Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - страница 42



Ⴃარაჯაგი, დარიჯაგი – უცხოთ სავანე, სადგური.

Ⴃარბაზი – სასახლეთა შინა უდიდესი პალატი, ანუ სამეფოს გამომჩენების სახლი.

Ⴃარბაზ-ბატონი – სახელოა (ნახე Ⴉურატპალატი).

Ⴃარბაზობა – (ვდარბაზობ) დარბაზს კრებულობა შესაქცევად, ანუ გამოსამჩვენებლად.

Ⴃარბაისელი, დარბაზისერი – დარბაზ-ბატონი, წარჩინებული, დარბაზს მქონებელი ადგილისა.

Ⴃარბევა – (დავარბევ) ნახე Ⴐბევა.

Ⴃარგვა – (დავრგავ) დასხმა, დანერგვა მცენარეთა.

Ⴃარგი – თჳთოეული გვერდი ოთხკუთხისა განფენილებისა, ვენახისა, სახნავისა და მისთანათა. Ⴃარგი ზევითი, ქვეითი, აქათი და იქითი. // ნაწილი სწავლათა, შაირობა პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი. Ⴃარგსა თანა ითქმის მალი სახლთა და სართულთა თჳთოკერძო შესახედავი, ვითარ ზედათი მალი, აქეთი და იქითი. Ⴋხარე არს კერძო აღმოსავლეთისა, დასავლეთისა და მისთანანი, ვითარ მთისა, ზღჳსა და სხ., ხოლო ცალგნითი განჰყოფს ორად აქათსა და იქითსა.

Ⴃარდი – ნაღველი, ზრუნვა, საურავი, საფიქრებელი, მწუხარება.

Ⴃარება – (ვადარებ, ვედრები) შედარება, (ნახე Ⴃარი).

Ⴃარეგვა – (დავრეგავ) მაღლიდამ ჩამოწოლილისა, ანუ ჩამოქცეულისგან დალეწა და შემუსრვა, რაჲცა ქვეშე დახუდების, ვითარ სეტყჳსაგან, დაქცეულის კედლისგან და მისთანათა.

Ⴃარეკა – (დავრეკ, -კავ) ზართა ენის ცემით ხმის ამოღებინება. // კარის დარახუნება. // ხეთაგან ხილის ჩამოყრევინება.

Ⴃარეტიანება – (დავარეტიანებ) გარეტიანება დაკურითა.

Ⴃარეცა – (დავრეც, დავირეც) დაფენა, დაგება.

Ⴃართვა – (დავრთავ, დავურთავ) დამატება, შეძინება. // დაფარვა.

Ⴃართვა – (დავართავ) ნახე დასთვა.

Ⴃარი – კეთილი ტაროსი, ხოლო ცუდსა ტაროსსა ეწოდების ავდარი.

Ⴃარიანი – მზიანი, უწვიმარი, უღრუბლო ტაროსი.

Ⴃარი – შედარებული, ტოლი ან ცალი, იმისი დარია, იმას უდრის, ხოლო მდარე ნაკლები, მდაბალი მასზედ.

Ⴃარიგება – (დავარიგებ) სწავლება, მცნება, მოძღურება. // (დავარიგებ, დავირიგებ) გაცემა, მიცემა მრავალთადმი.

Ⴃარიდება – (დავარიდებ, დავერიდები) მოშორება, განრიდება საშიშრისა რისგანმე, ანუ სნებისაგან და სხ.

Ⴃარილი – (ვუდარილებ) ტურნება, მზერა თუ ჟამისძიება.

Ⴃარისხება – (დავარისხებ) დაკრულვა, შეჩვენება.

Ⴃარიშხანა – მარგიმუშკი, მაკუდინებელი საწამლავი.

Ⴃარიჩინი – კინამო.

Ⴃარიჯაგი – ყალიბი, კალაპოტი.

Ⴃარკვევა – (დავარკვევ) გამორჩევა ხორბლისა და სხუათა მარცვალთა ნაგჳსაგან და ჩენჩოსა ტაბაკზედ ბერტყითა.

Ⴃაროშვა – დაღერღა ცერცვისა.

Ⴃარუპილპილი —

Ⴃარქმა – (დავარქვამ) დახურვა სარქველისა ან პირქვე დადგმა. // რქენა, რქენით განდევნა.

Ⴃარქმევა – (დავარქმევ) სახელის მიცემა, წოდება.

Ⴃარღვევა – (დავარღვევ) გარღვევა. // დაქცევა, დაშლა, მოშლა.

Ⴃარჩევა (დავარჩევ) უკეთესთ გამოკრება.

Ⴃარჩენა (დავარჩენ, დავრჩები) დაშთენა, გადარჩენა, მონარჩუნება. // გამოზრდა, შენახვა.

Ⴃარჩილვა – სპილენძით რკინის დაკავშირება.

Ⴃარჩობა – (დავარჩობ), დავირჩობი) მოშთობა სულის შეგუბებით, ანუ წყალსა შინა.

Ⴃარჩომა – (დავრჩები) არს ვნებითი ზმნა (ნახე Ⴃარჩენა, Ⴃავარჩენ).

Ⴃარწმუნება – (დავარწმუნებ, დავირწმუნებ, დავერწმუნები) დაჯერებინება, დაჯერება.

Ⴃარწყმა – მახისა (დავარწყამ) დადგმა.

Ⴃასაბამი – თავი, დაწყება, დასაწყისი. // დასაბამი სოფლისა, დაარსება, გაჩენა მისი.

Ⴃასავალი – მზის დასაბუდი, სადაცა დახდების, დაიმალვის.

Ⴃასავლეთი – მზის დასავალის კერძოდ მდებარე ხმელეთი ანუ მხარე.

Ⴃასაზრვა – (დავსაზრავ) მოსაზრვა, ჰაზრით აღრიცხვა, ანუ განზომა.

Ⴃასაკლისი – ნახე Ⴃაკლება.

Ⴃასასრულ – უკანასკნელ, ბოლოს დროს.

Ⴃასასრული – ბოლო. დაბოლოვება, ბოლოს, მოღება.

Ⴃასაფარები – კატავასია საგალობელთა, ბოლოს სათქმელი მუხლი. // სახურავი.

Ⴃასაფლავება – (დავასაფლავებ) დამარხვა, დადება საფლავში,.

Ⴃასაღონებელი, დასაღონარი – ძნელად მისახდომი, უღონოებად მომყვანი.

Ⴃასაძრახი – სათაკილო, საძრახავი.

Ⴃასაწყისი – დასაბამი, ადგილი ან ჟამი სადიდგანცა დაიწყება რამე.