგათუალისა, შავი, მრგუალი საშუალსა შინა, სადაცა არს მხედველობა.

Ⴁაია – რტო, ნოშო ფინიკისა, ანუ დანაკის კუდისა.

Ⴁაია,ბაო – ჩჩვილნი ესრეთ უწოდებენ ურთიერთსა.

Ⴁაირაღი – დროშა, ალამი.

Ⴁაკანი – ხის ჯამი. // Ⴉუვის ბუდე, რომელსა ძუალი სრულიად გარემოვლებული გარდა თავისა და ფეხების ადგილისა (ნახე Ⴕერქი და Ⴒყავკეცი).

Ⴁაკი – მრგულად მოვლებული ღობე ან ფიცრული ხვასტაგთ დასაყენებელი (Ⴆღუდე ნახე). // Ⴋზისა ანუ მთოვარის გარემო ზოგჯერმე ხილული ნათლის სარტყელი.

Ⴁაკლა – ხნდური ცერცვი, ფახლა [არაბ.].

Ⴁაკუნი – ფეხის ხმა, ბასტანი.

Ⴁალავარი – საძირკულის ქუანი დიდ-დიდნი (ნახე Ⴕუა).

Ⴁალაზინი, ბალზამი – სუნნელი და სამკურნალო ზეთი.

Ⴁალამწარა – გარეული ბალი.

Ⴁალანი – თმა ოთხფერხთა რომელთამე ცხოველთა (ნახე Ⴇმასთან).

Ⴁალანტი – მცირე პარკი (ნახე Ⴅაშკარანთან).

Ⴁალასინი – ბალაზინი.

Ⴁალახანა – სახლთა შინა ჭერის ქვეშ გადიცრული ადგილი რაგინდარას შესანახავი.

Ⴁალახვარდი – წყლის წიწმატი.

Ⴁალახი – მოლი, მწუანე მდელო მინდორზედ მდგომი, ან გათიბული, და რა გახმეს, თივა ეწოდება.

Ⴁალახში ან ბადახშანი – ლალი უმჯობესი.

Ⴁალბა