Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - страница 41



 – (დავნალავ) ნალების მიკურა ფეხსაცმელთა, ანუ ცხენთა ფეხებზედ.

Ⴃანამასტაკი – თეთრი საკმელი.

Ⴃანანება – (დავანანებ, დავინანებ) შენანება დანაშაულისა.

Ⴃანარჩუნება – (დავანარჩუნებ) დაგდება, დატევება. // (დავინარჩუნებ) მითჳსება, შენარჩუნება.

Ⴃანარცხება – (დავანარცხებ) დაცემა, წაქწევა ძლიერად.

Ⴃანატრება – (დავნატრო, -რებ) ნეტარების შესხმა. // ბაძით სურვილი, გვაჯიობა.

Ⴃანატრულება – (დავნატრულდები) ფრიადი ნდომა და ვერ შოვნა რისამე, ნატრულად შექმნა.

Ⴃანაყვა – (დავნაყავ) დაძეწკა, დაცეხვა, დაფქვა როდინით.

Ⴃანაშაული – ბრალი, შეცოდება.

Ⴃანაძლევება – (დავნაძლევდები, დავენაძლევები) შეცილება სანაძლეოს დადებით.

Ⴃანახეთქი – ნაპრალი წიასავალად შეუძლებელი, დიდი ფლატე მომზღულეული.

Ⴃანგი – წონა 3 კერატისა, ანუ 12 ქერის მარცულისა, ხოლო 20 დანგი 1/6 არს ერთი სატირი, ანუ ერთი დიდრაქმა; არამედ საზოგადოსა შინა ხმარებასა დანგი არს მისხლის მეექვსედი, ანუ ერთის ვეცხლის შაურიანის წონა, რამეთუ 6 შაური ძველი Ⴒფილისის ვეცხლის ფული არს ერთი მისხალი. Ⴄსე იხილების ძველთა შინა თამასუქთა, სადაც ვითარება ვეცხლის ფულთა ესრეთ აღწერილ არს: ავიღე ამდენი თუმანი ქალაქის სირმა აბაზი ოთხ დანგიანი და სხ. (ნახე Ⴊიტრასთან).

Ⴃანდალი – კიბეთ შუა სიგანეზედ გახიდული საფეხურნი ფიცარნი.

Ⴃანდალუკი – გჳნი, ანუ სენი თუალთა სიყვითლისა.

Ⴃანდობა – (დავანდობ) მძიმის რისამე დადგმა მაგარსა ქვეშე შესადგმელსა ზედა. // (დავინდობ) გატანა, შერჩენა ვისიმე ერთგულად. // (დავენდობი) ნდობა, მინდობა, იმედის დადება ვისმე ზედა.

Ⴃანდური – მსუქანა, კატაკანო.

Ⴃანებება – (დავანებებ) დათმობა, ნებაზედ მიგდება. // (დავნებდები) სხვის ნებაზედ თავის მიცემა.

Ⴃანერბვა —

Ⴃანერგვა – (დავნერგ, -გავ) დასხმა მცენარეთა მიწასა შინა. // დაშენება, დამკჳდრება კაცთა.

Ⴃანესტვა – დაბერვა, დაკურა ნესტუთა, ბუკტაბლაკთა და მისთანათა.

Ⴃანეშტებული – დანაშთენი, დანარჩენი, სხვა, შემდგომი.

Ⴃანეცვა – (დავუნეცავ) პურის დამტურევა, ანუ დაგება.

Ⴃანთქმა – (დავანთქამ, დავინთქმი) დაღუპვა.

Ⴃანიად – განთიად, დილით ადრე.

Ⴃანიშნვა – (დავნიშნავ, დავინიშნები) აღნიშნვა, ნიშნის დადება. // დაწინდვა, მადლის გარდახდა საქორწილოთათჳს.

Ⴃაობლება – (დავობლდები) დედისა ან მამის მოკლება, ანუ ორთავე ერთად.

Ⴃაოდვა – (დაოდავს) მოსავალთ წახდენა ცხარის მზისაგან ნაწვიმარზედ.

Ⴃაოკება – (დავიოკებ) მიცემა მრავალთადმი საკმაოს საზრდელისა.

Ⴃაოლვა – {ნახე Ⴍლვა}.

Ⴃაორსულება – (დაორსულდების) მუცლადღება, გუნებანაქცევად შექმნა დედათა.

Ⴃაპატიმრება – (დავაპატიმრებ) დატუსაღება, დასმა პატიმრად.

Ⴃაპატიჟება (დავჰპატიჟებ) მიწვევა.

Ⴃაპება სამოსლისა დაპობა, დახევა, დაგლეჯა.

Ⴃაპებული – დაგლეჯილი, დახეული.

Ⴃაპირება – (დავაპირებ) განზრახვა, მონდომება, მომზადება. // (დავჰპირდები) პირობის მიცემა.

Ⴃაპობა – (დავაპობ) დაჩეხა, დაჭრა შეშისა.

Ⴃაპყრობა – (დავიპყრობ) დაჭერა.

Ⴃაჟარვა – დაზრობა, დაძრობა სიცივით.

Ⴃაჟეჟა – (დავჟეჟ) დაბეგვა, გალახვა.

Ⴃაჟინება – (დავიჟინებ) ახირება, ატეხა. // (დავუჟინებ) იძულება.

Ⴃაჟღლა – (დავჟღლი, დაიჟღლების) მეტალლთ შედრეკა ადგილადგილ, ანუ დაბზარვა მარგალიტთა.

Ⴃარაბა – დუქანთ ასაფარები ფიცრები, გინა სხვა იმ სიზრქედ დახერხილი.

Ⴃარაზმულობა – რაზმი, დაწყობილება ლაშქართა.

Ⴃარაკ – {დარაკი – ფარი, დარაკიანი, ფაროსანი, ფარით ჭურვილი – Ⴃავით Ⴙუბინაშვილის Ⴕართულ-რუსული ლექსიკონი}.

Ⴃარანი – ნაპრალი კლდესა, ანუ მიწასა შინა.

Ⴃარაჯა – მცველი მიჩენილი დასაცველად. Ⴀმისნი სახენი: გუშაგი ციხეთ დარაჯა, ანუ მეციხოვნენი, ებგური მაღლის ადგილიდამ მოდარაჯე, მსტოვარი, აეშაგი დამზვერავი მტერთა ადგილისა და ლაშქრისა (თურქთა ენით ჯაშუში), ტალა მოგზაურთა ღამის მოდარაჯე, დეტი დღისით შორიდამ მომზირალი, ხუმილი ანუ მხმილავი მცველი პატრონის კართა, ანუ ხვასტაგთა თანა რამის მთეველი, კერკეტონი ღამით მოარულნი ბოროტთა კაცთა შესაპყრობად.