Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - страница 50



Ⴃრუნგილი, დრონგალი – მარმარილო.

Ⴃრუხუნი – (დრუხუნებს) ღორის ბუხუნი.

Ⴃუბე – დაბალი ადგილი, ჩოლი (დიდდუბე Ⴒფილისის ზევით მინდორი).

Ⴃუბეიდი – მაჯუნი (კარაბადინში).

Ⴃუბელა – წყალი ერთს ადგილს მდგარი და მზის სიცხით გათბობილი.

Ⴃუგლუგი – დიბლიგი, შუბისა ან თოფის ბოლო.

Ⴃუგმა – ხრიკი სპილენძის ან თითბრისა.

Ⴃუგუნი – საწათხე, ხორცთაგან მანკის სადინარი, განგებ შექმნილი, რომელსაც შეხვევის დროს დაეცმის წმიდა სანთელი.

Ⴃუდკო – თითთა და ფრჩხილთა შორის ხორცმეტი ან მეჭეჭივით გამოსული სატკივარი.

Ⴃუდუნი – (ვსდუდუნებ) ჯუჯღუნი, უკაფიო ლაპარაკი, ან წიგნის კითხვა, რომ ხმის მეტი არა ისმოდეს რა.

Ⴃუდღუბა (ბალ.)

Ⴃუკა, დუქსი – მთავარი, დიდი თავადი.

[Ⴃუკტი – ნახე Ⴀქლემი].

[Ⴃულამი] —

Ⴃულუმბო (ხე).

Ⴃუმა – ცხუართ კუდის ქონი (ნახე Ⴚხიმთან).

Ⴃუმილი – მდუმარება, ჩუმაობა.

Ⴃუნდგო – ბრბო, ჯგუფად სიმრავლე კაცთა, ვითარ დუნდგო ხალხი, დუნდგო ჯარი.

Ⴃუნე, დუნი – მოშვებული, სუსტი, დუნედ.

Ⴃუჟი – ფურთხი (ნახე Ⴞრასტი).

Ⴃურაღი – წლის ჯიხვი.

Ⴃურაღისკურა – კამბეჩთა და ცხენთა ავად გახდომა ზამთარ შეცივებისგან.

Ⴃურბინდი – შორსათვალე, ჭოგრი, ჭოგრიტი.

Ⴃურდო – გამოხდილი სასმელთ რიოში, რასაც პირს მოიგდებს, ხოლო ძირს დანალეკი არს თხლე და ტლე (ვიეთნიმე დურდოსა და ბურდოს არ განარჩევენ ხმარებაში).

Ⴃურეჯი, დურაჯი.

Ⴃუქანი – ხულა, ქულა, ქულბაგი, სავაჭრო ან სამუშაო სახლი.

Ⴃუქარდი – დიდი მაკრატელი მკერვალთა, ანუ საპარსი ცხვართა.

Ⴃუქსი – ნახე Ⴃუკა.

Ⴃუღილი – (დუღს) ცეცხლზედ შედგმულთა საგბოლისტა ქვაბთა ფოფინი, ქაფქაფი. // ზღვათ ღელვა, ფურთუნი, მსგავსად დუღილისა, [ღვინო დუღს].

Ⴃუშალიკო – ძღვენთა და ფეშქაშთ მომტანის საჩუქარი.

Ⴃუშაყი – პალვანდი.

Ⴃუხჭირი – ავთვალადი, გონჯი, უშნო, უხამსი.

Ⴃღე – ნათელი მზისა აღმოსლჳთ მისით ვიდრე დასლვადმდე. // 24 ჟამი, ანუ ერთი დღე-ღამე, ყოველს ცისმარეს დრეს, ე.ი. მარადღე უკლებელად.

Ⴃღეგრძელობა – მრავალჯამიერი სიცოცხლე.

Ⴃღეინდელი, დღევანდელი – მდგომარის დღისა, ამ დღისა.

Ⴃღეისადმდე – დღისა ამ დღედმდე.

Ⴃღეისწორს – შვიდი დღით უწინ, ანუ შემდგომად, დრო ამისი განირჩევის დროჲთა ზმნისათა. Ⴋაგალითად, დღეისწორს მოვიდა, ესე არს განვლილი, ხოლო დღეისწორს მოვა, ესე არს მომავალი; ეგრეთვე დღეის თხუტმეტს – ორის კჳრის უწინ, ანუ შემდგომად.

Ⴃღეკეთილობა – ბედნიერად ცხოვრება.

Ⴃღეობა – საცნაური დღე უქმობისა, ან შექცევისა, ვითარ ჯვარობა (ნახე Ⴇამაშობასთან). // ვისიმე შობისა ან მოსახელის დღე.

Ⴃღეს – მდგომარესა ამას დღესა შინა.

Ⴃღესასწაული – საუფლო ან სასიხარულო დღე, დღესასწაულობა (ვდღესასწაულობ), გარდახდა დღეობისა, ზადიკობა.

Ⴃღვება – (ვსდღვებ) სადღვებელით მაწონის ნჯღრევა კარაქის გამოსაღებად.

Ⴃღითიდღე – მარადღე, დღე და დღე.

Ⴃღისით, მზისით – დღის სინათლეში.

Ⴃღიური – სამარადღეო. // დღიური მიწა, რაც ერთს დღეს მოიხვნის (Ⴑაქცევი ნახე).

Ⴃღვილი, ბდღვილი, რდღვილი, ბრდღვილი – ახალი ფისი

Ⴃღლუ – თხელი ლაფი.

 – ასო ე იხმარების რომელთამე ზმნათა შინა, რაჟამს მოქმედება მათი მიეჩემების საცნაურსა, რომელსამე პირსა. Ⴋაგალითად: ვუბნობ, უბნობ, უბნობს ეს ითქმის საზოგადოდ, ხოლო მიჩემებით ვეუბნები, ეუბნები, ეუბნების. Ⴄგრეთვე ვლაპარაკობ, ვიბრძვი, ვისური ესე არს საზოგადოდ, ხოლო მიჩემებით: ველაპარაკები, ვებრძვი, ვესური და სხ.

კუალად ე იხმარების ზმნათა შინა, ხოლო იგულისხმე ზმნა თჳთვნებითი. Ⴋაგალითად: ვაბამ არს შემოქმედებითი, ხოლო ვნებითი – ვიბმი ე.ი. სხჳსაგან. Ⴃა თჳთვნებითი ვებმი. Ⴄგრეთვე ვამზადებ, ვსწერ არს შემოქმედებითი, ვიმზადები, ვიწერები არს ვნებითი და ვემზადები, ვეწერები არს თჳთვნებითი.

ზოგჯერ ე იხმარების ნაცულად ი, ვითარ ეჭვი – იჭვი.

Ⴄ!Ⴄი! – შორისდებული, წოდებითი.

Ⴄბანი – დაირა, დაფი, გარნა უმრავლესთა ადგილთა შინა ჰნიშნავს ქნარსა, ანუ ჩანგსა, რომლისაცა სიმებსა თითებით სძნობენ.

Ⴄბგური