Ⴅეფხისტყაოსანი. Ⴒექსტის გამართვა ასომთავრულით – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - страница 21
«Ⴅეცდებოდი, არა მცალდა სევდისაგან თავის კრძალვად;
Ⴅიგონებდი, ცეცხლი უფრო მედებოდა გულსა ალვად;
Ⴙემნი სწორნი წავიტანენ, ჩემსა დავჯე, მთქვიან ალვად,
Ⴘევქმენ სმა და ნადიმობა პატიჟთა და ჭირთა მალვად.
«Ⴋოლარემან შინაურმან ყურსა მითხრა ნაუბარი:
«Ⴕალი ვინმე გიკითხავსო: «Ⴈნახვისა ამირბარი?»
Ⴆეწარითა მოუბურავს პირი, ბრძენთა საქებარი»;
Ⴅარქვი: «Ⴑაწოლს შეიყვანე, ჩემგან არის ნახმობარი».
«Ⴀვდეგ, მსხდომნი ნადიმობით აემზადნეს ასაყრელად;
«Ⴘადი» – ვუთხარ, – ნუ ასდგებით, მოვალ ხანთა დაუზმელად»;
Ⴂამოვე და საწოლს შევე, მონა დადგა კარის მცველად.
Ⴂული მივეც თმობა-ქმნათა აუგისა საკრძალველად.
«Ⴉარსა შევდეგ, ქალი წინა მომეგება, თაყვანის-მცა;
Ⴋითხრა: «Ⴋოსლვა თქვენს წინაშე კურთხეულ არს, ვინცა ღირსმცა!»
Ⴂამიკვირდა, მიჯნურისა თაყვანება ექმნა ვისმცა?
Ⴅთქვი: «Ⴀრ იცის აშიკობა; თუმც იცოდა, წყნარად ზისმცა!»
«Ⴘევე, დავჯე ტახტსა ზედა; ქალი მოდგა ნოხთა პირსა,
Ⴙემსა ახლოს დასაჯდომად თავი მისი არ აღირსა;
Ⴅარქვი: «Ⴋანდა რად ჰზი შენ, თუ სიყვარული ჩემი გჭირსა?»
Ⴋან პასუხი არა მითხრა, ჩემთვის ჰგვანდა სიტყვა-ძვირსა
«Ⴋითხრა: «Ⴃღე ეგე სირცხვილად მედების გულსა ალობა:
Ⴂგონია, ჩემგან წინაშე მაგისთვის მომავალობა,
Ⴋაგრა აწ მიდებს იმედსა შენგან ცდისაღა მალობა.
Ⴀმას თუ ღირს ვარ, ვერ ვიტყვი, მაკლია Ⴖმრთისა წყალობა».
«Ⴀდგა, მითხრა: «Ⴇქვენს კრძალვასა ჩემგან ცნობა უბნევია;
Ⴌუ მეჭვ, რაცა პატრონისა ბრძანებასა უთქმევია;
Ⴄზომ დიდი შემართება გულსა მისსა უთნევია,
Ⴀმან წიგნმან გაგაგონოს, ჩემთვის რაცა უთქმევია»
Ⴜიგნი Ⴌესტან-Ⴃარეჯანისა საყვარელსა თანა მიწერილი პირველი
«Ⴉწიგნი ვნახე, მისი იყო, ვისი მდაგავს ალი გულსა
Ⴋოეწერა მზისა შუქსა: «Ⴌუ დაიჩნევ, ლომო, წყლულსა;
Ⴋე შენი ვარ, ნუ მოჰკვდები, მაგრა ბნედა ცუდი მძულსა.
Ⴀწ Ⴀსმათი მოგახსენებს ყველაკასა ჩემგან თქმულსა».
«Ⴁედითი ბნედა, სიკვდილი რა მიჯნურობა გგონია?
Ⴑჯობს, საყვარელსა უჩვენნე საქმენი საგმირონია!
Ⴞატაეთს მყოფნი ყველანი ჩვენნი სახარაჯონია,
Ⴀწ მათნი ჯავრნი ჩვენზედა ჩვენგან არ დასათმონია!
«Ⴘენგან ჩემისა ქმრობისა წინასცა ვიყავ მნდომია,
Ⴋაგრა აქამდის საუბრად კვლა ჟამი არ მომხდომია;
Ⴛოღან ხელ-ქმნილსა გიჭვრეტდი კუბოსა შიგან მჯდომია,
Ⴋანდა, ყველაი მასმია, რაცა შენ გარდაგხდომია.
«Ⴋართლად გითხრობ, მომისმინე ესე, რაცა მოგახსენე:
Ⴜა, შეები ხატაელთა, თავი კარგად გამაჩვენე;
Ⴂიჯობს, ცუდად ნუღარა სტირ, ვარდი კვლამცა რად დასტენე?
Ⴋზემან მეტი რაღა გიყოს, აჰა, ბნელი გაგითენე!»
«Ⴀსმათი მეუბნებოდა უშიშრად, არ მეკრძალოდა;
Ⴙემი რა გითხრა, რა ვიყავ, ლხინი რა დამეთვალოდა!
Ⴂული მი და მო მიარდა, კრთებოდა და მელალოდა;
Ⴋუნ პირი ჩემი გაბროლდა და ღაწვი გამელალოდა»
Ⴜიგნი Ⴒარიელისა საყვარელთანა
«Ⴇვალთა დავიდევ უსტარი მე მისგან მონაწერია.
Ⴎასუხად ვსწერდი: «Ⴋთვარეო, შენმცა მზე ვით მოგერია?
Ⴋე Ⴖმერთმან იგი ნუ მომცეს, რაც არა შენი ფერია!
Ⴑიზმრად მგონია, დარჩომა ჩემი ვერ დამიჯერია».
«Ⴀსმათს ვუთხარ: «Ⴋე პასუხსა ამის მეტსა ვერ მივჰხვდები;
Ⴄსე ჰკადრე: «Ⴐათგან მზეო, ჩემთვის ნათლად აღმოჰხდები,
Ⴀჰა, მკვდარი გამაცოცხლე, ამას იქით აღარ ვბნდები,
Ⴐაცაღაა სამსახურსა, ვტყუვი, თუღა ვერიდები».
«Ⴀსმათ მითხრა: «Ⴋე მიბრძანა, ესე ვქმნათო, ესე სჯობდეს:
Ⴅინცა გნახოს, ჩემგან მისსა საუბარსა ვერა სცნობდეს,
Ⴙემად ნახვად მოვიდოდეს, შენ ვითამცა გაშიკობდეს;
Ⴃა-ცა-მვედრა: ამირბარსა უთხარ, ასრე ნამუსობდეს».
«Ⴋეკეთა ესე თათბირი, სიბრძნე გულისა მისისა,
Ⴋისი, მზესაცა რიდება ჰქონდის ნახვისა ვისისა;
Ⴋისგან მომეცა მოსმენა არ საუბრისა მქისისა,
Ⴅისთა შუქთაგან უკუნსა ჰგვანდის სინათლე დღისისა
«Ⴀსმათს მივართვი რჩეული თვალი ოქროსა ჯამითა;
Ⴋან მითხრა: «Ⴀრა, არ მინდა, ვარ გამაძღარი ამითა».
Ⴄრთი აიღო ბეჭედი, მართ აწონილი დრამითა:
«Ⴄსე კმა ნიშნად, სავსე ვარ სხვად ხელის შესაბამითა».
Ⴕალი ადგა, წამოვიდა; მე ლახვართა გულსა მრიდეს,