Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - страница 38



Ⴃავარდნა – (დავვარდები) უკან დარჩენა დაღალვისაგან. // ჩამოვარდნა, დავრდომა, ხმის დავარდნა განთქმა, განფენა.

Ⴃავედრება – (დავავედრებ) დაბარება, შეთულა.

Ⴃავთარი – აღწერა, ანუ წიგნი შტასაწერი სახსოვართა.

Ⴃავთარ ტარუღა – აღწერის მოხელე და შემნახავი მისი.

Ⴃავითნი – წიგნი ფსალმუნთა Ⴃავით მეფისა და წინასწარმეტყველისა.

Ⴃავიწყება – (დავივიწყებ) აღხოცა ხსოვნისაგან.

Ⴃავლა – ალაფი ნაშოვარი.

Ⴃავრდომა – (დავვარდები), დაცემა, ან პირქვე დამხობა.

Ⴃავრდომილი – სამდიდრისაგან დაცემული.

Ⴃავსება – (დავავსებ) დაშრეტა, გაქრობა.

Ⴃაზავება – (დავაზავებ, დავეზავები) დაგება, დარიგება, დამშვიდება.

Ⴃაზამთრება – (დავიზამთრებ) ზამთარს დადგომა სადმე.

Ⴃაზარება – (დავიზარებ) ზარობა, გვიანობა, უნდომლობა საქმისა.

Ⴃაზარებული – ზარმაცი, მცონარი, დაგვიანებული.

Ⴃაზახება – (დავიზახებ) დაძახება, შეძახება, ხმამაღლად ღაღადება.

Ⴃაზგა – წიგნთ საბეჭდავი იარაღი მისის მომართულობით, ეგრეთვე სამუშაო სტოლი მკერვალთა, მექუდეთა და სხვათა ხელოსანთა.

Ⴃაზელა – (დავზელ) ხელით თელვა რბილისა რისმე, ვითარ ცომისა და მისთანათა, ანუ ნიჩბით არევა კირისა შენობათათჳს.

Ⴃაზვერვა – (დავზვერავ) განმსტურობა, მიპარვით გასინჯვა.

Ⴃაზვინება – (დავაზვინებ) დაგროვება, ზვინად დადგმა, დასხმა.

Ⴃაზმა – ხანისა დროს გატარება, დადგომა გრძლად, დაგვიანება.

Ⴃაზმული – იხილე Ⴞანდაზმული.

Ⴃაზოგვა (დავზოგავ) გამოზოგება ან გაფრთხილება.

Ⴃაზრობა – (დააზრობს, დასძრავს) ყინვისგან დაწვა, გახმობა, დასუსხვა.

Ⴃაზულევა, დაზღულევა – (დაიზულევის, დაიზღულების) მომზღულევა, დარღვევა, ჩამოწოლა, დაქცევა, დანგრევა.

Ⴃაზღვევება – (დავაზღვევებ) ზღვედ დასხმა.

[Ⴃაზღმურდლვა – ნახე Ⴀთქჳრება].

Ⴃათანხმება – (დავეთანხმები) თანხმობის მიცემა.

Ⴃათენთვა – (დავითენთები) მოშვება ტანისა მზეზედ ძილისგან, ანუ სასმელთაგან.

Ⴃათესვა – (დავსთეს) შთაბნევა ანუ შთასხმა მიწასა შინა თესლეულთა აღსაორძინებელად მოსავალთა.

Ⴃათულა – (დავსთული) აღრიცხვა.

Ⴃათმენა – (დავითმენ) მოჭირვება, მოთმენა, გაძლება.

Ⴃათმობა – (დავუთმობ, დავსთმობ) დათმენა. // მიტევება შეცოდებისა. // დანებება, ჩუქება, ან ხელის აღება.

Ⴃათრგუნვა – (დავსთრგუნავ) ფეხით გასრესა, გატკეპნა.

Ⴃათრევა 

Ⴃათრთვილვა – (დასთრთვილავს) თრთვილით დაზრობა.

Ⴃათრობა – (დავათრობ, დავსთურები) გაბრუჟება ღვინით, ანუ სხვა სასმელით.

Ⴃათჳ – მხეცი, ბრანგჳ. // თანავარსკულავედი ჩრდილოეთისა, რომელსა მსოფლიონი უხმობენ რვილად. // ბუღაურსაც ეწოდების.

Ⴃათხევა – (დავსთხევ, დაითხევის) დაღურა, დაქცევა.

Ⴃათხოვა – (დავითხოვ) გაშვება,. // უარის თქმა. // (დავეთხოვები) გამოთხოვა წასასლველად.

Ⴃათხრა – (დავსთხრი) შეთხრა მიწისა. // თუალების დათხრა, აღმოხდა, ამოჭრა თვალის კაკალთა დასაბრმავებლად.

Ⴃაირა – დაფი, ებანი.

Ⴃაისი, დაისით – ლოცვა ღამისთევა, პირველ ღამით გარდახდა მწუხრისა და ცისკრისა ერთად.

Ⴃაკავება – (დავიკავებ) დაჭერა, დახუთვა.

Ⴃაკავშირება – (დავაკავშირებ) გატეხილთა მატალლის ჭურჭელთა შეძერწება, დაკოწიწება გადნობილითა კალითა, ტყვიითა.

Ⴃაკაკვა – დაკამკამება (ნახე Ⴃახამხამება).

Ⴃაკარგვა – (დავჰკარგავ, დავიკარგები) გადავარდნა უამბვოდ. // ზოგჯერმე ითქმის დატყვევებად; დაიკარგა ლეკში, თათარში და სხ.

Ⴃაკარგული – ურგებად გარდაგდებული, გადავარდნილი ან დატყვევებული.

Ⴃაკარვება – (დავიკარვებ) დავანება, დადგომა სადმე კარვებით.

Ⴃაკარწახება – (დავიკარწახებ) წვივთ გაშიშულება წყალში გასასვლელად.

Ⴃაკაფვა – (დავჰკაფავ) მოჭრა, მოკვეთა ფიჩხთა, ნოშოთა და მისთანათა.

Ⴃაკაწრვა – (დავჰკაწრავ, დავიკაწრავ) დაგლა, დაფხაჭნა კანისა სისხლის გამოდენადმდე.

Ⴃაკემსვა – (დავჰკემსავ) წურილად დაჭრა.

Ⴃაკეპა – (დავჰკეპ) დაჩქლეთა, დაწურილება, დაჭრა.

Ⴃაკეპილი – (ხორცი, კომბოსტო და სხ.) წურილად დაჭრილი.

Ⴃაკერება – (დავაკერებ) გაცვეთილზედ საკერებლის დადება.