Ⴅეფხისტყაოსანი. Ⴒექსტის გამართვა ასომთავრულით – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - страница 5



Ⴋასვე წამსა დაიკარგა, – არ უნახავს თვალსა ჩვენსა, —

Ⴠგვანდა ქვესკნელს ჩაძრომილსა ანუ ზეცად ანაფრენსა;

Ⴄძებდეს და ვერ ჰპოვებდეს კვალსა მისგან წანარბენსა.


Ⴉვალი ძებნეს და უკვირდა ვერ-პოვნა ნაკვალევისა,

Ⴀგრე კვალ-წმიდად წარხდომა კაცისა, ვითა დევისა;

Ⴊაშქარნი მკვდართა სტიროდეს, სწრაფა აქვს წყლულთა ხვევისა.

Ⴋეფემან ბრძანა: «Ⴅნახეო მიზეზი ლხინთა ლევისა».


Ⴁრძანა: «Ⴖმერთსა მოეწყინა აქანამდის ჩემი შვება,

Ⴀმად მიყო სიამისა სიმწარითა დანავღლება,

Ⴑიკვდილამდის დამაწყლულა, ვერვის ძალ-უც განკურნება.

Ⴋასვე მადლი! Ⴄსე იყო წადილი და მისი ნება».



Ⴄსე თქვა და შემობრუნდა, დაღრეჯილი წამოვიდა,

Ⴀრცაღა ჰკრა ასპარეზსა, ვამი ვამსა მოურთვიდა;

Ⴗველაკაი მოიშალა, სადაცა ვინ მხეცთა სრვიდა;

Ⴆოგთა თქვეს, თუ: «Ⴋართალია», ზოგი: «Ⴖმერთო!», უზრახვიდა.


Ⴋეფე საწოლს შემოვიდა სევდიანი, დაღრეჯილი;

Ⴋისგან კიდე არვინ შეჰყვა, Ⴀვთანდილ უჩნს ვითა შვილი.

Ⴗველაკაი გაიყარა, ჯალაბი ჩანს არ-დაჯრილი.

Ⴂაბედითდა სიხარული, ჩაღანა და ჩანგი ტკბილი.


Ⴇინათინს ესმა მამისა ეგეთი დაღრეჯილობა,

Ⴀდგა და კარსა მივიდა, – ჰქონდა მზისაცა ცილობა, —

Ⴋოლარე იხმო, უბრძანა: «Ⴛილია, თუ ღვიძილობა?»

Ⴋან მოახსენა: «Ⴃაღრეჯით ზის, სჭირსო ფერ-შეცვლილობა.


«Ⴄრთიღა ახლავს Ⴀვთანდილ, წინაშე უზის სკამითა;

Ⴓცხო ყმა ვინმე უნახავს, ასრე დაღრეჯით ამით ა».

Ⴇინათინ ბრძანა: «Ⴀწ წავალ, შესლვა არ ჩემგან ჟამით ა,

Ⴋიკითხოს, ჰკადრე: Ⴈყო-თქო აქა ერთისა წამითა».


Ⴞანი გამოხდა, იკითხა: «Ⴌეტარ, რასა იქმს ქალიო,

Ⴙემი ლხინი და ჯავარი, ჩემი სოფლისა წყალიო?»

Ⴋოლარე ჰკადრებს: «Ⴋოვიდა აწეღა ფერ-ნამკრთალიო,

Ⴃაღრეჯით გცნა და მიბრუნდა წინაშე მომავალიო».


Ⴓბრძანა, თუ: «Ⴜადი, უხმე! Ⴓმისობა ვით გავძლეო?

Ⴋოახსენე: «Ⴐად დაჰბრუნდი შენ, მამისა სიცოცხლეო?

Ⴋოდი, ჭმუნვა გამიქარვე, გულსა წყლულსა მეწამლეო,

Ⴂითხრა ჩემი სამიზეზო, მე თუ ლხინთა რად დავლეო»».


