Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - страница 53



Ⴄრთფერი – ერთგვარი ფერისა, ერთის ფერისა.

Ⴄრთღვთაება – აღსარება, ერთისა ჭეშმარიტისა ღვთისა.

Ⴄრთწევროვანი რიტორიულად: პერიოდი მექონი მხოლოდ ერთისა წევრისა.

Ⴄრთხელ, ერთხელობას – ერთჯერ, ერთგზის, ერთგზობას.

Ⴄრთხელმწიფება – ერთმთავრობა, უმაღლესი უფლება მხოლოდ ერთის გუამისა.

Ⴄრთხმობა – ერთსულობა, ერთობა, ურთიერთარს მორჩილება და სიყვარული.

Ⴄრთჯერ – ერთგზის, ერთხელ.

Ⴄრი – ნათესავობა კაცთა, განსაკუთრებული ენითა, შთამომავლობითა, სარწმუნოებითა და სხ. // სიმრავლე კაცთა ერთად შეკრებილი. // ზოგჯერმე დაიდების ნაცულად მრავლობითისა კაცნი. // მრავალჯერ ჰნიშნავს მხედრობასაცა.

Ⴄრისაგანი – ჯარისკაცი, მხედარი, მოლაშქრე.

Ⴄრისთავი – თემისმთავარი, ანუ მხედარმტავარი.

Ⴄრისკაცი – მსოფლიო, არა საღუდელოთაგანი. // მხედარი, მოლაჭქრე.

Ⴄრის მთავარი – ერისთავი. // მხედართმთავარი.

Ⴄრკემალი – ვერძი, მამალი ცხუარი, მნერბავი, დაუკოდავი მოსაშენებლად (ნახე Ⴚხუართან).

Ⴄრმი – ოტარიდი (ნახე Ⴚთომილთან),.

Ⴄროდია {ეროდიო} – ასიდა, იშხვარი და ძველს დავითნში ყარყატის მაგიერ სწერია.

Ⴄროსანი – ერთა პატრონი, ყმიანი ანუ ლაშქრიანი.

Ⴄრქუანი – სახნეველი გუთანი, რომელსა შინა შეიბმის რვა და უმეტესი უღელი ხართა, ხოლო ჯილღასა შინა ოთხი ან ხუთი უღელი, არონასა შინა ყევარი და აჩაჩასა ანუ ოქოქასა შინა ცალუღელი ხარი (ნახე Ⴂუთანი).

Ⴄრქუნა – (ვერქუნი, მოვერქუნი) ხნვა ერქუნითა.

Ⴄრწო – (ბალ.).

Ⴄსე – ნაცვალსახელი ჩვენებითი, ხოლო იხმარების სამთავე პირთა შინა, ვითარ ესე, ეგე, იგი, ანუ ისი, რომელნიცა ხშირად შეერთდებიან პიროვანთა არსებითთა ნაცვალსახელთა, რომელ არიან მე, შენ, იგი და მათ მაგიერადცა დაიდებიან ორთავე რიცხუთა შინა, ე.ი. პირველ პირად ესე, მეორედ ეგე, მაგალითად, უბადრუკი მე ესე კაცი ვინმე მიხსნას ხორცთა ამათგან სიკუდილისათა, რომელთა ესე (ჩუენ) ნათელ ვიღეთ Ⴕრისტე Ⴈესოს მიერ და შემდგომი, რომელი ეგე (შენ) ასწავებ მოყუასსა და შემდგომი, ვითა ეგე (თქვენ) გისწავიესთ Ⴕრისტე Ⴈესო უფალი და შემდგომი, უფალნი ეგე (თქუენ) სამართალსა და სწორსა მისცემდით მონათა მათ. Ⴞოლო მესამე პირი, ვინათგან საზოგადო არს ჩვენებითთაცა და არსებითთა, ვითარ მე, შენ, იგი ანუ ესე, ეგე, იგი ამად მრავალნი მაგალითნი შესაძლო არიან პოვნად: ვეცხლი იგი, კაცნი იგი და სხ. თუმცა ზემორე მოღებულნი მაგალითნი აჩვენებენ, ვითარმედ ხსენებულნი ნაცვალსახელნი იხმარებიან არსებითთა თანა სახელთა თჳნიერ ბრუნვისა და რიცხჳსა, არამედ ზოგჯერმე ეთანხმებიან მათ ორკერძოვე. მაგალითად: ისმინე ჩემი, უფალო, უღირსისა ამის მონისა შენისა, ანუ უხმართა ამათ მონათა შენთა და სხ. Ⴀმათ ნაცვალსახელთაებრ იგულხმებიან რთულნიცა და სხმითგარდასლჳთნი მათნი, ვითარ ამისთანა, მაგისთანა, იმისთანა. Ⴀმისთანა ჰნიშნავს მსგავსსა მისსა, რაჲცა ეკუთნვის პირველსა პირსა; მაგისთანა – მსგავსსა მისსა, რაჲცა ეკუთნვის მეორესა პირსა; იმისთანა – მსგავსსა მისსა, რაჲცა ეკუთნვის მესამესა პირსა. კუალად ამგუარი, მაგგუარი, იმგუარი; ამოდენი, მაგოდენი, იმოდენი; ამსიმძიმე, მაგსიმძიმე, იმსიმძიმე; ამსიმაღლე, მაგსიმაღლე, იმსიმაღლე; ესევითარი, ეგევითარი; ესრეთი, ეგრეთი; ესზომი, ეგზომი; ესფერი, ეგფერი და სხ. Ⴉუალად ზმნისზედანიცა მათნი, ვითარ ამგუარად, მაგგუარად, იმგუარად; ამოდნად, მაგოდნად, იმოდნად; ესრეთ, ეგრეთ; ესევითარად, ეგევითარად და სხ.

Ⴄსე და ეს, ამა და ამისი, ამა და ამას – იხმარების ნაცულად სახელისა კაცთა და ადგილთასა, რაჟამს სახელნი მათნი არ ვიცით, ანუ მოვიღებთ მაგალითად.

Ⴄსევითარი – ამისთანა, ამგუარი.

Ⴄსერა, ეგერა – აი, აგერ, ასერ, ჩვენებითი ზმნისზედა, პირველის პირისაგან ითქმის ესერა, ხოლო მეორისადმი – ეგერა.

Ⴄსზომი, ეგზომი – ამ ზომისა, ანუ ამდენი.

Ⴄსთა, ესთავე – ესრეთ, ესრეთვე.

Ⴄსოდენი, ეგოდენი – ესდენი, ესეოდენი, ამდონი.

Ⴄსრეთ, ესრეთვე – ეგრეთ, ამგვარად.