Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - страница 48
Ⴃედაბერი – მოხუცი, დედაკაცი, ბებერი.
Ⴃედაბერებრი – დედაკაცური.
Ⴃედა ზარდლისა – ბაბაჭუა და ქსელი მისი აბლაბუდა, გინა ბუდე.
Ⴃედათ დიაკონი – ენკრატისი, ქალწულთ მონაზონთ უფროსი (სჯულის კანონში).
Ⴃედათ მოურავი – მეანი, ბებია, ყრმის ამქმელი.
Ⴃედაკაცი – ზოგადი სახელი მდედრთა, ხოლო პატივისცემით დედა ანუ ქალი.
[Ⴃედაკაცური] —
Ⴃედალი – დედათ ბუნებისა, მდედრი ცხოველი, ვითარ ოთხფერხი, მფრინველი, თევზი და მისთანათა. // განთჳსებით ეწოდების დედალსა ქათამსა (ნახე Ⴋამალი).
Ⴃედალოსი – ქრცვინი, ყარყუმის გუარია.
Ⴃედა მთურალა (მფრვ.)
Ⴃედამთილი – ქმრის დედა.
Ⴃედამძუძე – გამდელი, მზრდელი ქალი, მდაბიურად გადია, ხოლო კაცსა ეწოდების მამამძუძე და ლალა.
Ⴃედანი – ანდაზა წერის მოსწავლეთა. // პირველი დასაბამი წერილთა, მხატურობათა და მისთანათა,.
Ⴃედაქალაქი – სატახტო, სამეფო.
Ⴃედაშვილობა – რაჲსა მიმართობა დედისა შვილთადმი და გარემოქცევით (ნახე Ⴋამაშვილობა).
Ⴃედაწული – სახლობა, ჯალაბობა.
Ⴃედეული, დედისეული – დედისგან დარჩენილი ქონება მოძრავი, ხოლო უძრავსა ჰქვიან დედული, ვითა მამული (ნახე).
Ⴃედიდა – დაჲ დედისა,.
Ⴃედის ნაცუალი – მეორე ცოლი ვისიმე მამისა და არა მშობელი
Ⴃედობილი – დედის მაგიერი, დედად ხმობილი.
Ⴃედოფალა – თაგვის გუარია.
Ⴃედული – დედეული უძრავი ქონება, ვითა მამული – მამისეული.
Ⴃედუფალი, დედოფალი ქალი მეფა, ანუ მეუღლე მეფისა. // ქალბატონი. // დედოფალი ეწოდების მთავართა მეუღლეთაცა, ხოლო სხუათა დიდებულთასა – ბანოვანი, ქალთა მათთა გასათხოვართა – სეფექალი, სხუათა ჩინებულთა კაცთა ცოლთა – მანდილოსანი, გლეხთა დედაკაცთა – დიაცი და პატივისცემისათჳს – უსო და დიასახლისი.
Ⴃევი – მსოფლიურთა ზღაპართა შინა მოგონებული ცხოველი რაჲმე, ვითარ ცხენ-კაცი, გველაშაპი, ანუ იპოკენტავრი.
Ⴃევის სისხლი – ჯიგრის ფერი ფისი, რომლისამე ინდოურისა, ანუ ამერიკის ხისა, ხმარებული სამკურნალოდ და სამხატუროდ, წამლად.
Ⴃევნა – (ვსდევნი) უკანით მიდევნება მოსაწევნად და დასაჭერად, ანუ შეჭირვება. // (სდევს) ე.ი. თან ახლავს.
Ⴃევსურა, დევცეცხლა.
Ⴃეზი – მხედართ ფეხის ქუსლზე მიკრული რკინა ცხენის საჩხულეტი.
Ⴃეკანოზი – ათის თავი, ათთა ზედა უხუცესი, ეწოდების უპირატესსა მღუდელსა (ნახე Ⴎროტოპოპი).
Ⴃეკემბერი – უკანასკნელი თთვე წელიწდისა, ქრისტესშობისა, ანუ ტირისდენი (Ⴆოდიაქო ნახე).
Ⴃეკეული – ნახე Ⴃიაკეული.
Ⴃელამოტი – ხაჭო, რძე შედედებული, შეყველებული, ახალი უმარილო.
Ⴃელფინი – დიდი ზღჳს თევზი.
Ⴃენა – (ჰსდის) სლვა, მდინარება ნოტიოთა.
Ⴃენთი – თოფის წამალი, ანუ სხვა ნივთი ამფეთქებელი.
Ⴃერგი – ჭურთ უმცირესი ქილა (ნახე Ⴑაღვინე და Ⴛური).
Ⴃერეფანი – სახლთ წინ ზედმობმული ჭერი უკედლოდ დახურვილი (ნახე Ⴃაეფანი).
Ⴃესპანი – ელჩი (ნახე Ⴋოციქულთან).
Ⴃეტი – დარაჯა, შორით მხედველი (ნახე Ⴃარაჯასთან).
Ⴃვირე, დირე – ტივის ხე, გაუთლელი ძელი (ნახე Ⴞესთან).
Ⴃვრინი, დრვინი – ფრიად დაბალი და ბოხი ბანი გალობაში.
Ⴃვრიტა – მაჭკი, ცხურის წელია ერთი, ყველის შესადედებელი.
Ⴃია – ზევსი, პლანეტი (ნახე Ⴚთომილთან).
Ⴃია, დიად, დიაღ, დიამცა, დიაღამც – ზმნისზედანი დამტკიცებითნი.
Ⴃიადი – ფრიად მრავალი.
Ⴃიადიმა – სამეფო გჳრგჳნი.
Ⴃიათიკა – აღთქმა, ანუ ანდერძის წიგნი.
Ⴃიაკეული – მდაბიურად დეკეული, წლის ფური უშობელი (ნახე Ⴆროხასთან).
Ⴃიაკონი – თანაშემწე მღუდელისა, უპირველესსა მათსაეწოდების მთავარდიაკონი, ხოლო მონაზონად შემოსილსა – არხიდიაკონი და იეროდიაკონი, ეკლესისას შინა მკითხველსა – კერძო დიაკონი და ჳპოდიაკონი, რომელთაცა მსოფლიონი უხმობენ ზოგად დიაკვანს.
Ⴃიასახლისი – ქალი სახლში უფროსი, ანუ სახლის პატრონი.
Ⴃიაღ, დიაღამც – ნახე Ⴃიად
Ⴃიაცი – გლეხის დედაკაცი.
Ⴃიაცური —
Ⴃიბა – ფარჩა მძიმედ ნაკერი, ანუ ნაქსოვი ოქრომკედითა.
Ⴃიბლიგი – ნახე Ⴃუგლუგი.
Ⴃიდად – დიად, ფრიად.
Ⴃიდადშვენიერება – ფრიადი შემკულება.
Ⴃიდგუარი – საბატიოს გუარისა, წარჩინებული გუაროვნობით.