Ⴇინათინ ადგა, მივიდა, მიჰყვა მამისა ნებასა,

Ⴓგავს პირისა სინათლე მთვარისა მოვანებასა.

Ⴋამამან გვერდსა დაისვა, აკოცა ნება-ნებასა,

Ⴓბრძანა: «Ⴋახლავ რად არა, რად მელი მოყვანებასა?»


Ⴕალმან ჰკადრა: «Ⴞელმწიფეო, დაღრეჯილსა ვინცა გცნობდეს,

Ⴅინმცა გნახა კადნიერად, რაზომ გინდა ამაყობდეს!

Ⴇქვენნი აგრე დაღრეჯანი მნათობთაცა დაამხობდეს!

Ⴉაცმან საქმე მოიგვაროს, ვეჭვ, ჭმუნვასა ესე სჯობდეს».


Ⴓბრძანა: «Ⴘვილო, რაზომცა მჭირს საქმე სავაგლახია,

Ⴘენი ჭვრეტა და სიახლე ლხინადვე დამისახია,

Ⴋომაქარვები სევდისა, მართ ვითა მუფარახია.

Ⴅეჭვ, რა სცნა, შენცა მამართლო, ჩემი სულთქმა და ახია.


«Ⴓცხოსა და საკვირველსა ყმასა რასმე გარდვეკიდე,

Ⴋისმან შუქმან განანათლა სამყარო და ხმელთა კიდე.

Ⴐა უმძიმდა, არ ვიცოდი, ან ტიროდა ვისთვის კიდე;

Ⴙემად ნახვად არ მოვიდა, გავგულისდი, წავეკიდე.


«Ⴋე რა მნახა, ცხენსა შეჯდა, თვალთა ცრემლნი მოიხოცნა.

Ⴘესაპყრობლად შევუზახენ, სპანი სრულად დამიხოცნა,

Ⴅითა ეშმა დამეკარგა, არ კაცურად გარდამკოცნა,

Ⴟერთცა ესე არა ვიცი, ცხადი იყო, თუ მეოცნა.


«Ⴀწ ესე მიკვირს, რა იყო, ანუ რა ვნახე და რული!

Ⴋან დამიხოცა ლაშქარი, სისხლი ადინა ღვარული.

Ⴉაცად ხორცისად ვით ითქმის ისრე თვალთაგან ფარული?!

Ⴓცილოდ Ⴖმერთსა მოვსძულდი აქამდის მე მხიარული.


«Ⴒკბილნი მისნი წყალობანი ბოლოდ ასრე გამემწარნეს,

Ⴃამავიწყდა, რაცა დღენი მხიარულსა წამეარნეს.

Ⴗოვლმან პირმან ვაგლახ მიყოს, ვეღარავინ მინეტარნეს,

Ⴑადამდისცა დღენი მესხნენ, ვეღარამან გამახარნეს!»


Ⴕალმან ჰკადრა: «Ⴋოგახსენებ მე სიტყვასა დანაყბედსა:

Ⴠე მეფეო! Ⴐად ემდურვი ანუ Ⴖმერთსა, ანუ ბედსა?

Ⴐად დასწამებ სიმწარესა ყოველთათვის ტკბილად მხედსა?

Ⴁოროტიმცა რად შეექმნა კეთილისა შემოქმედსა?


«Ⴋე ამას ვარჩევ: მეფე ხარ, მეფეთა ზედა მფლობელი,

Ⴘორს არის თქვენი საზღვარი, ბრძანება-მიუთხრობელი.

Ⴂაგზავნე კაცი ყოველგან მისთა ამბავთა მცნობელი,

Ⴀდრე სცნობ, არის იგი ყმა შობილი, თუ უშობელი».


Ⴋოასხნეს კაცნი, გაგზავნეს ოთხთავე ცისა კიდეთა,