Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - страница 54



Ⴄსფერი, ეგფერი – ამფერი, ამგვარი.

Ⴄტერი – ოდოში ყანისა.

Ⴄტიკი – გზის მცოდნე, მატარებელი, ბელადი, კოლაოზი.

Ⴄტლი – ურემი კამაროსანი, დიდებულთ საჯდომი (ნახე Ⴓრემთან).

Ⴄტლი – გარეშეთა წერილთა შინა ეწოდების თჳთოეულსა ცთომილსა, ანუ ბურჯსა, რომელია ნიშანი ზოდიაქოსი, ამისგამო ითქმის: რა ეტლზედ დაბადებულა, ე.ი. რა ბედისა არის?

Ⴄტლის თუალი – ურმის თუალი.

Ⴄტრატი – ტყავის ქაღალდი საწერი,.

Ⴄული – მოსული კაცი უმამულო, ბოგანო, ტაბარუკი.

Ⴄფუდი – ძველის სჯულის მღუდელთა საბურველი საცო, ან სამკლავე.

Ⴄქთი – მუქთი, მედადი, უფასური.

Ⴄქინი – ზღჳს ზღარბი.

Ⴄქსი – ჭკუა ანაგებად შექმნილი.

Ⴄქსორია – პატიმრად წარგზავნა სხვაგან.

Ⴄქსორიაქმნილი – პატიმრად წარგზავნილი.

Ⴄქუსი – ორჯელ სამი.

Ⴄქუსუნჯი – კანაფის გუარია.

Ⴄშვი – დიდი კბილი ტახთა, ღორთა, სპილოთა და მისთანათა.

Ⴄშვი – თჳთ ტახი, ღორი ეშვიანი.

Ⴄშმა, ეშმაკი – სატანა, სული ბოროტი, არაწმინდა, ეშმა. // ეშმაკი კაცი ვერაგი, ხელოვანი, ანუ მასხარა.

Ⴄშმაკეული – შეშლილი ეშმაკისგან.

Ⴄშმაკობა – (ეშმაკობს) მზაკუარება. // ავკაცობა.

Ⴄშმი, ეშმის კუა – ქუა ამარტა ანუ იასპი.

Ⴄჩო, ეჩვი – ხუროთ ცული ძელთ სათლელი, რომლისაც პირი პირი ტარზედ შემოცმული აქუს არათუ გსწურივ, არამედ გარდიგარდმო და ხელეჩო პატარა ეჩვი.

Ⴄწერი – ხშირი ჭალა ველოვან-ნისლოვანი.

Ⴄჭვი, იჭვი – არა დასტურად, არამედ მიხდომით შემოღება ცილისა. Ⴄჭვა (ვეჭუ, ვეჭვობ) ეჭვიანობა, იჭუნეულება.

[Ⴄხლა – ].

Ⴄჯი – ექუსი ათასი ნაბიჯი, ანუ მხარი (ნახე Ⴋილი).

Ⴄჯიბი – ხელჯოხიანი, მეფის წინაშე მდგომი.

Ⴄჰა! – შორისდებული წოდებითი, ანუ განკჳრებითი, მაგალითად, ეჰა, მთიებო!

Ⴄჰინი – Ⴄქინი ნახე.

 – ქარაგმიანნი ლექსნი ამას ასოსა ზედა არიან: ვ~დ – ვითარმედ, ვ~ა – ვითარცა, ვ~ე – ვიდრე, ვ~რ – ვითარ.

 – დაერთვის თავად სახელთა თჳნიერ საჭიროებისა და არა რასმე ჰნიშნავს, თუმცა არა ესრეთ ხშირად, ვითარცა მ. Ⴋაგალითად, იგრი – ვიგრი, ზინდარი – ვზინდარი, იწრო – ვიწრო, იშ – ვიშ.

 – თავად ზმნათა არს მაპიროვნებელი პირველისა პირისა. Ⴋაგალითად, ვამბობ, ვაკეთებ, ვჰკითხულობ, ვსწერ და სხ. Ⴃა ესრეთ უკეთუ ზმნანი ქართულნი ამას ლექსიკონსა შინა აღწერილ იქმნენ პირველითა პირითა, მაშინ იგინი სრულად შემოკრებულ იქმნებიან ამას ასოსა შინა, გარნა დაწერილ არიან მხოლოდ ძირნი მათნი, ე.ი. სახელზმნანი თჳს თჳსსა ადგილსა და შემდგომად მათსა ფრჩხილთა შორის დაწერილ არიან პიროვანნი მათნი ზმნანი, ვითარ უბნობა (ვუბნობ), კეთება (ვაკეთებ), წერა (ვწერ) და სხ.

Ⴘეისწავე, რამეთუ ასოჲთა ვ გაპიროვნებულნი ზმნანი ჰნიშნავენ საზოგადოსა მოქმედებასა სამთავე პირთასა, ხოლო ოდესცა ზმნანი შეიცულებიან პირნაკლად და მოქმედება მიეჩემების პირველსა პირსა, მაშინ იხმარების მ, მაგალითად: მეუბნები, მეუბნების; მიკეთებ, მიკეთებს; მიწერ, მიწერს და სხ. Ⴞოლო ოდეს მოქმედება მიეჩემების მეორესა პირსა, მაშინ იხმარების გ, მაგალითად: გეუბნები, გეუბნება; გიკეთებ, გიკეთებს; გიწერ, გიწერს და სხ. (იხილენ ასოთა თანა , , და ).

 – ბოლოდ არს ნიშანი წოდებითისა ბრუნვისა სახელთასა, მაგალითად, მამავ, დედავ, ძმავ და სხ., კუალად ვი დაერთვის სახელთა დაბოლოვებულთა უ-ზედა ნაცულად ჲ (ნახე ).

Ⴅაგლახ!Ⴅაგლახმე!Ⴅაჲ გლახ! – ვაების ხმა (ნახე Ⴂლახ!).

Ⴅაგლახი, ვაგლახობა – იგივე.

Ⴅადა – პაემანი, ბორჯი.

Ⴅადა – ხმლის ტარი ჯვარედინი; უვადო ხმალი (ნახე Ⴞრმალი).

Ⴅაება – (ვვაებ) გლოვა, გოდება (Ⴒირილთან ნახე).

Ⴅაზი – ყურძნის ხე.

Ⴅაზირი – ვეზირი.

Ⴅაზნა – მუხტი, თოფის წამლის მასრა, ან ქაღალდში გახვეული გასატენი.

Ⴅაკე – ბარი, თანასწორი, შანდაკი ადგილი.

Ⴅალ, ხვალ, ვალს – ზმნა უკანონო (ნახე Ⴑლუა, ანუ Ⴑიარული).

Ⴅალალა, ვალალება – (ვვალალებ), ვაება, გოდება, კუნესა (Ⴒირილი ნახე).

Ⴅალანი – სახლთ გარემოვლინებული ფიცრის გალავანი (ნახე Ⴆღუდესთან).

Ⴅალება – (ვავალებ, ვივალებ) ვალის მიცემა ან მიღება (