Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - страница 52



 – მოწესე დედათაგანი, მოლოზანი.

Ⴄნოვანი – ავენა, გინა ზვავი და თავხედი ენითა.

Ⴄნქერი – მარჯვენა გვერდზედ დასაკიდი ოთხკუთხი შესამოსელთაგანი ეპისკოპოსთა, არხიმანდრიტთა და სხუათა.

Ⴄპარხია – სამთავრო ანუ განსაგებელი ეპისკოპოსისა.

Ⴄპარხოსი – ადგილის მთავარი.

Ⴄპივატი – მხედარი, ანუ ნავსა შინა მსხდომნი.

Ⴄპისკოპოსი – ზედამხედველი, მღუდელთმთავარი.

Ⴄპისტოლე – მიწერილობა, ან მოკითხვის წიგნი (ნახე Ⴜერილთან).

Ⴄპიტაფია – დაფლჳს გალობა, ანუ საფლავის ქჳს ზედა წარწერა.

Ⴄპიტრაქილი – სამღუდელო ოლარი.

Ⴄპიტროპოსი – მნე, მიჩენილი, მოადგილე, ზედამხედველი.

Ⴄპიფანია – ზედსაჩინო, ზენაპირი, სიფრიფანა (Ⴑხეულთან ნახე).

Ⴄპრიანება – (იპრიანა, იპრიანებს) უაღრესსა ჰნებავს.

Ⴄჟვანი – საჟღარუნებელი.

Ⴄრბო – ზროხათა და ცხოვართა ნაწველთაგან გამოღებული სიმსუქნე (Ⴚხიმთან ნახე).

Ⴄრბოკვერცხი – ორთაგანვე ტაფამწვარი სანოვაგე.

Ⴄრგასი – ნახევარასი, ორმოცდაათი.

Ⴄრდო – სახლის ზედაკერძო ბანი.

Ⴄრევინდე – მუხუდოს გუარია.

Ⴄრეტიკოსი – მწვალებელი.

Ⴄრვისი – მწერი, მოსავლის მავნე.

Ⴄრთად – ერთბამად, შეერთებით.

Ⴄრთარსი – ერთისა არსებისა მქონებელი.

Ⴄრთარსება – განუკვეთელი ერთი არსება.

Ⴄრთბამად – თანად, ერთად, ერთიანად, ერთობით.

Ⴄრთბუნებიანი – მწუალებელი, ერთის ბუნების აღმსაარებელი ქრისტეს შორის.

Ⴄრთგან – ერთს ადგილს, ერთად.

Ⴄრთგზის, ერთგზობას – ერთხელ, ერთჯერ.

Ⴄრთგვარი – ერთნაირი, მსგავსი, ერთის გუარისა, სახისა და სხ.

Ⴄრთგული – გამოჩენით სანდო, გულითადი, შესაკუთრებული (ნახე Ⴄრსული).

Ⴄრთგულობა – გულითადობა, ერთსულობა.

Ⴄრთ-ერთი – ორთაგან ერთი, ანუ ერთურთი (ნახე Ⴓრთიერთი).

Ⴄრთთავიანი – ითქმის გამოხატულებისათჳს ცხოველთასა, ვითარ არწივი, ვეშაპი, და სხ. // ეგრეთვე შენობათათჳს ერთგუმბათიანთა და მისთანათა.

Ⴄრთი – სათვალავსა შინა პირველი ნივთი, რომლისაგან დაიწყების აღრიცხვა. // ხოლო ვითა ერთი ღმერთი, რომლისა გარეშე არა არს სხვა. // კუალად ითქმის ერთი პური მაჭამე, ერთი წყალი დამალევინე. Ⴄრთი აქ ჰნიშნავს კერძოსა, რაოდენიცა ვისთჳს სახმარ არს.

Ⴄრთიანად – ერთბამად, ერთად.

Ⴄრთიანი – ერთად შეკრებული.

Ⴄრთმანერთი – ერთიერთი, ურთიერთი.

Ⴄრთმარცულოვანი – ერთის ხმოვანის ასოს მქონებელი ლექსი, ვითარ ძე, ძმა, ხე და სხ.

Ⴄრთმთავარი – თჳთმფლობელი პატრონი, თჳთხელმწიფე.

Ⴄრთმთავრობა – თჳთმფლობელობა, ერთხელმწიფება.

Ⴄრთმთავრული – თჳთ ხელმწიფებრი.

Ⴄრთმორწმუნე – ერთის სარწმუნოებისა და სჯულისა.

Ⴄრთმოსახელე – სახელმოდგამი (ნახე Ⴄრთსახელი).

Ⴄრთნაირი – ერთგუარი, ერთნაირად, ერთგუარად.

Ⴄრთნებიანი – მწვალებელი, რომელიცა აღიარებს ქრისტეს შორის ერთსა ნებასა, ანუ ღვთაებრივსა, ანუ კაცობრივსა და არა ერთად ორსავე.

Ⴄრთობ – ერთიან, სრულებით.

Ⴄრთობა – მხოლოობა, ერთარსება ღვთისა. // ერთსულობა.

Ⴄრთობით, ერთობლივ – ერთიანად, ზოგად, საზოგადოდ. // ერთპირად, ერთსულობით.

Ⴄრთპირად —

Ⴄრთჟამიერად – ერთის გზობით, ერთხელობას.

Ⴄრთსახე – სახისა მსგავსი სახითა ანუ ჭკუვითა.

Ⴄრთ-სახელი – რაჲცა მიითვალავს სახელსაცა და საზღუარსაცა სახელისასა. Ⴀქა იგულისხმების ნათესავი. Ⴋაგალითად, ცხოველი არს გულისხმიერი და ცხოველი არს უგულისხმო, ანუ ქალაქი არს Ⴒფილისი და ქალაქი არს Ⴕუთაისი. Ⴐამეთუ სახელნი მიითვალვენ სახელსაცა და საზღუარსაცა თჳსისა ნათესავისასა. // ხოლო ერთმოსახელე, თანმოსახელე და სახელმოდგამი არს, რომელთა სახელი საზოგადო და, ხოლო საზღუარი სხვა, მაგალითად, ქუაბი სპილენძის სიავი საგბოლისი და ქუაბი ნაპრალი კლდისა. Ⴄსენი სახელით არიან ერთ, ხოლო საზღურით სხვა. Ⴀმათ ეწოდების ბერძულად სინონიმია; ხოლო ომონიმია, არს, ოდეს ერთი ლექსი იხმარების მრავალთა შინა მნიშვნელობათა, მაგალითად, ამისად იხილე Ⴁუდე და Ⴞელი. // ერთსახელი და თანმოსახელე, განუკვეთელთა ეწოდების სეხნა, სეხნია.

Ⴄრთსული – ერთხმა, ერთგული, შესაკუთრებული ვისთანმე სულითა და გულითა. Ⴘეისწავე, რამეთუ ერთსული ითქმის სწორთა შორის, ხოლო ერთგული უმცროსისგან უფროსისადმი.