Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - страница 39



Ⴃაკეტა – (დავჰკეტ) დახშვა, დაკრძალვა კართა, კლიტის დადება.

Ⴃაკეცა – (დავჰკეც) გაშლილის მოხრა, მოკაკვა ან შეხვევა.

Ⴃაკვებება – (დაეკვებების) ლექსი ესე იხმარების ახალ წელიწადს ამაოდ მორწმუნეთა კაცთაგან, რომელნიც ჰგონებენ რეცა მას დღესა ვითარნი იქმნებიან შემთხვევანი სასიამოვნონი თუ უსიამოვნონი, ეგრეთ განატარებენ იგინი მრთელსა წელიწადსა.

Ⴃაკვეთება – (დავაკვეთებ, დავეკვეთები) დაცემა, დახეთქება, დახლა. // დაეკვეთების შეხუდების, შეემთხვევის.

Ⴃაკვეცა —

Ⴃაკიდება – (დავჰკიდებ) მაღლა შეკიდება. // თავის დაკიდება, ჩამოკიდება, მოხრა, დაფიქრება.

Ⴃაკირთება – დამონება (ნახე Ⴉირთება).

Ⴃაკირთებული – დამონებული.

Ⴃაკლება – (დავაკლებ, დავიკლებ) დამცირება, დამდაბლება ან მოკლება. // ფასის დაკლება ჩამოსლვა ფასზედ.

Ⴃაკლვა – (დავჰკლავ, დავიკლვი) საკლავთა ცხოველთა მოკლვა დანითა საჭმელად.

Ⴃაკმაზვა – (დავჰკმაზავ) შეკმაზვა, მორთვა მრავალთა ცხენთა. // დარკვევა ხორბლისა.

Ⴃაკმევა – (დავაკმევ) აღკმევა (ნახე კმევა).

Ⴃაკნინება – (დავაკნინებ) დამცრობა, დამდაბლება.

Ⴃაკოდვა – (დავჰკოდ, -დავ), დაჭრა, დაწყლულება. // შეშის დაჭრა, დაპობა. // დასაჭურისება ცხოველთა. // გამოპირვა წისკვილის ქვებისა.

Ⴃაკოდილი – დაჭრილი, დასერილი. // დაჭურისებული, კოდილა, ჭედილა.

Ⴃაკოწიწება – (დავაკოწიწებ) დაკავშირება ჭურჭელთა, უფრორე თიხისათა.

Ⴃაკრება ქჳსა ანუ ქვითა – (დავჰკრებ) დაქოლვა, მოკუდინაბა ქჳს სროლით;.

Ⴃაკრეფა – (დავჰკრეფ) მოგლეჯა ხილთა, მხალთა და მისთანათა.

[Ⴃაკრვა – დაკურვა]

Ⴃაკრულვა – (დავჰკრულავ) კრილად შექმნა, შეჩვენება.

Ⴃაკრუტვა – (დავჰკრუტავ) დაფახვა თვალთა, მცირედ დაჭუჭვა.

Ⴃაკრძალვა – (დავჰკრძალავ) დახშვა, დაკეტა, ფრთხილად შენახვა.

Ⴃაკჳრვება – (დამიკჳრდების) დიდად განცჳფრება // თუალს დავაკჳრვებ დასტერება, გრძლად სინჯვა.

Ⴃალაბრა – ჩლუნგი, გაულესავი საჭრელი იარაღი.

Ⴃალაგება – (დავალაგებ) დარიგება, თჳს თჳს ადგილს დაწყობა მრავალთა.

Ⴃალალი – ფერეზიკი, სავაჭროთ მატარებელი განსაფარდველად.

Ⴃალალი – ჭავლი, გრძლად დაწნული თმა ქალთ მოსართავად (ნახე Ⴇმა).

Ⴃალაპარაკება – (დაველაპარაკები) დაბაასება, შეცილება ლაპარაკით.

Ⴃალაქი – ვარსიმი.

Ⴃალბობა – (დავალბობ, დალბების) ხმელის დარბილება წყალში.

Ⴃალევა – (დავლევ, დაილევის) სმა, შესმა ნოტიოთა. // გამოლევა, დასრულება, გათავება.

Ⴃალეკა, დალეკება – (დაილეკს) ძირს წასვლა თხლისა.

Ⴃალეწა – (დავლეწ) დამტურევა, დამუსრვა, დარეგვა.

Ⴃალიჭი – ტახტი დასაჯდომელი დიდებულთა (ნახე Ⴑკამი).

Ⴃალორტება – (დავლორტდები) სრულიად დასველება, გალუმბვა.

Ⴃალოცვა – (დავლოცავ) მიცემა ლოცვისა, კურთხევისა, ლოცვით განმტკიცება.

Ⴃალპობა – (დავალპობ, დალპების) წახდენა ნივთთა ლპობითა.

Ⴃალტობა – (დავალტობ) დასველება.

Ⴃალურსვა (ცხენმა ყურები დაილურსა) შიშიგან, ანუ ალღოსგან ყურების ცქვეტა, აღმა აწევა და დაღება, მომზადება სასმენელად.

Ⴃალურსმვა – (დავლურსმავ) დაჭედა, ლურსმებით მიკურა.

Ⴃალურჯება – (დავალურჯებ, დალურჯდება) დალებვა, ლურჯად შექმნა.

Ⴃამადლება – (დავამადლებ) დავალება, დამუნათება. // (დავუმადლებ) მადრიელობის მოხსენება, ან გარდახდა სიკეთისა.

Ⴃამალვა – (დავმალავ, დავიმალები) დაფარვა, ფარულად შენახვა.

Ⴃამანი – ბროლი გათლილი ანუ მრგუალი, რომელიცა მზის სხივთა განჭვირვით ცეცხლს მოუკიდებს აბედსა და მისთანათა.

Ⴃამართება – (დავმართებ) ქვედაღება, დაწევა; (დავემართები), ქვედადრეკა. // ხელის დატანება, აღპყრობა. // (დაემართების, დაემართა) შემთხვევა.

Ⴃამარილვა, დამარილება – (დავმარილავ, -ლებ) მარილის შეყრა ან ჩადება მარილში.

Ⴃამარხვა – (დავიმარხავ) შენახვა, დაცვა. // (დავმარხავ) დაფლვა მკუდართა, დასაფლავება.

Ⴃამარხვება – (დამარხუდების) მარხვის დადგომა, შემოსლვა.

Ⴃამასხი – ერთგუარი ქლიავი და უფრორე დამასკოს ქალაქის ადგილისა, რომლისაგანცზ დარქმევია სახელი, ხილი მისი.