Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - страница 36
Ⴂჳრგჳნოსანი – გჳრგჳნის მქონებელი.
Ⴂჳრგჳნოსან ყოფა – (გჳრგჳნოსან ვჰყოფ, ვიქმნები) გჳრგჳნის დადგმა, დაგჳრგჳნება, შემკობა გჳრგჳნითა.
Ⴂძღარბი, ძღარბი, ზღარბი – ესე არს უდიდესი, რომლისა სიდიდე არს ვიდრე მტკაველადმდე, ხოლო პატარას ჰქვიან გძუძი, ბუძგი და ზღჳსას – ექინი.
Ⴃ
Ⴃ – ასოსა ამას ზედა ქარაგმიანნი ლექსნი არიან: დბ~ა – დიდება; დბ~ლი – დიდებული.
Ⴀსასოსა ამას აქუს ერთი ზედდადებული ზმნათა, რომელია და. Ⴋაგალითად: დავალ, დამაქუს, დავსწერ და სხ. Ⴑა იშვიათ დაერთვის ესე სხუათა ზედდადებულთა, დამო, ვითარ დამოკიდება, დამოდინება და სხ.
Ⴃ დაერთვის ბოლოდ სახელთა, ანუ მარტო, ანუ სხუათა თანდებულთა თანა და ჰნიშნავს მოძრავობასა. Ⴋაგალითად, წარვიდა მთად, ქალაქად, ცად მიმართ, აღვიდა Ⴈერუსალიმად, ვიდრე ნათესავადმდე; ცადმდე, ღრუბელთადმდე; ზღუადმდე, მდინარედმდე; სიღრმედ მიმართ ქუეყანად.
Ⴀმგუარად დ დაესხმის სახელთა პირთასა და ჰნიშნავს მიღებასა წოდებისა ანუ ხარისხისასა. Ⴋაგალითად, ეკურთხა მეფედ, დიდგინა მთავრად, მსაჯულად; ხელდასხმულიქნა მღუდელად, შედგა ბერად და სხ.
Ⴄსევე დაერთვის ბოლოდ ზედშესრულთა სახელთა და შესცულის მათ ზმნისზედად. Ⴅითა კეთილი – კეთილად, ბოროტი – ბოროტად, შავი – შავად, თეთრი – თეთრად. Ⴞოლო მდაბიურად ნაცულად დ ხმარობენ თ: კარგი – კარგათ, ავი – ავათ, სწორე – სწორეთ და სხ. (ნახე Ⴇ).
Ⴃა – კავშირი შეერთებითი. Ⴋაგალითად: Ⴎეტრე და Ⴈოანე. Ⴅსწერ და ვჰკითხულობ; ეს დონ-ანი ნიადაგ დაიწერების მობმით, ანუ ზედშესრულად და ამითი განირჩევის სახელისაგან და, დაჲ და სხუათა ადგილთა, სადაცა და ერთად შეხუდებიან, მაგალითად, დავსწერ, დავიძინებ, გარდავალ, უჯერო არს ესრეთ: და ვსწერ, და ვიძინებ, გარ და ვალ და სხ., რამეთუ მობმა და არს მხოლოდ კავშირისა, ვითა ლათინური v.
Ⴃა, დაჲ – ამით სახელითა უწოდებენ ურთიერთ ქალნი, შობილნი ერთისა დედ-მამისაგან, ეგრეთვე ძმანი მათნი. // კუალად უწოდებენ მოლოზანნი ურთიერთსა.
Ⴃაავლება – (დავავლდები) მოუძლურება, მოღალვა.
[Ⴃაამება – ნახე Ⴀმება]
Ⴃაარსება – (დავაარსებ) არსებად მოყვანება.
Ⴃაარსებული – არსებად მოსული.
Ⴃაბა, დაბნები – შენობა, სოფელი (იხილე Ⴀკლდამა).
Ⴃაბადება – (დავჰბადებ, დავიბადები) შექმნა, წარმოება, დასაბამის მიცემა, ანუ მიღება, ანუ შობა // მთოვარის დაბადება, ე.ი. განახლება.
Ⴃაბადება – პირველი წიგნი მოსესი შექმნათა, ანუ შესაქმისა. // ესევე ეწოდების სრულიადსა წიგნსა ძველისა და ახლისა აღთქმისა.
Ⴃაბადებული – ქმნული, რაჲცა დაარსებულ არს ღვთისაგან.
Ⴃაბალთვა – (დავბალთავ) მრავალთა დაჭრა, დაკოდა ან დახოცა.
Ⴃაბალი – არა მაღალი შესახედავითა სხვათ შესწორებულად; ხოლო მდაბალი გულით არა ზვავი, თავდაბალი (იხილენ თჳსთა ადგილთა).
Ⴃაბალითება – დაშოშმინება.
Ⴃაბანაკება – (დავიბანაკებ) კრებულად დადგომა ერთს ადგილს. // აღჭურვა, დადგომა სალაშქროდ.
Ⴃაბანაკებული – დავანებული.
Ⴃაბანვა – (დავჰბან, დავიბან) განბანა, გარეცხა ტანისა.
Ⴃაბარება – (დავაბარებ) პირად შეთულა საქმისა სხვასთან; // (დავიბარებ) ბრძანებით ან თხოვით სხვაგნიდამ მოყვანინება ვისიმე, ან მოტანინება რისიმე.
Ⴃაბარვა – (დავბარავ) ბარით გარდათხრა მიწისა.
Ⴃაბაღი – მეპრატაკე.
Ⴃაბდაბი – დაფი და დაფდაფი.
Ⴃაბებკული – დაკონკებული, დაძონძებული.
Ⴃაბეგვა – (დავბეგვ) ცემა, ანუ დაცეხვა, დაძეძკა, დაბეჟვა.
Ⴃაბეჟვა – (დავბეჟავ) ცემით დარბილება, მაგალითად, მკვახეთა ხილთა და მისთანათა.
Ⴃაბერება – (დავაბერებ, დავბერდები) მოხუცება.
Ⴃაბერვა – (დავჰბერავ) საკრავთ დაკურა შთაბერვით.
Ⴃაბეჭდვა – (დავბეჭდავ) დატჳფრვა, ბეჭდის დასმა. // სტამბაში წიგნის გამოყუანა.
[Ⴃაბზარვა – ].
Ⴃაბინავება – (დავბინავდები) დასახლება, ბინის დადება.
Ⴃაბირი – აღმართებული თხემი წმიდა წმიდათასი.
Ⴃაბლა – ზმნისზედა, დაბლა ქვევით.
Ⴃაბლაგვება – (დავაბლაგვებ, დაბლაგუდების) მახვილი პირის მოცვეთა, დაჩლუნგება.