Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - страница 51



 – მაღლით მხედველი დარაჯა, მხმილავი, მცველი (ნახე Ⴃარაჯასთან).

– ებრ – თანდებული მსგავსების დამნიშვნელი და მიმღები ნათესავობითის ბრუნვისა // ხოლო ოდესცა მოვალს თავად ლექსთა, მაშინ დაერთვის ასო მ. // ზოგჯერ მოეკიდების სახელთა თჳნიერ ბრუნვისა და შესცულის მათ ზმნისზედად. მაგალითად: ანგელოსებრ, ლომებრ, გინა ანგელოსებრივ, ლომებრივ; კუალად მარცვალნი: ებრი, ებრივი, ებური შესცულიან მათ ზედშესრულად; ანგელოსებრი, -ებრივი; ლომებრი, -ბრივი; კაცობრივი, გინა ჩემებური, შენებური, ძველებური. // ხოლო მდაბიურად ეფ მოეკიდების მიცემითსა ბრუნვასა. ვითარ: ცხენსაეფ, ხარსაეფ, გინა ჩემსაეფ, შენსაეფ და სხ.

Ⴄგეეგ – ნაცვალსახელი ჩვენებითი (იხილე Ⴄსე).

Ⴄგების, ეგება – იქნების, მოხდების, შეიძლების.

Ⴄგევითარი, ეგეოდენი, ეგერა, ეგრეთ, ეგზომი – და სხ. Ⴈხილენ Ⴄსე და შემდგომნი.

Ⴄგირი – კოთხუჯი.

Ⴄგუტერი, ეკუტერი – სამწირველო მიშენებული ეკლესიასა თანა.

Ⴄდემი – სამოთხის ადგილი.

Ⴄვანი – ერქვანი, ღვედი, ჯამბარა (ნახე Ⴑაბელთან).

Ⴄვლოგია – ბერძულად კურთხევა. // მსოფლიონი უწოდებენ კრავსა, რომელსაც პასეკის დღეს აკურთხებინებენ ეკლესიაში მოსახსენებლად მიცვალებულთა და დაურიგებენ ერსა პირის გასახსნელად.

Ⴄზო – სასახლეთა შესახვედრი ადგილი მოზღუდვილი უსართულოდ (ნახე Ⴆღუდე).

Ⴄზოსმოძღვარი – ნივთი ნათლისა, ცეცხლისა და სიტფოსა, განფენილი მზისაგან სისტემასა შინა პლანეტთასა და გარეშემცველი ატმოსფერისა მათისა.

Ⴄთერი – Ⴀრაბისტანი.

Ⴄთიოპია —

Ⴄკალი – ნერგი მჩხულეტელ ფხებიანი, ვითარ ძეძვი, ქაცვი და მისთანანი. // თჳთ ფხა გამოსული მცენარეთა ზედა, ვითა ნემსები.

Ⴄკალმიხა – აბანოზი, შავი ხე.

Ⴄკალძვალა – (ბალ.).

Ⴄკკლესია – შესაკრებელი ტაძარი სალოცავად ღვთისა.

Ⴄკლიანი, ეკლებიანი – ეკლებმოსხმული.

Ⴄკუდერი – ნახე Ⴄკუტერი.

Ⴄლამი და ელამონი – ებრაულად დიდი კამარა, კარიბჭე, ანუ სტოვა. // ელამი საზოგადოს ხმარებაში მიუღიათ ნაცულად მარღისა, ან მრუდისა. // ამისგანვე შედგმულ არს ლექსი ელმად ცერი (ნახე Ⴀლმაცერი).

Ⴄლატი – სოჭი, ნაძვის გუარია.

Ⴄლდა – ელდისკურა, ელდისცემა (ელდას ვჰკრავ, ელდა ეცა), ანაზდის შიშით მიბნედა.

Ⴄლეილნი და თროილნი, – სართულად ანუ ერდოდ აღუწერიათ, მაგრამ სხუათა ენათა დაბადებასა შინა ეს ლექსნი სრულიად არა იპოვებიან.

Ⴄლენთა – კაცთა და ცხოველთა შინაგანის შენობის ნაწილი, მოგრძე, ღვიძლზედ უფრო მოშავო, ზოგნი უხმობენ ტყირპად, მაგრამ ეს უფრო სენის სახელია.

Ⴄლვა – (ელავს, იელვა) ღრუბელთ ურთიერთარს დრესისაგან ცეცხლის გამოკრთობა, რომლისაცა გასქდომისგან იქნების ქუხილი.

Ⴄლვანა – ცეკვანა ციცინათელა, წყალზედ შავნი ჭიანი.

[Ⴄლვარება – ელი, ები, ლელნი].

Ⴄლქაჯი – თხა წინათ მავალი არვესა შინა (ნახე Ⴇხათან).

Ⴄლქიმი, ელქუნი – სატკბურა, ბუგრი ტანისა, მქავანი.

Ⴄლჩი – დესპანი (ნახე Ⴋოციქულთან).

Ⴄმბაზი – საბანელი ჭურჭელი. // საეკლესიო ჭურჭელი, რომელსა შინაცა მღუდელი სამგზის შთაჰფლავს წყალში ნათლისღებადსა.

[Ⴄმე – ].

Ⴄმირი – ნახე Ⴀმირი.

Ⴄმპლასტრო – მალამო, სალბუნი.

Ⴄნა – პირსა შინა ცხოველთასა გრძელი ნაწილი, გემოვნების საგრძნობელი. // გარდა ამისა კაცთათჳს სახმარი საუბრად. // საუბარი, ძალი სიტყჳერებისა. // განსაკუთრებული გუარი საუბრისა თჳთოეულსა ერსა შორის. // კუალად ზართა საშუალ დაკიდებული სარეკელი, მახეთა შინა დასახლეტი, კლიტეთა და მოქლონთა დასაკეტი და მისთანანი.

Ⴄნაბრგუნილი, ენაბორძიკი, ენალინგი, ენამძიმე – ბლუ, კაფიად ვერ გამომღები საუბრისა.

Ⴄნამზეობა, ენამჭევრობა – მშვენიერმოუბნარობა.

Ⴄნამჭევრი – ენამარჯვე, მშვენიერმოუბნარი.

Ⴄნამჭვარტალა – პირღნიოში (ნახე Ⴝარტალა).

Ⴄნდალმა – ხარისხის ბოძების წერილი უაღრესთაგან (ნახე Ⴜერილთან).

Ⴄნდრო – ამ ბალახის ძირი არს წითლის საღებავი.

Ⴄნკენია – დღესასწაული ტაძართ განახლებისა წლითი წლად.

Ⴄნკენისთვე – სეკდემბერი (ნახე Ⴆოდიაქო).

Ⴄნკრატისი