Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - страница 8



Ⴀღმსთობა – (აღვიმსთობ) ადრე ადგომა, ასწრაფება.

Ⴀღმქმელი – მიმქმელი, ნათლია.

Ⴀღმღურევა – ნახე Ⴀმღურევა.

Ⴀღმხედრება – ნახე Ⴀმხედრება.

Ⴀღნაგი – ნაშენი, აღგებული.

Ⴀღნადგინები – უზომოდ გარდამეტებული ვალის სარგებელი, лихва, (ნ. Ⴀღდგენა).

Ⴀღნაქუსი – ფრასი, ჶრაზი გუარი წერილთ შეთხზჳსა, [ნ. Ⴀნაქვსი].

Ⴀღნთება – (აღვანთებ) ცეცხლის მოკიდება სანთელთა და მისთანათა.

Ⴀღნიშნვა – (აღვნიშნავ) დადება, დასმა ნიშნისა.

Ⴀღორთქლვა – (აღიორთქლვის) დაკლება ორთქლითა, ანუ სრულად აღლევა ნოტიოთა.

Ⴀღორძინება – (აღვაორძინებ, აღორძინდების) მომატება ანუ მოძრავობა მოზარდთა სხეულთა უმეტესისა მიმართ.

Ⴀღოხრება – (აღვაოხრებ) დაქცევა, დაშლა, დარღვევა, განადგურება.

Ⴀღპარსვა – (აღვჰპარსავ) აკრეჭა, აკვეცა.

Ⴀღრალები – ესრეთ იწოდებიან: ამარტა, ბროლი, ლაჟვარდი, ქარვა, ძოცი და მისთანანი, ხოლო სპეკალი ეწოდების ალმასსა, იაგუნდსა, ლალსა და სხუათა თუალთა პატიოსანთა.

Ⴀღრევა – (აღვურევ, აღვირევი) არევა აღზავება.

Ⴀღრიბაღრი – წელებისა და სადურიტის მწვადი.

Ⴀღრიცხუა – (აღვრიცხავ) დათულა, რიცჳს გამოცნობა.

Ⴀღრჩევა – (აღვარჩევ) მრავალთაგან გამორჩევა უკეთესისა.

Ⴀღსავალი – ქვეიდამ ზე ასასვლელი და რაჟამს ზეიდამ ქვეშთავალთ, ვუწოდებთ მას შტასავალად, ხოლო აღსავალნი არიან: კიბე ხეთა და ფიცართაგან ქმნილი დანდალოვანი; ხარისხი ქვითქირით შენებული; მექონოთი სრათა და ტაძართა კართ შესავალი ხარისხეული ბაქან-ბაქნად გარემოვლებული; მენაკი ცის მზობელობათა ხარისხი; კუარცხლბეკი დალიჭსა ზედა მჯდომარის ფერხთა სადგმელი; ამბიონი საკურთხეველთა ზედა აღსავალი // გალობა აღსავალთა ეწოდების რვა ხმათაგან სათქმელთა მუხლთა უწინარეს საცისკროს სახარებისა.

Ⴀღსაზრდელი.

Ⴀღსარება – (აღვუარებ) ქება, დიდება // განდობა ცოდუათა თჳსთა წინაშე მოზღუარისა // (აღვიარებ) წარმოთქმა სარწმუნოებისა.

Ⴀღსარება ანუ აღვიარება – სარწმუნოებისა ესე არს მრწამსი საქრისტიანო.

Ⴀღსასრული – დასრულება, გათავება.

Ⴀღსვარული – შესვარული, მოზელილი და გამომცხუარი.

Ⴀღსლუა – (აღვალ) მაღლა აღწევა.

Ⴀღსპობა – (აღვსპობ) აღხოცა, აოხრება ანუ მოსრვა.

Ⴀღსრულება – (აღვასრულებ, აღესრულების) გათავება // (აღესრულების) ახდენა // გარდაცვალება, [აღსასრული].

Ⴀღტაცება – (აღვიტაცებ, -ბი) მაღლა ატანა.

Ⴀღტეხა – იხილე Ⴀტეხა.

Ⴀღტყველვა – ორთავე ხელთა ზეამაღლეмბით შემოკურა, ტაშისცემა.

Ⴀღტყინება – (აღატყდების) აღგზება.

Ⴀღფრენა – (აღვჰფრინდები) ზეაღსლვა ფრენითა.

Ⴀღფუვება – (აღვაფუვებ) გაღვივება, მოდედება ცომისა.

Ⴀღფქურევა – (აღვაფქურევ) აღგვა, ამტვერება.

Ⴀღფხურა – (აღვჰფხური) ძირით ამოგდება (ნახე Ⴀღმოფხურა).

Ⴀღქმა – (აღვიქუამ) აღება ორისავე ხელით, მიქმა, გულთან დაჭერა // (აღექმის) მიკურა, ვითა მიწებება.

Ⴀღყუანა —

Ⴀღყუავება – (აღჰყუავდების) გამოსლვა ყუავივლთა.

Ⴀღშენება (აღვაშენებ) – აგება, დადგმა სახლთა და მისთანათა.

Ⴀღშკმა, აშკმა – (აღვაშკმობ, ვაშკმობ) დაღრენა პირისა.

Ⴀღშფოთება – (აღვაშფოთებ, აღვშფოთდები) განუსვენებლობა.

Ⴀღცრა – (ავსცრი) გაცრა, ანუ მიმობნევა.

Ⴀღძრუა – (აღვსძრავ, აღვიძრვი) განღვიძება, შეძრუა. // არევა, აღშფოთება.

Ⴀღძარცუა – (აღვსძარცავ) აქცევა.

Ⴀღწბა – (აღვსწბავ) ათქულეფა, შტანთქმა.

Ⴀღწერა – (აღვსწერ) თჳთოეულად დაწერა.

Ⴀღჭურვა – (აღვსჭურავ, აღვიჭურვი) განმზადება საომრად საჭურველითა.

Ⴀღხდომა  (აღვხდები) მაღლა ასლვა.

Ⴀღხილვა – (აღვიხილავ) თუალთ განღება // მაღლა ახედვა.

Ⴀღხმა – (აღვახვამ) გაღება // (აღვიხუამ) აღება.

Ⴀღხოცა – (აღვხოც) აღსპობა, უჩინო ქმნა.

Ⴀღსნა – (აღვხსნი) აშვება // განმარტება, თარგმანება.

Ⴀყვანა – იხილე აღყვანა.

Ⴀყირო – კვახი; ნახე Ⴂოგრა.

Ⴀყაყი —

Ⴀყიყი – აღატი, აქატი, ახატი.

Ⴀყრა – (ავჰყრი, ავიყრები) სხუაგან გარდასხლება // აძრობა, აცლა.

Ⴀყუდება – (ავეყუდები).

Ⴀშარული – ლერწმის კალთა (Ⴘარაგულთან ნახე).

Ⴀშენება – (ავაშენებ, ავშენდები) აგება (აღშენება ნახე) // გამდიდრება, გაჩენა სახლკარისა, მამულისა და სხ.