Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - страница 49
Ⴃიდგულა (ხე).
Ⴃიდება – ქება, მადლობა. // ჩინებულება, სახელოვნება.
Ⴃიდება – (ვადიდებ, ვიდიდები) ქების მიწერა, შესხმა.
Ⴃიდებულება – მაღალი ღირსება, უაღრესობა.
Ⴃიდებული – ჩინებული, წარჩინებული. // დარბაისელი, მეფეთ წინაშე მდგომი.
Ⴃიდვაჭარი – მრავალთ საქონელთ მოფარდული.
Ⴃიდი – სხუათა ზედა უმეტესი შესახედავითა, ანუ საქმითა, კუალად ფასითა, სიმძიმითა და სხ. (ნახე Ⴓმცირესი).
Ⴃიდკაცობა – უფროსობა.
Ⴃიდკაცური – შესაფერი დიდკაცთა.
Ⴃიდრაქმნა – ფული ორდრაქმიანი (ნახე Ⴃრაქმა).
Ⴃიდრონი – დიადი, დიდდიდი (მრავლობითი).
Ⴃიდძალი – მრავალრიცხჳ, ფრიად მრავალი, საკმაო.
Ⴃიდხან, დიდხანს – გრძელ ჟამად.
Ⴃივანი, დივანბეგი – ნახე Ⴋდივანი, Ⴋდივანბეგი.
Ⴃიკა – ახალთესლი, გაზაფხულის სათესი ხვარბალი.
Ⴃიკასტირია – სასულიერო სასამართლო, სამსჯავრო.
Ⴃილა – ჟამი გარიჟრაჟითგან ვიდრემე მზის ამოსვლადმდე და ვიდრემე შუადღემდეცა. Ⴐამეთუ სადილი ეწოდების შუადღის სერსა (იხილენ ლექსნი ესე), ხოლო ჟამნი დილისანი შეუდგებიან ესრეთ: მცირედ დილის ნათლის გამოჩენას ეწოდება რიჟრაჟი, გარიჟრაჟი და გაცისკრება, შემდგომად მისსა უმეტესსა განათლებასა – განთიადი, დილაბინდი და ტრედისფრად გათენება და რა დღე-ღამე გაირჩიოს, ვიდრემე მზის ამოსვლადმდე ნათელსა – ალიონი, ხოლო დილით მზის ამოსლჳს წინ ელვარებასა ღრუბელთა ფერად-ფერადად – დაფიონა.
Ⴃილაჯი – წყარო, ანუ ნაკადული (ნახე Ⴜყალთან).
Ⴃილეგი – ბნელეთი (ნახე Ⴑაპყრობილესთან).
Ⴃინარი – დრამა, დრაქმა.
Ⴃინგი – ღორთა, ძაღლთა და მისთანათა ტუჩი ცხვირითურთ. // მწერთ საწოვნელი ხორთუმი,. // საცეხველთა მომსხო წინა წვერი დასაძეგვად.
Ⴃინება – (ვადინებ) ქმნა დენისა, წარმოსხმა ნოტიოთა.
Ⴃიოფალი – კნინობითი, ლექსისაგან დედოფალი.
Ⴃისკო, დისკოსი – ეწოდების მრგუალთაჭურჭელთა, თეფშსა, პინაკსა და მისთანათა და საკუთრად სიწმინდისთვის ფეშხუმსა საეკლესიოსა. // ქართულად უხმარიათ დასანიშნველად სიმრგულისა მნათობთასა, ვითარ მზისა, მთოვარისა და სხუათა.
Ⴃისწული – შვილი დისა.
Ⴃნობა – (ვადნობ, ვსდნები) მაგართა ნივთთა გალხვება, გადნობა, ნოტიოდ გარდაქცევა სითბოსგან.
Ⴃო – ნადღვები მაწონი უცხიმო.
Ⴃობილი – დად წოდებული, ხმობილი.
Ⴃოვლათი – ბედნიერება, სიმდიდრე, ანუ ძლიერება, შემძლებელობა.
Ⴃოვლათიანი, დოვლათსვიანი – მდიდარი, ძლიერი, ღონიერი, შემძლებელი, მორჭმული.
Ⴃოინჯი – წელზედ ხელთა შემოდება.
Ⴃოლაბი – დიდი სარკმელი, ანუ განჯინა. // დიდი წისქვილის ქუა.
Ⴃორა, დორაკი – ნახევარ კოკა (ნახე Ⴑაწყაო და Ⴉოკა).
Ⴃორბლი – ჩჩვილთა ან სნეულთა პირმონადენი დუჟი (ნახე Ⴞრასტი).
Ⴃორი – ზურგის მისაყრდნობელი ბალიში.
Ⴃოსტაქანი – მაშრაფა, დიდი სასმისი.
Ⴃოსტაქარი, დასტაქარი – ჯარრაჰ აქიმი.
Ⴃოქი – იმერული საღვინე თუნგიანი, ან მეტი (Ⴉოკასთან ნახე).
Ⴃოშაქი – შათქუნი, ნაკრტენის დიდ ლეიბი.
Ⴃოში – ზუთხის გვერდი დამარილული და ლორად გამოსული.
Ⴃრამა, დრახმა, დრაქმა – ძველებური წურილი ვეცხლის ფული, რომაულად დინარი. // ხოლო აწინდელი ბერძული დრახმა არს აბაზნახევარშაური ვეცხლის ფული. // წონა მისხლის ორი მესამედი ანუ 4 დანგი (ნახე Ⴜონასთან). // Ⴑაქართველოში დრამად უხმობდენ მღუდელთმთავრის მისართმევსა წლის დებულებასა მისის ეპარხიის გლეხტაგან, რომელნიცა კომლზედ გამოიღებდნენ პურსა თჳთო კოდსა, ან ნაკლებსა ადგილ-ადგილ მიხედვითა.
Ⴃრაჰკანი – დრაქმა, ანუ დინარი.
Ⴃრეკა – (ვსდრეკ) მიხრა-მოხრა.
Ⴃრესა – (ვდრეს) ხეხება, სმა, ლესა.
[Ⴃრესო – ნახე Ⴆღუდე].
Ⴃრკუ – ურჩი, უარშიო, ვერაგი.
Ⴃრო – ჟამი, ხანი.
Ⴃრონეული – ასოეული, სხსრებად დაჭრილი ხორცი.
Ⴃროული – ხანიერი, ხანში შესული, მოხუცებული.
Ⴃროსა – ბაირაღი, ალამი, სალაშქრო ნიშანი რაზმთა ფერად ფერადი საცნობელად გუნდთა. // საეკლესიო ალამი დახატული წმიდათა ხატებითა.
Ⴃრტჳნვა – (ვსდრტჳნავ) ბუზღუნი, ბუდბუდი, მურმური, საჩივარი, ანუ მდურვა უაღრესთა ზედა (ნახე Ⴐისხვა).