Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - страница 56



Ⴅახშამი – მწუხრის შემდგომი ნადიმი (ნახე Ⴑერი).

Ⴅახში – გარდამეტებული სარგებელი ვალისა, აღნადგინება.

Ⴅეგი – სათამაშო კოჭი, ცხურის ფეხის ძუალი, ხოლო ზროხათასა ჰქვიან კორნატი.

Ⴅედრება – (ვევედრები) ხვეწნა, თხოვა, აჯა.

Ⴅედრი – აჯა, სახვეწარი, სათხოვარი. // დავედრებული, დაბარებული, ნამცნები, შეკვეთილი.

Ⴅეება – საოცერა, დიდი რამ უზომოდ.

Ⴅეზირი – ვაზირი, მესაიდუმლოვე, თანაგანმზრახი, თანამზრახველი.

Ⴅელი – კორდი, მინდორი, ტრამალი.

Ⴅელის – ყრდელი ვენახის ღიჭას ჰგავს და მწარეა.

Ⴅელობი – ვაკე, ბარი ადგილი.

Ⴅელური – გარეული, მინდურისა; თაფლი ველური (ნახე Ⴇაფლი).

Ⴅელური ვირი – კანჯარი.

Ⴅენახი – მტილი საყურძნე, ზვარი. // ზოგჯერ ჰნიშნავს ვაზსა.

Ⴅეჟანი – შავმოიისფრო (Ⴐუხთან ნახე).

Ⴅერ, ვერა – უკუთქმითი ზმნისზედა, მნიშვნელი შეუძლებლობისა, ხოლო არა – უნდომელობისა, ამის გამო ვერ იხმარების ნაცუალად ზმნისა არა ძალმიძს, არ შემიძლია, მაგალითად, ვერ დავდივარ, ვერ დავსწერ, არ დავდივარ, არ დავსწერ.

Ⴅერაგი – მზაკვარი, ხელოვანი, მცბიერი.

Ⴅერაგობა – მზაკვარება, მანქანება.

Ⴅერანა – უშენი, უმკჳდრო, ნაოხარი ადგილი.

Ⴅერარა, ვერარაჲმე – ვერაფერი, შეუძლებლობის უკუთქმა (ნახე Ⴀრარა).

Ⴅერსი, ვერსტი – რუსული საზომი გზისა, 500 საჟენი, გინა 1250 ბიჯი, ანუ 625 მხარი, უკეთუ 1 მხარი იანგარიშო ორ ნაბიჯად (Ⴋილი ნახე).

Ⴅერღარა

Ⴅერცხლი, ვეცხლი – ძვირფასი მეტალლი, შემდგომად ოქროსა უმჯობესი სხუათა, ფერით თეთრი, ვინაცა ლექსი ესე თეთრი იხმარების ნაცულად ვეცხლისა, ოდესცა ჰნიშნავს საფასესა ფულსა.

Ⴅერცხლეული – შემკრებელობითი სახელი, დამნიშვნელი ვერცხლისგან შექმნილთა ნივთთა.

Ⴅერძი – მამალი ცხუარი, ერკემალი. // ნიშანი ზოდიაქოსი, რომელიცა მარტსა შინა მიითუალავს მზესა (ნახე Ⴆოდიაქო).

Ⴅერხვი – (ხე).

Ⴅეფხი – (ოთხფ.).

Ⴅექილი – ვაქილი, მაგიერი მოსაქმე.

[Ⴅეღარა – ნახე Ⴅერღარა]

Ⴅეშაპი – დიდი თევზი ანუ ცხოველი წყლისა. // დიდი გველი.

Ⴅეცხლი – ნახე Ⴅერცხლი. Ⴅეცხლის წყალი ნახევარმეტალლი, მძიმე და ნოტიო.

Ⴅეძა – წყარო ბუნებითად მლაშე, ხმარებული საჭმელთა შინა მარილის მაგიერ (ნახე Ⴜყალი და Ⴋარილი).

Ⴅეხნა, ვეხნები – ჭურჭელი სამსხვერპლოტა.

Ⴅზინდარი – მეჯინიბე.

Ⴅზინდართუხუცესი – მეჯინიბეთუხუცესი, ამირახორი (ლექსნი ესე ხმარებულ არიან სიგელთა შინა Ⴈმერეთის მეფეთასა)

Ⴅიგრი, იგრი – ხულიკის მსგავსიცხოველი, უდიდესი მისი, რომლისაცა ტყავი არს ძულებით მოლურსმნილი და გააკურენ ქარქაშთა სასწრაფო საპირისწამლეთასა და სხუათა საომართა საჭურველთასა (Ⴅ. Ⴂორგასლანს აქუნდა ფარი ვიგრისა, Ⴕართლის Ⴚხ.).

Ⴅიდრე, ვიდრემე – სადა.

Ⴅიდრე, ვიდრეღა, ვიდრეღარა – ვირემც, როგორც.

Ⴅიდრე, ვიდრემდის – სადამდინ ანუ როდემდინ.

Ⴅიდრე, ვიდრემდე – მუნადმდე.

Ⴅიეთი, ვიეთიმე – ზოგი, რომელიმე.

Ⴅით, ვითა – ვითარცა, როგორც. // ვით ბოლოდ ჰნიშნავს ებრ, ლომსავით, ლომებრ.

Ⴅითამ, ვითამც – მითამ, რეცა.

Ⴅითარ – რაბამ, რაოდენ.

Ⴅითარება – დაკვეთება მაგვაროვნებელი საქმისა თავსა შორის თჳსსა, ანუ სხვაობა სხვაობითა. // გარემოება, მაგალითად, ჟამთა ვითარება.

Ⴅითარი – როგორი.

Ⴅითარმედ – კავშირი მიზეზობითი. Ⴅითარმედ და რომელ ანუ რამეთუ სხვაობენ ესრეთ: ზმნათა წარმოთა სულიერთა ძალთაგან, რომელ არიან: ვჰგონებ, განვსჯი, გამოვიხატავ, მახსოვს და სხ. Ⴀნუ გარეგანთა გრძნობათაგან, ვხედავ, მესმის და სხ. Ⴀმათ შეუდგებათ ვითარმედ. Ⴋაგალითად, ვჰგონებ, ანუ მესმის, ვითარმედ მოსრულ არიან, ხოლო ზმნათა წარმოთა სულიერთა ვნებეთაგან, რომელ არიან: მიხარის, მიკჳრს, მეშინის, ვინანი, ვსწუხ და სხ. Ⴀმათ შეუდგებიან რომელ და ღამეთუ. Ⴋაგალითად, მიხარის, მიკჳრს, რომელ მოსრულ არიან; გინა რამეთუ მოსრულ არიან; აქა ვითარმედ უჯერო არს; მეშინის რათა არა მოვიდენ.

Ⴅითარცა – როგორც, ანუ რამეთუ.

Ⴅინ – ნაცვალსახელი კითხჳთი, მნიშვნელი პირისა, ხოლო ნივთსა ზედა იხმარების რაჲ. // ვინცა კულავ მოღებითი (ნახე