Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - страница 43
Ⴃასახვა – (დავსახავ) გამოსახვა, ანუ სახით მიმსგავსება.
Ⴃასაჯდომელი – ადგილი დაჯდომისა, დასასხდომი.
Ⴃასერვა – (დავსერავ) დაჭრა, დაკოდვა.
Ⴃასველება – (დავასველებ) დალტობა ნოტიოთი რითმე.
Ⴃასვენება – (დავასვენებ) პატივით დადება, ანუ დადგმა სადმე (ითქმის ხატთათჳს, მიცვალებულთა და სხ.). // (დავისვენებ) შესვენება, მოსვენება მცირეს ჟამს.
Ⴃასთვა – (დავასთავ) დართვა, ტარის ბრუნებით კეთება მკედთა.
Ⴃასი – გუნდი, წესი ანუ ხარისხი ანგელოსთა, რომელნიცა არიან ცხრანი: 1. საყდარნი, 2. ხელმწიფებანი, 3. ძალნი, 4. მთავრობანი, 5. უფლებანი, 6. ხერუვიმნი, 7. სერაფიმნი, მთავარანგელოსნი და 9. ანგელოსნი. // გუნდი მხედრობათა, ანუ კრებული.
Ⴃასივება – (დასივდების) დაშუპება, დაჯირჯვება, ამობერვა რომელთამე ადგილთა სხეულისათა სისხლის მოდგომისგან, ანუ სინედლის მანკისგან.
Ⴃასკუნა – (დავასკუნი) სიტყჳსა ან საქმის დამტკიცება შეუშლელად.
Ⴃასლვა – (დავალს) მზის ჩასლვა, დახდომა.
Ⴃასმა – (დავსვამ) დაჯდინება, მრავალთათჳს ითქმის დასხმა. // დაწერა, ვითარ დასმა ასოსი, დასხმა ასოთა. // დასმა მეფედ, ხელმწიფედ, მიღება, აღსარება მეფედ.
Ⴃასმენა – (დავასმენ) დაბეზღება, შესმენა.
Ⴃასნატული – ნატით მოკრული, მოფენილი, მორთული.
Ⴃასო – სიხშო მაღნარისა, ფიჩხნარისა და მისთანათა.
Ⴃასობა – დას-დასად დგომა, ჩარიგება.
Ⴃასობა – (დავასობ) დარჭობა ლახურისა, ისრისა და მისთანათა.
Ⴃასოველება – ნახე Ⴃასველება.
Ⴃასრულება – (დავასრულებ) გათავება.
Ⴃასტა – 24 ფურცელი ქაღალდისა ერთად დაწყობილი. // გუნდი, დასი მხედრობისა.
Ⴃასტამალი – მჩვარი გასაწმენდი ჭურჭელთა, ანუ პირდასაცმელი კოკათა და მისთანათა.
Ⴃასტამბო – პუმპულა, პატარა ნესვი.
Ⴃასტანაგი – ქალთ სამკლავე (Ⴋელავანდი ნახე).
Ⴃასტაქარი – ნახე Ⴃოსტაქარი.
Ⴃასტური – უსაცილო, უიჭველი. Ⴃასტურად მართლად. // ნების დართვა.
Ⴃასუნთქვა – (დასუნთქავს) გესლიანთა მძრომთაგან ზედ გარდავლით დაცოფვა, დაშხამვა, ცხოველთა ტანისა, ანუ ხილთა და მდელოთა ზედა დატევება შხამისა, რომელთაცა ჭამა სავნებელ იქმნების.
Ⴃასუსტება – (დავასუსტებ, დავსუსტდები) მოუძლურება.
Ⴃასუსხვა – (დავსუსხავ) ჯინჭრის ეკლიანთა ფურცელთა შეხებით დაწვა ტანისა, ანუ ყინვისა და სიცივისგან წახდენა მოსავალთა.
[Ⴃასქდომა] —
Ⴃასწავლა – (დავასწავლი, დავისწავლი) სწავლის მიცემა, ან მიღება, დაჩვევა.
Ⴃასწრება – (დავესწრები) დახვედრა, შეხდომა სხვასთან.
Ⴃასწრობა – (დავასწრობ) თჳსსა დროსა, ანუ უწინარეს სხჳსა შესრულება.
Ⴃასხვეპა – (დავსხვეპ, -პავ) მხალთაგან დამპალთ ფურცელთ დაგლეჯა, გარჩევა, გაფურჩნვა.
Ⴃასხდომა – (დავსხდებით) მრავალთ დაჯდომა.
Ⴃასხლეტა – (დავსხლეტ, დასხლტება) უეცრად გავარდნა, გაგდება.
Ⴃასხმა – (დავასხამ) გადმოღება ნოტიოთა სასმისსა ზედა, ანუ წუნიანთა ჭურჭელსა ზედა და სხ..
Ⴃასხმა – (დავასხამ) დანერგვა ხეხილთა და სხვათა მცენარეთა.
Ⴃასხმა – ხელთა (ხელს დავასხამ) კურთხევა თავზედ ხელის დადებით, სამღუდელოს ხარისხის შემოსვა. // დაჭერა, დაპატიმრება.
Ⴃასხმა – (დავსხამ) დაჯდინება მრავალთა.
Ⴃასხმა – (დავსხამ) დაწყობა მრავალთა ნივთთა რიგზედ, ანუ სათამაშოთა ჭადრაკის პაიკთა და მისთანათა. // შემოკრება, განკარგვა.
Ⴃასხმა – (დავესხმი) მტრისაგან უცებად მიხდომა, ზედადასხმა.
Ⴃასხმა – (დაისხამს, დაისხა) მოსხმა, გამოღება ხილთა მცენარეთაგან (ერთისთჳს ითქმის მობმა).
Ⴃასჯა – (დავსჯი, დავისჯები) გამტყუნება, ბრალეულად გამოჩენა. // გარდახდევინება, განპატიჟება.
[Ⴃატანება] —
Ⴃატაცება – (დავიტაცებ) ტაცება მრავალთაგან.
Ⴃატევება – (დავუტევაბ) დაგდება, დაშვება, ხელის აღება, თავის დანებება, განშორება.
Ⴃატევნა – (დავიტევ, დავეტევი) საკმაოს ადგილის მიღება, ანუ ქონება.
Ⴃატეხა – დატეხილქმნა, დამხობა, დაცემა. // ვალის დატეხა ვალში ჩავარდნა, რომ ვერ გარდიხადოს.
Ⴃატირება – (დავიტირებ) ტირილით მოთქმა.
Ⴃატიტული – უზომოდ დამლაშებული, გარდამეტებით დამარილული (ნახე