Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - страница 7



Ⴀღდგენა, აღდგინება – (აღვადგენ, აღვადგინებ) წამოყენება, წარმოდგენა // აღშენება, ანუ განახლება, ახლად აღგება // აღმართება, უკეთესს მდგომარეობაში მოყვანა // მკუდრეთით აღდგინება, განცხოველება.

Ⴀღდგომა – (აღვსდგები) დადგომა, წარმოდგომა, აღმსთობა // მიხდომა, ზედა დასხმა // აღჭურვა, შებმა ბრძოლად // ამოსლვა ქარისა, ავდრისა და სხ. // განცოცხლება, აღდგომა მკუდრეთით.

Ⴀღება – (აღვიღებ, ავიღებ) აზიდვა, მოსმა ხელის დავლებით // გამორთმევა სხუათაგან ხელდახელ, ანუ გამოგზავნით // მოგროვება, აკრეფა // აღება პირისა ე.ი. გაღება, განსმა.

Ⴀღება, აღებანი – აღების ღამე ანუ დღენი მარხვათ შემოსლჳს წინა დღენი ანუ ღამე.

Ⴀღებმიცემა —

Ⴀღელება, აღელვება – (ავაღელებ, აღელდების) აღძრვა ზღუათა, ფურთუნი.

Ⴀღვიარება – სარწმუნოების წარმოთქმა (ნახე Ⴀღსარება).

Ⴀღვირედი – რახტი, ოქროთი დაფერილი და მორთული ლაგამი.

Ⴀღვირი – ურგოლო.

Ⴀღვისტალი – ეჯიბი, ნაიბი.

Ⴀღვლენა,აღვლინება – (აღვავლენ, ვლინებ) ზე აგზავნა, შეწირვა.

Ⴀღვსება – (აღვავსებ, აღვივსები) სავსედ შექმნა // ვის შორისმე წარმოება რისამე // შესრულება, გათავება.

Ⴀღვსების – დღენი საუფლოს პასექის წინა დღენი.

Ⴀღზავება – განზავება (ნახე Ⴘეზავება).

Ⴀღზავებული – შერეული, აღრეული.

Ⴀღზუავება – (აღვზუავნები) გაამპარტავნება, განლაღება.

Ⴀღზრდა – (აღვზრდი, აღვიზრდები) განზრდა, გაზდა.

Ⴀღზრზინება – (აღვაზრზინებ) აღშფოთება, ატეხა.

Ⴀღთქვეფა – (აღვსთქვეფ) არევა, გაქნა, გათქვეფა.

Ⴀღთქმა – (აღვსთქუამ) შეთქმა, აკვეთა, საზღურის დადება, რათა არა გარდახდეს, // (აღვუთქვამ) დარწმუნება აღსრულებისათჳს რისამე // დაპირება, შერიგება, ფასის გარდაკვეთა.

Ⴀღიელი და მარღი – თუალთეთრი უშვერი, ცხურისფერთა თუალთა ეწოდების გრემა, უფრო მოთეთროთა და შვენიერთა – ჟივჟავი და ჟუჟუნა, მოლურჯოდ ჭრელთა – ჭროღა და მაჩხი.

Ⴀღივება – (აღივდების) აჯეჯილება ხახვის თავთა და მარცვალთა ნოტიოს ადგილში.

Ⴀღკაზმა – (აღვკაზმავ) მორთვა, განშვენება, მოკაზმა.

Ⴀღკარვება – ნახე Ⴀკარვება.

Ⴀღკვეცა – ნახე Ⴀკვეცა.

Ⴀღკმევა – (აღვაკმევ) საკმეველის აკომლება, დაკმევა შესაწირავად.

Ⴀღლევა – (აღვლევ) გალევა, მოლევა, ანუ აღსპობა. // ძველთა საჶილოსოჶოსოთა წიგნთა შინა აღლევა უხმარიათ ანალიტიკას მაგიერ.

Ⴀღლესვა (აღვლეს, -სავ) – საჭურველთ პირის განმახვა.

Ⴀღლოშნა (აღვლოშნი, -ნავ) – ალოკვა ანუ მოძოვნა.

Ⴀღლუმი – მეომართ ლაშკართ გაჩხრეკა.

Ⴀღმა – კვეიდამ მაღლა, შეღმა.

Ⴀღმართება – (აღვმართებ) აღდგინება, დადგინება; (აღვემართები) ადგომა, გამართვა.

Ⴀღმატება – (აღვემატები) უაღრესობის ქონება სხუათა ზედა.

Ⴀღმაფრენა – (აღმა-ვჰფრინავ) გონებით აღსლვა მაღალთა ჰაზრთა შინა.

Ⴀღმახვა – (აღვმახვავ) აღლესვა რკინის საჭურველთა.

Ⴀღმკული – განშვენებული, მორთული, მოკმაზული.

Ⴀღმოვსება – ნახე Ⴀმოვსება.

Ⴀღმოთხრა – (აღმოვსთხრი) ნახე ამოთხრა.

Ⴀღმოკითხვა – (აღმოვიკითხავ) წერილთ გამოცნობა, ანუ წარმოთქმა ხმით.

Ⴀღმონთხევა – (აღმოვანთხევ) პირიდამ წამოსხმა, წარმოთხევა.

Ⴀღმოსავალი – აღმოსავლეთი მზის ამოსლჳს მხარე.

Ⴀღმოსლვა – (აღმოვალ) ქვეიდამ ზევით კერძო ძრვა, ამოსლვა.

Ⴀღმოფუვილი – რევა ფუთფუთით, ფუვილით.

Ⴀღმოფხურა – (აღმოვჰფხური) ძირით ამოღება, ამოგდება.

Ⴀღმოქმნა – (აღმოვიქმ) ამოთხრა ანუ ამოტანა შენებით.

Ⴀღმოყუანა, აღმოყუანება – (აღმოვიყუან, -ნებ) მაღლა ამოზიდვა.

Ⴀღმოჩენა, აღმოჩინება – (აღმოვაჩენ, -ჩინებ) უცილობელად წარმოჩინება, დანახება სინამდჳლისა სიტყჳსა, ანუ საქმისასა კმაჲთა მიზეზითა.

Ⴀღმოჩინება – იგივე სახელზმნად.

Ⴀღმოცენება – (აღმოვაცენებ) მიწით აღორძინება მცენარეთა, (აღმოსცენდების) იგივე ვნებითად.

Ⴀღმოცოხნა – (აღმოიცოხნის) რომელთამე ოთხფერხთაგან პირში ამოღება ნაჭამთა და მეორედ დაღეჭით შთანთქმა.

Ⴀღმოხდომა – (აღმოხდების) აღმოსლვა, ანუ აღმოცენება.

Ⴀღმსაარებელი – სარწმუნოების მთქმელი, დამამტკიცებელი // ვნებული, წამებული სარწმუნოებისათჳს // აღსარების მთქმელი, გასანდობი მოძღუართან.