Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - страница 45
Ⴃაღმეჭა – (დავიღმეჭ, დავიღმიჭები) დაღრეჯა, შეჭმუხნვა პირისსახისა.
Ⴃაღონება – (დავაღონებ, დავღონდები) მწუხარებით დაფიქრება. // მიუხდომელობა, ვერ მოგუარება საქმისა.
Ⴃაღონებული – დაფიქრებული.
Ⴃაღრეკილი – დახუთვილი, დაგრეხილი სენითა.
Ⴃაღრეჯა – (დავიღრეჯ, დავიღრიჯები) დაღმეჭა, დაჭკნობა პირისსახისა.
Ⴃაღრომილი – დაღონებული, ანუ დაღრეჯილი.
Ⴃაღრძობა – (დავაღრძობ, დაიღრძობის) ბედითად ან შიმშილით ჩაკუდომა, წაღრძობა.
Ⴃაღრჭენა – (დავიღრჭენ) ღრჭენა, ღრაჭუნი კბილთა (.
Ⴃაღუდუდება – (დაღუდუდდების) მწერთ ნაკბენისგან ტანის დაწითლება ადგილ-ადგილ და ამოჯდომა (ნახე Ⴖუდუდი).
Ⴃაღუპვა – (დავღუპავ, დავიღუპები) დანთქმა, ჩაძირვა წყალში.
Ⴃაღურა – (დავღური, დაიღურების) დათხევა, დაქცევა ნოტიოთა.
Ⴃაყენება – დავუყენ თვალებს.
Ⴃაყვავება – (დავუყვავებ) დაამება, დამშვიდება ტკბილის საუბრით.
Ⴃაყვავილება – (დაიყვავილებს) დაცვივნა ყვავილისა მცენარეთაგან.
Ⴃაყვენვა – (დავიყვენ) მოპარსვა, მოკრეჭა, აკვეცა თმათა.
Ⴃაყივლება —
Ⴃაყმედნა – {დაყმედა – მომშევა, დამშევა – Ⴑაბას ლექსიკონი}
Ⴃაყოფა – (დავჰყოფ) დადგრომა სადმე, მოცდა ან დაგვიანება.
Ⴃაყოფა – პირისა (პირს დავუყოფ) გამტყუნება კაცთა, დადუმება, დაჩუმება. // მხეცთ პირის შეყურა.
Ⴃაყუდება —
Ⴃაშავება – (დავაშავებ) გაშავება, შავად შექმნა. // შეცთომა, შეცოდება (ნახე Ⴃამნაშავე). // (დავაშავებ, დავშავდები) გვამის ასოს მოკლება.
Ⴃაშავებული – შავად შექმნილი. // მოკლებული რომელისამე ასოსაგან.
Ⴃაშაშრვა – (დავშაშრავ) შაშრით დასერვა, ანუ ფეხშიშველა სიარულით დაკაწრვა ფერხთა.
Ⴃაშენება – (დავაშენებ, დავეშენები) დასახლება, დამკჳდრება.
Ⴃაშვება – (დავუშვებ, დავეშვები) დაღმა შთამოტევება, ან დადება.
Ⴃაშვენება – (დავაშვენებ, დაშვენდების) შნოს მიცემა, ან მიღება.
Ⴃაშთენა – (დავაშთენ) დატევება, დაგდება, დანარჩუნება.
Ⴃაშთომა – (დავშთები) იგივე თჳთვნებითად.
Ⴃაშინება – (დავაშინებ, დავშინდები) შიშის მიცემა.
Ⴃაშინჯვა – ნახე Ⴃასინჯვა.
Ⴃაშლა – (დავშლი, დაიშლების) დაფუშვა, დარღვევა, დაქცევა. // (დავუშლი, დავაშლევინებ) არ მიცემა რჩევისა, ან ნებისა, არ მიშვება. // (დავიშლი) დატევება საქმისა.
Ⴃაშნა – მოკლე ხმალი. // დანასავით გათლილი ძუალი ქსელთ საბეჭავად და სხ.
Ⴃაშოშმანება – (დავაშოშმანებ) გაანჩხლებულისა ან შეწუხებულის დამშვიდება.
Ⴃაშრეტა – (დავშრეტ, დაშრტების) დავსება, გაქრობა ანთებულის სანთლისა, ანუ ცეცხლისა.
Ⴃაშრობა – (დავაშრობ, დაშრების) გახმობა გუბეთა, ტბათა და მისთანათა.
Ⴃაშრომება – (დავაშრომებ) გარჯა, დაღალვა.
Ⴃაშრომვა – (დავშურები) იგივე ვნებითად.
Ⴃაშტანი – წიდოვნება დედაკაცთა.
Ⴃაშუპება – (დაშუპდების) დასივება, დაჯირჯვება, აშუპება.
Ⴃაშურება – (დავაშურებ, დავეშურები) აჩქარება.
Ⴃაშხამვა – (დაშხამავს) დასუნთქვა, გაშხამიანება, შხამის დასხმა.
Ⴃაჩაგრვა – (დავსჩაგრავ, დავიჩაგრები) დაჯაბნვა, დაშინება. // მცენარეთა სიხშოსაგან ერთი მეორის შეშთობა.
Ⴃაჩემება – (დავიჩემებ) მითჳსება, რაჲცა არ ეკუთნვოდეს.
Ⴃაჩვევა – (დავაჩვევ) სწავლება, დაგერშვა; (დავეჩვევი) შეჩვევა, გავარჯისება.
Ⴃაჩი – {დაჩი, დაჩი! – (შორისდებული) – Ⴃავით Ⴙუბინაშვილის Ⴕართულ-რუსული ლექსიკონი}.
Ⴃაჩინჩება – (დავეჩინჩები) სავაჭროთა ფასის დაკლებაზედ შელაპარაკება.
Ⴃაჩნევა – (დავაჩნევ, დაეჩნევის) ნიშნის დასმა.
Ⴃაჩოქება – (დავაჩოქებ) მუხლმოდრეკით დადგინება; (დავიჩოქებ) დადგომა მუხლთა ზედა.
Ⴃაჩრდილება – (დავაჩრდილებ, დავიჩრდილებ) ჩრდილის მოფენა.
Ⴃაჩრიხული – დასაფრენად მოზდილი მართვე მფრინველთა.
Ⴃაჩჩვილება – (დასჩჩვიან) დარბილება, განედლება.
Ⴃაჩხულეტა – (დავსჩხულეტ) ადგილ-ადგილ დახურეტა სადგისით, ან დანის წვერით.
Ⴃაცადება – (დავაცადებ) დაშლა, დაყენება.
Ⴃაცალიერება – (დავაცალიერებ) დაცლა, მოცლა.
Ⴃაცდა – (დავიცდი) დახანება, მოლოდება, მოცდა.
Ⴃაცდა – (დავსცდი) ავად ანუ კარგად შენიშნვა რომლისამე შემთხვევისა საბედნიეროდ ან საუბედუროდ (